ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანდრეა ანიელი : ” წონასწორობიდან გამოვდივარ როდესაც იუვე მარცხდება ”

” მშვენივრად გვესმის , რომ გადამწყვეტი მომენტი დადგა გუნდის წინაშე ” – დაიწყო საუბარი დღევანდელ პრესკონფერენციაზე კლუბის პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ : ” მინდა აქ გარკვეული კორექტივები შევიტანო , ბოლო პერიოდში ტურინული კლუბის ყოფილმა ფეხბურთელებმა და წარმომადგენლებმა საკმაოდ ნეგატიური კუთხით ისაუბრეს ბიანკონერიზე . ამ ეტაპზე ვიმყოფებით მეექვსე პოზიციაზე . ვცადეთ შეგვემცირებინა სახელფასო ხარჯები . იუვენტუსი ეს არის ” სუპერ მანქანა ” , რომელიც უმაღლესი ხარისხის ბენზინით იკვებება , ჩვენ კი ვცადეთ მისი დიზელზე გადაყვანა . ეხლა კი აუცილებელია , სიტუაცია გამოვასწოროთ . ლიპი და სპალეტი იუვეში ? კარგია , თუმცა ჯობია ფანტაზიებში არ გადავარდეთ . მე მჯერა მაროტასი და დელ ნერისი . ჩვენ კარგად გვახსოვს , თუ რა სიტუაციაში ჩავიბარეთ გუნდი . ფინანსები ? მისი მართვა საკმაოდ დელიკატური საკითხია , თუ გავითვალისწინებთ , რომ ვერ შევძელით ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება შარშან , ამან გარკვეული პრობლემები შეგვიქმნა . მიმდინარე სეზონში , ყველანაირად ვცდილობთ უარყოფითი ბალანსის აღმოფხვრას .მიუხედავად ამისა , ეს არ ცვლის პირვანდელ გეგმას , რომლის მიხედვითაც იუვენტუსი გამარჯვებების მანქანა უნდა გახდეს ” …

” ჯერ კიდევ აგვისტოში ვამბობდით , რომ საკმაოდ გაგვიჭირდებდა , მიუხედვად დიდი ინვესტიციებისა , რომელიც განხორციელდა . მნიშვნელოვან სახსრებს წელსაც გავიღებთ და თუ სიტუაცია არ გამოსწორდება მომავალი წლის ამ პერიოდში , მაშინ უკვე განგაშის ზარებს დავრეკავთ და ვიფიქრებთ იმაზე თუ რა გავაკეთეთ არასწორად . ეხლა კი თავს მშვიდად ვგრძნობ რადგან თავიდანვე მესმოდა , რომ სკუდეტოს ვერ შევწვდებოდით ” .

” პრეზიდენტი იმიტომ გავხდი , რომ მჯეროდა პროექტის , მე მჯერა იუვენტუსის ! კვლავინდებურად მჯერა იმ ადამიანების , რომლებიც სეზონის წინ მოვიდნენ კლუბში გარკვეულ თანამდებობებზე . გამოვეთიშეთ ევროპა ლიგას , ექვსი ფრით, გამოვეთიშეთ იტალიის თასს და როგორც რიგითი გულშემატკივარი იუვესი , ვაგრძელებ მუშაობას რომ შევძლო კლუბის გამოყვანა ამ არასასიამოვნო სიტუაციიდან ” .

” ციფრებით რომ ვილაპარაკოთ , ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა დამატებითი 20 მილიონია , თუმცა საქმე არა ფულს არამედ პრესტიჟს ეხება . ჩვენ უნდა დავბრუნდეთ ელიტაში , რაც წარმატების მთავარი გარანტი გახდება . დელ ნერი ? სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ , რომ მას შეუძლია მშვიდად განაგრძოს საკუთარი საქმიანობა . ის ისევე რიგორც მე ყველაფერს ვაკეთებთ კლუბის განვითარებისთვის  . გუნდი და ფეხბურთელები  კი მთელი 95 წუთის მანძილზე , შეუჩერებლივ უნდა გადაადგილდებოდნენ მოედანზე , ეს ერთადერთია რასაც მათგან ვითხოვ . მაისში კი შევაფასებთ იმ შედეგს რასაც მივაღწევთ . გულშემატკივრებმა მინდა გაიგონ , რომ წონასწორობიდან გამოვდივარ როდესაც ვაგებთ და მიხარია ისევე როგორც ყველას , როდესაც ვიმარჯვებთ ” .

” მორატი ? მისი ლაპარაკი უკვე აუტანელია . იმედი მაქვს იმ სარჩელზე რაც შევიტანეთ სასამართლოში დროულად გვიპასუხებენ , მათ ითხოვეს დრო , რომელიც მივეცით … თუმცა ის უკვე ამოწურულია … საათები , დღეები , თვეები , დროა პასუხი გაეცეს ყველა კითხვას ” .

