ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვენტუსი – უდინეზე ( წინასამატჩო )

22 ტური სერია ” ა ”

თარიღი : კვირა , 30 იანვარი – 23:45 თბილისის დროით

ადგილმდებარეობა : სტადიო ოლიმპიკო , ტურინი ( 27 944 )

როგორც ჩანს იუვესთვის 2010/11 სეზონი უკვე ჩავარდნილია . მიმდინარე წლის დასაწყისში განცდილი ორი მარცხი , პარმასგან და ნაპოლისგან , ართულებს უკიდურესად სატურინო ცხრილს ბებერი ქალბატონისთვის . ყველაფერ ამას დაემატა , რამდენიმე დღის წინ რომასთან დამარცხება  0-2 იტალიის თასსზე .

ამ ეტაპზე დელ ნერის კლუბი იმყოფება მეექვსე პოზიციაზე , დააგროვა რა 21 შეხვედრაში 35 ქულა . ჩემპიონთა ლიგის ზონას ტურინელები ორი ქულით ჩამორჩებიან . მიმდინარე სეზონში პრიორიტეტად რჩება , პირველ ოთხეულში მოხვედრა .

ბიანკონერი მთელი 12 ქულით ჩამორჩება , პირველ პოზიციაზე მყოფ როსონერის და დაწევის შანსი ფაქტიურად 0-ს უტოლდება , თუმცა მიუხედავად ამისა იუვე უდინეზეს დამარცხებას გეგმავს .

ინფორმაციები მეტოქეთა ბანაკებიდან

” იუვენტუსი ”

რინაუდო , დე ჩელიე , ტრაორე , იაკინტა , ამაური , კუალიარელა , ტონი , პეპე , მოტა – ეს ფეხბურთელები ტრავმირებულნი არიან  . მელომ მოიხადა დისკვალიფიკაცია და შეუძლია მოედანზე გამოსვლა . დღეს შესაძლოა ასევე , ბარძალის დებიუტი შედგეს იუვეს რიგებში .

” უდინეზე ”

ბასტა , ფერონეტი და ანჯელა არ ითამაშებენ ტრავმების გამო .

მთავარი მოქმედი გმირები

” იუვენტუსი ”

ჯორჯო კიელინის მოუწევს , უდინეზეს მრისხაზე წინა ხაზის გაჩერება , რომელიც შესდგება ალექსის სანჩესით და ანტონიო დი ნატალეთი . სწორედ მასსზე იქნება დამოკიდებული , ტურინელთა დაცვითი ხაზის საიმედო ასპარეზობა .

” უდინეზე ”

უდინელთა ფორვარდს ანტონიო დი ნატალეს ჰქონდა საშუალება , მიმდინარე სეზონის დასაწყისში ტურინის იუვენტუსში ეასპარეზა , მაგრამ ტრანსფერი ჩაიშალა . დღეს კი იგი ამ გუნდის წინააღმდეგ გამოვა მოედანზე და შეეცდება მის დამწუხრებას . მიმდინარე სეზონში ტოტოს ანგარიშზე უკვე 15 გატანილი ბურთია .

სავარაუდო შემადგენლობები :

” იუვენტუსი ” ( 4-4-2 ) ბუფონი , გრიგერა , ბონუჩი , ბარძალი , კიელინი , კრასიჩი , მელო , აკუილანი , მარკიზიო , დელ პიერო , მარტინესი

” უდინეზე ” ( 3-5-2 ) ჰანდანოვიჩი , ბენატია , საპატა , დომიცი , ისლა , პინცი , ინლერი , ასამოა , პასკუალე , დი ნატალე  , სანჩესი

220 thoughts on “იუვენტუსი – უდინეზე ( წინასამატჩო )

  1. იუვეს გულშემატკივარია ეგ ბიჭი ვინც თქვა ვერ გაიტანს პასტორეო )))

    ისე პასტორე იუვეში დაგვხატავდა 8)

  2. napolii uberavs da uberavs napolii ra cavaniiii :D :D :D :D :D :D :D :D :D auu cavanii dagvatrevia raa gaascorebs da kide neimarii orive axalgazrdebiiii kidee beiliiiii var delvili zesus navasiiii da pastoreeeee auu sizmarshi tu moxdeba eg trasperebii tu ara da ra gundii gveyolebaaa…..

  3. წაიკიტხეთ დზმებოო მაროტაა რა ჩუმჩუმელა ყოპილა ჩუმალაა რა სიტის ოპიციალურად მიმართა მიკი რიჩარდსის ტრანსპერზეე მაგ ოხერმაა miki richards

  4. აუუ მატრიმ დუბლი შეასრულა იუვეში მინდაა ეგ ტავდამსხმელიი რააა იყიდეე რა მაროტაა დროზეე ხვალ ჩვენთან იყოს

  5. აუ რომას თამაში რატო ჩაიშალა ბლიად დადებული მქონდა??? ეხლა გამიპუჭდება ბილეთი თუ როგორ იქნება ხო არ იცით ვინმემ?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.