კალიარი 1-3 იუვენტუსი ( მატჩის ტაქტიკური ანალიზი )
გთავაზობთ , კალიარი – იუვენტუსის შეხვედრის ტაქტიკურ ანალიზს …
დელ ნერი აკვირვებს ყველას და გუნდი 4-3-3 განლაგებით გამოჰყავს . დონადონიც იგივე სქემით იწყებს მატჩს .
შედეგად , გუნდები სიმეტრიულად ასპარეზობენ შეტევაში .
მიუხედავად მსგავსებისა მოდულში , გუნდები შეტევაში სხვადასხვა სქემით ასპარეზობენ . კალიარი ძირითადათ უტევდა სწრაფ ტემპში და სწორხაზოვნად . ამასთან ერთად , კოსუ და ლაცარი ძირითადათ ვინგერები უფრო არიან ვიდრე თავდამსხმელები და უპირატესობას ანიჭებდნენ ბურთის ფლანგზე მიღებას და უკვე ამ პოზიციიდან შეტევის წარმართვას . მაგალითად კოსუ , რომელიც უკიდურეს ფლანგზე ასპარეზობდა , ბურთის მიღების დროს სორენსენს აწუხებდა , რომელსაც თავის მხრივ დაცვით ფაზაში არ ეხმარებოდა კრასიჩი . ლაცარი კი სხვა სქემით მოქმედებდა … როდესაც იგი იღებდა თავის ფლანგზე ბურთს , მასთან ერთად ცენტრისკენ იწევდა .
იუვენტუსი უპირატესობას მოკლე პასებს ანიჭებდა , მაგრამ უარს არც ვერტიკალურ გადაცემებზე ამბობდა … სწორედ ამ უკანასკნელ ვარიანტს მოჰყვა მატრის პირველი გოლი . მოდით ანალიზი გავუკეთოთ იუვეს ასპარეზობას მოკლე პასებით .
მილოშ კრასიჩი ასპარეზობს ღრმა შეტევაში საკუთარ ფლანგზე , რომელსაც არ ეხმარება სორენსენი . მარტინესი კი თავისი მარცხენა ფლანგიდან მოძრაობდა , როგორც დიაგონალზე , ასევე ჰორიზონტალურად , რითაც საშუალებას აძლევდა მარკიზიოს და კიელინის ! ჩართულიყვნენ შეტევაში . მატრი როგორც სუფთა ფორვარდი ისე მოძრაობს ჰორიზონტალურად , რითაც ანთავისუფლებდა საჯარიმოს მისადგომებს , პერიოდულად კი იგი მეტოქესაც უსხლტებოდა ხელიდან . მელო მოძრაობს დაცვის წინ და ამასთან ერთად, იგი მუდმივ მოქმედებაშია და ეხსნება პარტნიორებს , რომ მიიღოს მათგან ბურთი და წარმართოს იერიში . ორი ნახევრად ვინგერიც , თავისებურად გადაადგილდებიან მინდორზე . აკუილანი ძირითადათ ჰორიზონტალურად მოქმედებდა , აძლევდა რა გუნდს საშუალებას მელოს ალტერნატივა გამხდარიყო შეტევის დასაწყებად .
მარკიზიო კი მუდმივ მოძრაობაშია , ის ცდილობდა შეექმნა სიღრმე მოედნის ცენტრში . კლაუდიო მეტოქის ნახევარმცველების ზურგს უკან იკავებდა პოზიციას … შევხედოთ შემდეგ დიაპაზონზე ამ ყველაფერს .
შემდეგ დიაპაზონზე , ბურთი დაცვის ხაზს აქვს , აკუილანი იწევს ქვევით მის მისაღებად , ხოლო მელო პირიქით , ზევით ინაცვლებს
შემდეგ სერიაში , მელო ვერტიკალურ მოკლე პასს უკეთებს მატრის , აკუილანი რჩება დაცვაში და მარკიზიო სიღრმიდან უტევს … საბოლოოდ კი კლაუდიო გაცილებით უფრო ახლოს ჩნდება მეტოქის კართან ვიდრე მატრი
გასულ მატჩებთან შედარებით , კალიარისთან არჩეული ტაქტიკური სქემა , იუვეს გაცილებით მეტი მანევრის საშუალებას აძლევს თავდასხმაში . ფეხბურთელები კარგად ეხსნებიან ერთამენთს და გაცილებით მეტი არჩევანია შეტევის წარმართვის . შემდეგ დიაპაზონზე შევხედოთ , თუ როგორ განლაგდებიან იუვეს ნახევარმცველები მოედნის პერიმეტრზე ახალ სქემაში … 4-4-2 მოდულთან შედარებით , ეს სქემა , გაცილებით პროდუქტიულად და მრავალფეროვნად გამოიყურება შეტევის დასაწყებად .
ზედა დიაპაზონზე დაფიქსირებული განლაგება , ბურთს , უკეთესად გადაადგილების საშუალებას აძლევს . სინამდვილეში , ბონუჩი მარკიზიოს , აკუილანი – მელო – სორენსენის მოკლე პასები , ხელს უწყობს ბურთის სწრაფად მისვლას კრასიჩთან , რომელიც თავის მხრივ მატრიზე ცდილობდა შეტევის გაგრძელებას . მატრის მხრიდან ბურთის მიღება , კი აძლევდა საშუალებას მარკიზიოს შეტევაში ჩართულიყო , რომელიც თავის მხრივ უნთავისუფლებს მეტოქის ცენტრალური დაცვის ზონას მატრის , რადგან ასტორი უკვე კლაუდიოს მოქმედებების გამო ტოვებს საკუთარ ადგილს .
