ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვენტუსი – უდინეზე ( წინასამატჩო )

22 ტური სერია ” ა ”

თარიღი : კვირა , 30 იანვარი – 23:45 თბილისის დროით

ადგილმდებარეობა : სტადიო ოლიმპიკო , ტურინი ( 27 944 )

როგორც ჩანს იუვესთვის 2010/11 სეზონი უკვე ჩავარდნილია . მიმდინარე წლის დასაწყისში განცდილი ორი მარცხი , პარმასგან და ნაპოლისგან , ართულებს უკიდურესად სატურინო ცხრილს ბებერი ქალბატონისთვის . ყველაფერ ამას დაემატა , რამდენიმე დღის წინ რომასთან დამარცხება  0-2 იტალიის თასსზე .

ამ ეტაპზე დელ ნერის კლუბი იმყოფება მეექვსე პოზიციაზე , დააგროვა რა 21 შეხვედრაში 35 ქულა . ჩემპიონთა ლიგის ზონას ტურინელები ორი ქულით ჩამორჩებიან . მიმდინარე სეზონში პრიორიტეტად რჩება , პირველ ოთხეულში მოხვედრა .

ბიანკონერი მთელი 12 ქულით ჩამორჩება , პირველ პოზიციაზე მყოფ როსონერის და დაწევის შანსი ფაქტიურად 0-ს უტოლდება , თუმცა მიუხედავად ამისა იუვე უდინეზეს დამარცხებას გეგმავს .

ინფორმაციები მეტოქეთა ბანაკებიდან

” იუვენტუსი ”

რინაუდო , დე ჩელიე , ტრაორე , იაკინტა , ამაური , კუალიარელა , ტონი , პეპე , მოტა – ეს ფეხბურთელები ტრავმირებულნი არიან  . მელომ მოიხადა დისკვალიფიკაცია და შეუძლია მოედანზე გამოსვლა . დღეს შესაძლოა ასევე , ბარძალის დებიუტი შედგეს იუვეს რიგებში .

” უდინეზე ”

ბასტა , ფერონეტი და ანჯელა არ ითამაშებენ ტრავმების გამო .

მთავარი მოქმედი გმირები

” იუვენტუსი ”

ჯორჯო კიელინის მოუწევს , უდინეზეს მრისხაზე წინა ხაზის გაჩერება , რომელიც შესდგება ალექსის სანჩესით და ანტონიო დი ნატალეთი . სწორედ მასსზე იქნება დამოკიდებული , ტურინელთა დაცვითი ხაზის საიმედო ასპარეზობა .

” უდინეზე ”

უდინელთა ფორვარდს ანტონიო დი ნატალეს ჰქონდა საშუალება , მიმდინარე სეზონის დასაწყისში ტურინის იუვენტუსში ეასპარეზა , მაგრამ ტრანსფერი ჩაიშალა . დღეს კი იგი ამ გუნდის წინააღმდეგ გამოვა მოედანზე და შეეცდება მის დამწუხრებას . მიმდინარე სეზონში ტოტოს ანგარიშზე უკვე 15 გატანილი ბურთია .

სავარაუდო შემადგენლობები :

” იუვენტუსი ” ( 4-4-2 ) ბუფონი , გრიგერა , ბონუჩი , ბარძალი , კიელინი , კრასიჩი , მელო , აკუილანი , მარკიზიო , დელ პიერო , მარტინესი

” უდინეზე ” ( 3-5-2 ) ჰანდანოვიჩი , ბენატია , საპატა , დომიცი , ისლა , პინცი , ინლერი , ასამოა , პასკუალე , დი ნატალე  , სანჩესი

220 thoughts on “იუვენტუსი – უდინეზე ( წინასამატჩო )

  1. არაუშავს 4:0 დაახლოვებით ამ სასტავით მოვუგეთ.. ნუ კვალიარელაა…. :( იმედია შავ-თეთრი “კაროლი” თავის სიტყვას იტყვის 8)

  2. ურთულესი თამაში და საერთოდ ურთულესი 4 ტური გველის და იმედია დელ ნერი ისეთ იდიოტობებს არ იზამს რომ მოხსნან ამ 4 ტურში.