წყარო : Tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

59 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
14 years ago

მომავალი წლის ამ დროს შემოვკრავთ განგაშის ზარებსო და სერია -ბ-ში რეკე ეგ ზარები და იყავი და სერია ბ-ს თუ მოიგებენ წარმატებად ჩაუთვალე მერე მაროტას და დელნერის…შეუძიათ მშვიდად იყონო… ამას იმიტომ ვამბობ რომ ყველა ყველგან გვიგებს განურჩევლად გუნდისა და შინ და გასვლაზე თამაშისა და თუ ასე გააგრძელეს მართლა გავვარდებით სერია ა-დან, რომელ ოთხეულზე ან სკუდეტოზეა საუბარი? ელკანს და ამ დიდი გვარის უსუსურ წარმომადგენელს რომ რამე გაეგებოდეს რა მემკვიდრეობა დარჩათ და სად არიან მოხვედრილები 2006 წლიდან დღემდე, კაი ხნის შემოკრული უნდა ქონდეთ განგაშის ზარები. გადახედონ და შეაფასონ შედეგები სეზონების მიხედვით, წინ მიდის გუნდი თუ უკან? ელკანმა რაც გააკეთა არის ის, რომ მოჯი… Read more »

badura_
14 years ago

მერე იყიდე ნორმალური ფეხბურთელებიიი,რომ ყიდულობ ბარძალის და ტონის,მაგრა ნერვებს გვიშლი შე ბანძო ანიელიი,ჯერ რომ შეხედავ ეგრევე ეტყობა ვინც არის ეს ანიელიი,მაგარი უტვინოა ცვეტში

14 years ago

ბუფონი
ვან დერ ვილი ბონუჩი ჯორჯო დე ჩელიე

კრასიჩი მელო აკვილანი მარკიზიო

კვალიარელა
ვინმე კაი

ამ წყობის ტრანსფორმირება თავისუფლად შეიძლება 4-3-2-1-ად კვალიარელა ითამაშებს მარცხენა კრაიზე. თან ძვირიც არ დაჯდება და გუნდიც კარგად ითამაშებს

zuka kbiladze
14 years ago

ბუფონი
ბარძალი კიელინი ბონუჩი დე ჩელიე
მელო

კრასიჩი აკვილანი მარკიზიო

ტორესი კვალიარელა

ზამენა : სტორარი, გროსო,მოტა,პეპე,მარტინესი,დელ პიერო,იაკინტა…. მთ. მწვრთნელი მარჩელო ლიპი……

ეს ცოტა ეალურთან მივაახლოვე თორე ოცნებით ბევრად უკეთესიც შეილება :D

sandro ivaneishvili
14 years ago

ნეიმარი ნახეთ რა 18 წლის ბიჭსს ბრაზილიაში 110 თამაშI 60 გოლი აქ გატანილი არაა ძამო ეგ კაცი ხელიდან გასაშვები
25 მილიონი მაინც უნდა გადაიხადონ უპრობლემოდ თუ მეტი არა
მარა მაროტას იმედი მაქ საქმეში მე არ მაქ

ლაშა ცხვარაძე

ბუფონი

ვანდერვილი ქიელინი ბონუჩი ბეილი

მარკიზიო აკუილანი

კრასიჩი ნავასი

აგუერო
ტორესი

ლაშა ცხვარაძე

დამავიწყდა :მწვრთნელი ლიპი ან კაპელო +მოჯი

sandro ivaneishvili
14 years ago

ეგ იგივე 442 სქემაა მაგრამ მარკიზიოს ნავლად მელო და ტორესის ნაცვლად ნეიმარი

sandro ivaneishvili
14 years ago

4 2 3 1
ბუფონი
ვან დერ ვილი ბონუჩი კიელინი კლიში
მელო

კრასიჩი აკვილანი ჟუჟაკი

კვალიარელა
ნეიმარი
თუ არადა 442 სქმეაში შეიძლება იგივე ფეხბურთელებსი თამაში
ბუფონი
ალვეში პიკე კიელინი ბეილი
მესი ხავი მელო რონალდუ
ნეიმარი
იბრაჰიმოვიჩი
სულ რაღაც 1 მილიარდის საქმეა :D :D :D :D

sandro ivaneishvili
14 years ago

ან კიდე ვილა ნეიმარის სანაცვლოდ ვინ მოგვიებდა :D :D :D

sandro ivaneishvili
14 years ago

4 2 3 1
ბუფონი
ვან დერ ვილი ბონუჩი კიელინი კლიში
მელო

კრასიჩი აკვილანი ჟუჟაკი

კვალიარელა
ნეიმარი
თუ არადა 442 სქმეაში
შეიძლება იგივე ფეხბურთელების თამაშI

| Newsphere by AF themes.
59
0
Would love your thoughts, please comment.x