ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ForzaJuve.Ge 2 წლის გახდა …

დღეს , ტურინის იუვენტუსის ქართული ვებ გვერდი ForzaJuve.Ge – ორი წლის გახდა …

საიტის გახსნის უმთავრესი მიზანი იყო , საქართველოში მცხოვრები , იუვეს გულშემატკივართა ერთად შეკრება. ვფიქრობ , თავდაპირველმა იდეამ გაამართლა , რადგან ჩვენი ვებ გვერდი  დღითი დღე პროგესირებს , რაც ადასტურებს გაწეული ორ წლიანი მუშაობის დადებით შედეგს . სამწუხაროდ თავად კლუბი ვერ აღწევს ბოლო პერიოდში წარმატებებს, მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენი მომხარებელი ოპერატიულად იგებს ყველა საინტერესო ინფორმაციას , რომელიც იუვეს თავს ხდება .

ნამდვილად არ დაგპირდებით რევოლუციებს , როგორც სჩვევიათ ხოლმე , შეიძლება უამრავი ინოვაცია და სიახლე ვერ შემოგთავაზოთ , მაგრამ საიტის მთავარი ღირსება – სტაბილურობა (!) შენარჩუნებული იქნება !!! ყოველთვის , მაქსიმალურად შევეცდებით სიახლეების დროულად მოწოდებას , რითაც არ ჩამორჩებით კლუბში და მის გარშემო განვითარებულ სიახლეებს .

იმედი მაქვს , დარჩებით ჩვენი ერთგულნი მომავალშიც  და აქტიურად მიიღებთ მონაწილეობას , საიტის კიდევ უფრო დახვეწაში და გაუმჯობესებაში !!! გილოცავთ კიდევ ერთხელ , ახალ 2011 წელს და გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს !!!

P.S.  მინდა დიდი მადლობა გადავუხადო კიდევ ერთხელ იმ ადამიანებს , რომლებიც ამარაგებენ საიტს საინტერესო ინფორმაციებით , მათ გარეშე ეს ყველაფერი არ იქნებოდა …

ForzaJuve.Ge – ს ადმინისტრაცია !!!

34 thoughts on “ForzaJuve.Ge 2 წლის გახდა …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.