ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვენტუსი – უდინეზე ( წინასამატჩო )

22 ტური სერია ” ა ”

თარიღი : კვირა , 30 იანვარი – 23:45 თბილისის დროით

ადგილმდებარეობა : სტადიო ოლიმპიკო , ტურინი ( 27 944 )

როგორც ჩანს იუვესთვის 2010/11 სეზონი უკვე ჩავარდნილია . მიმდინარე წლის დასაწყისში განცდილი ორი მარცხი , პარმასგან და ნაპოლისგან , ართულებს უკიდურესად სატურინო ცხრილს ბებერი ქალბატონისთვის . ყველაფერ ამას დაემატა , რამდენიმე დღის წინ რომასთან დამარცხება  0-2 იტალიის თასსზე .

ამ ეტაპზე დელ ნერის კლუბი იმყოფება მეექვსე პოზიციაზე , დააგროვა რა 21 შეხვედრაში 35 ქულა . ჩემპიონთა ლიგის ზონას ტურინელები ორი ქულით ჩამორჩებიან . მიმდინარე სეზონში პრიორიტეტად რჩება , პირველ ოთხეულში მოხვედრა .

ბიანკონერი მთელი 12 ქულით ჩამორჩება , პირველ პოზიციაზე მყოფ როსონერის და დაწევის შანსი ფაქტიურად 0-ს უტოლდება , თუმცა მიუხედავად ამისა იუვე უდინეზეს დამარცხებას გეგმავს .

ინფორმაციები მეტოქეთა ბანაკებიდან

” იუვენტუსი ”

რინაუდო , დე ჩელიე , ტრაორე , იაკინტა , ამაური , კუალიარელა , ტონი , პეპე , მოტა – ეს ფეხბურთელები ტრავმირებულნი არიან  . მელომ მოიხადა დისკვალიფიკაცია და შეუძლია მოედანზე გამოსვლა . დღეს შესაძლოა ასევე , ბარძალის დებიუტი შედგეს იუვეს რიგებში .

” უდინეზე ”

ბასტა , ფერონეტი და ანჯელა არ ითამაშებენ ტრავმების გამო .

მთავარი მოქმედი გმირები

” იუვენტუსი ”

ჯორჯო კიელინის მოუწევს , უდინეზეს მრისხაზე წინა ხაზის გაჩერება , რომელიც შესდგება ალექსის სანჩესით და ანტონიო დი ნატალეთი . სწორედ მასსზე იქნება დამოკიდებული , ტურინელთა დაცვითი ხაზის საიმედო ასპარეზობა .

” უდინეზე ”

უდინელთა ფორვარდს ანტონიო დი ნატალეს ჰქონდა საშუალება , მიმდინარე სეზონის დასაწყისში ტურინის იუვენტუსში ეასპარეზა , მაგრამ ტრანსფერი ჩაიშალა . დღეს კი იგი ამ გუნდის წინააღმდეგ გამოვა მოედანზე და შეეცდება მის დამწუხრებას . მიმდინარე სეზონში ტოტოს ანგარიშზე უკვე 15 გატანილი ბურთია .

სავარაუდო შემადგენლობები :

” იუვენტუსი ” ( 4-4-2 ) ბუფონი , გრიგერა , ბონუჩი , ბარძალი , კიელინი , კრასიჩი , მელო , აკუილანი , მარკიზიო , დელ პიერო , მარტინესი

” უდინეზე ” ( 3-5-2 ) ჰანდანოვიჩი , ბენატია , საპატა , დომიცი , ისლა , პინცი , ინლერი , ასამოა , პასკუალე , დი ნატალე  , სანჩესი

220 thoughts on “იუვენტუსი – უდინეზე ( წინასამატჩო )

  1. კაი თამაში უნდა იყოს მარა უდინეზემ მილანთან სან სიროზე არ წააგო და ინტერი დაჯაბნა და ეხა ამათ რო მოუგოთ დავამტკიცებთ რომ ინტერის და მილანის წინააღმდეგ ბრძოლა შეგვიძლია

  2. ისა დამავიწყდა მეთქვა იუვეს თურმე ჯერ მარტო 49 ვარსკვლავი აურჩევია და ოფიციალურ საიტზე იტალიურ ენაზე რომ შეხვალთ თქვენ უნდა აირჩიოთ 50ე ლეგენდა და შედით და აირჩიეთ მე უკვე ავირჩიე დავიდსი. მგონი ვინც გაიმარჯვებს იმას მისცემენ დარჩენილ ვარსკვლავს

  3. ამბობენ ანიელემ და ელკანმა 150მილიონი ევრო გამოყვეს ზაფხულის ტრანსერებისტვისო და მართალია თუ იცით თუ მართალია ზაფხულში ხმაურიან შენაძენებს უნდა ველოდეთ

  4. modrchi martla dzaan maagri iqneboda magram ar gaushveben,beilic ara mgonia juvesh igadmovides.aguero ki kargi iqneboda magram egac ara mgonia:D:Daba vinga unda gadmovides,neimari gadmova chem iazrit.karoche ro dainaxaven ro juve fuls xarjavs da ragac mizneb ieqneba yvelac gadmova.madloba udna tqvan juve tu dainteresda

  5. იმენა ისე იუვემ ზაფხულში ფულიც რომ იშოვოს ვინღა უნდა იყიდოს ვერ ვხვდები სუარესი პულში ჯეკო სიტიში ტორესი ჩელსიში ბენზემას კიდე თამაშები გამოუსწორდა და თუ ეგრე გააგრძელა აღარ გაყიდის რეალი. ისე ერთი ნეგრედო მევასება მაგრა და იქნებ ეგ მაინც ითრიონ.

  6. მოვიგებთ ბიჭებო უეჭველი მოვიგებთ და რაც არ უნდა წარმოუდგენლად მიგაჩნდეთ მგონია რომ მარტინესი მაგრად ითამაშებს და გოლს თუ ვერა საგოლე პასს მაინც გააკეთებს…თან სამს :-D:-D კრასიჩიც იტყვის თავის სიტყვას.

  7. ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება დღეს თუ დიდი თოვლი იქნება ტურინში და გადაიდება თამაში:) დამიჯერეთ კარგად გვაქვს დაცდილი ტურინში თამაშის გადადება. გაიხსენეთ იუვე-ბაიერი:))

  8. მოკლედ დღეს უნდა მოვიგოთ უეჭველი და მოვიგებთ დარწმუნებული ვარ ! მერე მგონია პალერმოსთანაც მოვიგებთ და დავიხატებით :D თუ დღეს ვერ მოვიგეთ ჩათვალეთ პალერმოც გადაგვირბენს ! 4 თავდამსხმელი ტრამვირებული გყვავს :D კვაგი ამაური ტონი იაკინტა :D ასწორებს არა :D დღეს ნახევარდაცვის იმედი მაქვს აკვილანი მელო მარკიზიო კრასიჩი ჩაკეტავენ იმათ ! გული მიგრძნობს რომ გავაფარჩაკებთ :D

    1. ღმერთმა გისმინოს.. მეც ნახევარდაცვის იმედი მაქვს.. ნახევარდაცვაში უნდა შევჩამოთ.. და კიელინი კრაიზე თუ დააყენა დელ ნერიმ იმენა აიკლავს ფლანგს.. აგერ ნახავთ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.