ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანიელი და ელკანი მეგა ტრანსფერებს ზაფხულში გეგმავენ …

სპორტული გაზეთების გუშინდელი ნომრები , ანდრეა  ანიელზე და ჯონ ელკანის შეხვედრაზე საუბრობდნენ . ისინი განიხილავდნენ იუვეს მომავალს, ტრანსფერების კაპიტალდაბანდებას და სხვა მნიშვნელოვან საქმეებს, რომელიც ტურინულ გრანდს მომავალში ძალიან წაადგება. ელკანი 150 მილიონი ევროს დახარჯვას გეგმავს, რომელიც ზაფხულის სატრანსფერო ბაზარს მოხმარდება, ამ თანხას დაემატება ახალი სტადიონიდან გამომუშავებული ფული ( ლაპარაკია 50- 60 მილიონ ევროზე ). როგორც ჩანს ძმები 210 მილიონ ევროს დახარჯვას გეგმავენ…

წყარო : Tuttojuve

30 thoughts on “ანიელი და ელკანი მეგა ტრანსფერებს ზაფხულში გეგმავენ …

  1. მომავალი წლის ამ დროს შემოვკრავთ განგაშის ზარებსო და სერია -ბ-ში რეკე ეგ ზარები და იყავი და სერია ბ-ს თუ მოიგებენ წარმატებად ჩაუთვალე მერე მაროტას და დელნერის…შეუძლიათ მშვიდად იყონო… ამას იმიტომ ვამბობ რომ ყველა ყველგან გვიგებს განურჩე…ვლად გუნდისა და შინ და გასვლაზე თამაშისა და თუ ასე გააგრძელეს მართლა გავვარდებით სერია ა-დან, რომელ ოთხეულზე ან სკუდეტოზეა საუბარი? ელკანს და ამ დიდი გვარის უსუსურ წარმომადგენელს რომ რამე გაეგებოდეს რა მემკვიდრეობა დარჩათ და სად არიან მოხვედრილები, 2006 წლიდან დღემდე კაი ხნის შემოკრული უნდა ქონდეთ განგაშის ზარები. გადახედონ და შეაფასონ შედეგები სეზონების მიხედვით, წინ მიდის გუნდი თუ უკან? ელკანმა რაც გააკეთა არის ის, რომ მოჯი მოაშორა იუვეს. დანარჩენი თქვენით განსაზღვრეთ, რამდენად შესტკივა გული იუვეზე… ამ პატარა ანიელის კი არავინ არ ეკითხება ჯერ-ჯერობით ხვალ რა დღეა და თუ ცოტა მეტი პასუხისმგებლობა არ აიღო და არ “ივარგა”, მარტო იუვე კიარა ანიელების მთელი ქონება დაიკარგება…

  2. 210კი არა 100რომ გამოყონ მაინც კარგი იქნება. დააბრუნონ ჯოვინკო, დიეგო გამოისყიდონ აკვილანი, კვალიარელა, პეპე. იყიდონ ბეილი ტორესი, ნუ ეხლა სუარესზა და სხვა დანარჩენებზე აღარ ვლაპარაკობ. მემგონი საკმოოდ კონკურენტ უნარიანი გუნდი გახდება

  3. ვაიმე ავშენდებით მეგობრებო მე ასე 80 მილიონს ვითხოვდი ტრასნფერებისთვის და 210 მილიონს მაძლევენ :D მომავალ წელს ჩვენია სკუდეტო
    საყიდელები არიან
    ჯონსონ ან ვან დერ ვილი
    კლიში ან ვინმე სერიოზული მარცხენა ფლანგზე
    ნეიმარი უეჭველი
    ერთი მაღალი მაგარი ცენტრ ფორვარდი
    ანდრეა პოლი
    და მარცხენა ვინგერი სერიოზული
    და ერთი ორი კაი მცველი

  4. ელკანს იუვესთვის სიკეთის მოტანა რომ უნდოდეს 2006 წლიდან ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთება შეეძლო მაგრამ ამ 5 წელში იუვე იქცა ისეთ გუნდად რომლიც პროგრამაა მაქსიმუმი სეზონში არის ოთხეულშI მოხვედრა (იგივე მიზანი აქვს უდინეზესაც და ნაპოლისაც) ანუ გამიოდის რომ იუვე უდინეზე და ნაპოლი ერთი დონის გუნდები არიან. მაგრამ მე უდინეზეს და ნაპოლის უფრო მაღალი დონი კლუბად დავაყენებდი წელს.

    სამწუხაროა მაგრამ რეალობაა ესაა (

      1. ჯერ დაიწიოს და მაგ თემაზე მერე ვილაპარაკოთ. 4 ტურში თუ უდინეზე მაღლა ვიდგებით კარგი შედეგი იქნება ჩემი აზრით.

  5. და ეხლა დაეხარჯათ ამ 150 მილიონიდან 29 მილიონი სუარესის შეძენისთვის და ლიგაზე გასვლის შანსიც მაღალი გვექნებოდა. ეხლა კი არავინ ვიყიდეთ და შესაბამისად ძალიან მცირე შანსი გვაქვს ლიგაზე გასვლის.

    ტყუილი მგონია ამათი ფულის ხარჯვის ვარსკვლავების ყიდვაზე. 5 წელია საშუალო დონი ფეხბურთელებს ყიდულობენ.

  6. პლიუს ამ ყველაფერს ჩემი აზრით ანიელი მოახერხებს და ფერარისთან გააფორმებს კონტრაკტს.. ტრანსფერებზე ვერ მოახდენს წლევანდელი შედეგი ავლენას – მომავალ წელს ახალ არენაზე დიდი გუნდი ითამაშებს – ამაში დარწმუნებული ვარ!!!!!!!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.