  3. ისე ავარდა კუში 1.7 დან 2.3-ზე
    რო ვერ გავუძელი და 1 ანი დავწერე..

    ძალიან მძიმე მატჩი იქნება და ვნახოთ
    იქნება 1-0 მოვიგოთ :mrgreen:

  4. დაცვა რომელიც დინატალეს და სანჩესს შეაჩერებს.. მარცხნივ კიელინი, ცენტრი ბარცალი და ბონუჩი და მარჯვნივ გრიგერა. გრიგერას ბონუჩი წაეხმარება.. ჩვენ კი შეგვიძლია შევაჩეროთ მარა ისინი აკილანის დელ პიეროს და კრასიჩს რას მოუხერხებენ!!???

      1. გრავატარი აღარ არის საჭირო – ფროფილიდანაც შეგიძლია ფოტოს დაყენება – საიტის ადმინისტრაციაში შედი და იქ ფროფილი ნახე.

  5. აუ ისე ეხლა მომივიდა მაგარი განლაგება თავში

    ———————–ბუფონი

    ———-ბარძალი ბონუჩი კიელინი

    ——————-მელო სისოკო
    ———–კრასიჩი მარკიზიო პეპე
    ————————აკილანი

    ———————-ხორხე მარტინესი ან დელპო

    3-6-1 ან 3-2-3-1-1

          1. არ მჯერა მე მაგისი. ეგრე ზაფხულშიც ხო აპირებდა 90-ის დახარჯვას

  6. მეც არ მგონია კიელინი კრაიზე გადაიყვანოს ცენტრალურ ზონას მაგარდ იჭერს არ გარისკავს ბარძალის ცენტრს პირველივე თამაში,ამიტომ ბარძალი თU იქნება მხოლოდ ფლაგნზე

    1. ხო მარა რაღაც ცენტრს ვეღარ იჭერს ამ თვეში ჯორჯო. ამიტომ ცენტრი შეიძლება ბონუჩის და ბარძალის ჩააბაროს. ან იქნებ როგორც თავიდან იყო პეპე დააყენოს დაცვაში კრაიზე მარჯვნივ. და მარჯვენა შეტევა ძაან მაგარი გვექნებოდა და დაცვა სუსტი. მარა მაინც ეგრე დავაყენებდი მე. როცა პეპე და კრასიჩი დაიძრებოდნენ წინ ბონუჩი ბარძალი და კიელინი დარჩებოდნენ უკან ცენტრში და ხანდახან მარკიზიოც დაეხმარებოდა. და მაგარი შეტევა და დაცვა გვეყოლებოდა

  7. კიელინი კრაიზე უკვე მომწონს, მარა მე მგონი ბარძალი მარჯვნივ და გრიგერა მარცხნივ იქნება

  8. რა კარგი სურათი დააყენე მომეწონა :P

    მოვიგოთ რა გუნდისთვის იქნება კარგი … რატომღაც მგონი რო უდინე მაგარ მომენტებს შექმნის მაგრამ ვერ გაიტანს :X

    1. რა მნიშვნელობა აქვს დაცვაში რამდენი ჰყავთ , 2 , 3 , თუ 5 : )) ფორვარდები ისეთი გვყანან რომ იმათ ეხმარებიან პირიქით :mrgreen:

          1. მამენტ უფრო დიდი ავატარის დაყენებათუ გინდა , პროფილში შედი და ატვირთე იქიდან

          2. პროფილიდან ატვირეთ ? რო შეხვალ იქ ქვევით ასარჩევი მენუ გაეძრობა , დააკლიკავ და ატვირთავ კომპიდან რამეს

          3. Upload error: Unable to place the user photo at: /home/forzajuv/domains/forzajuve.ge/public_html/wp-content/uploads/userphoto/mafioz.jpg აი ამას წერს. ხო ავირჩევ ფოტოს მერე პროფილის განახლება და ასე შვება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.