ბურთის დაკარგვის დროს , დელ ნერი უპირატესობას ანიჭებს , მაღლა აწეულ პრესინგს … პრინციპში ისევე როგორც სტატისტიკურ მომენტებშიც . შემდეგ დიაპაზონზე თქვენ დარწმუნდებით , რომ ბურთის დაკარგვის დროს იუვენტუსი არ იწევს ღრმად ქვევით საკუთარი კარისკენ . აკუილანის გადაცემას ასტორი ჭრის , რომელიც ფლანგზე მოქმედ არიაუდოს აწოდებს . მარკიზიო , რომელიც მეტოქის კარისკენ იმყოფება ამ ეპიზოდში , არ იწევს საკუთარი კარისკენ ქვევით , ის პრესინგს უკეთებს კალიარის საყრდენ ნახევარმცველ კონტის , რომ ამ უკანასკნელმა არ მიიღოს ბურთი .
შემდეგ ეპიზოდში , თქვენ ხედავთ , თუ როგორ , აგრესიულად მოქმედებს იუვენტუსი მაშინ , როდესაც კალიარის მცველები ერთმანეთზე ახორციელებდნენ გადაცემებს . საბოლოო ჯამში ტურინელები შეძლებენ ბურთის ხელში ჩაგდებას .
პირველი ტაიმი , რომელიც 1-0 დასრულდა იუვეს სასარგებლოდ , აჩვენებს პროგრესს ბიანკონერის თამაში , გასულ მატჩებთან შედარებით . გუნდი საკმაოდ კარგად თამაშობდა პასსში . თუმცა იყო ხარვეზები დაცვით ასპექტში , რადგან რიგ ეპიზოდებში აკუილანი და მარკიზიო ვერ ასწრებდნენ უკან ჩამოსვლას , მელო კი გაცილებით უკან მოქმედებდა და ამიტომ ნახევარდაცვა წყდებოდა ერთმანეთს . თუმცა , მიუხედავად სორენსენის შეცდომებისა , ყველაზე დიდ ხიფათს ბუფონის კართან , თავად ბუფონი წარმოადგენდა .
მეორე ტაიმის , პირველ 15 წუთში ჩვენ ვიხილეთ , საკმაოდ აგრესიული კალიარი , რომელმაც მიაჯაჭვა იუვე საკუთარ კარს . შედეგად , ტურინელები უშვებენ გოლს აკუაფრესკას დარტყმის შემდეგ .
შეტევა იბადება მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებით , რომელსაც ბონუჩი იგერიებს . ბურთის მისზდის პიზანოს , რომელიც კოსუს ნახულობს ღრმად ფლანგზე .
კოსუზე კრასიჩი გადის , მაგრამ ვერ ახერხებს ხელის შეშლას გადაცემის ეპიზოდში . ქვემოთ განლაგებულ დიაპაზონზე ხედავთ , რომ ბიანკონერის საჯარიმოში ფაქტიურად თანაბარი რაოდენობაა ორივე გუნდის ფეხბურთელების . თუმცა იუვეს მარცხენა მხარეს , სიტუაცია საგანგაშოა … კიელინის და მარტინეს სამი ფეხბურთელის წინააღმდეგ უწევთ მოქმედება . თავდაპირველად მარტინესი ასპარეზობს კარგად , როდესაც გადის აკუაფრესკაზე , მაგრამ იგი გაითიშა იმ ეპიზოდში , როდესაც კოსუ ჩაწოდებას აკეთებდა . შედეგად აკუაფრესკა იჭერს მარტინეს საპირისპირო მოძრაობაზე და გააქვს გოლი . დიაპაზონის გარდა შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო …
გაშვებული ბურთის შემდეგ , იუვენტუსი იღვიძებს და აუმჯობესებს ბურთის ცირკულაციას მოედნის ცენტრში . კალიარის შემტევითი მანევრება კი 0-ს უტლოდება . მარტინესის მოედნიდან გაყვანას და დელ პიეროს შემოყვანას , არ შეუცვლია ტაქტიკურ სქემა . სისოკოს მოედანზე გამოჩენის შემდეგ კი ეს ფორმაცია , იცვლება 4-4-2 – ით . მელო და მომო ცენტრში , ხოლო მარკიზიო და აკუილანი ფლანგებზე . უკვე კლაუდიოს შეცვლით ტონიზე .. სქემა ხდება 4-3-1-2 .. სისოკო და აკუილანი ფლანგებზე , დელ პიერო ტრეკუარტისტის პოზიციაზე . მას შემდეგ რაც მატრი იტანს ბურთს , იუვე უბრუნდება 4-3-3 … მატრი და დელ პიერო ფლანგებზე , ხოლო ტონი თავდასხმაში . მანამ სანამ გავიდოდა მეორე გოლი , იყო კიდევ ერთი კარგი თავური დარტყმა მატრისი … რომ ვნახოთ თუ რა შესძინეს იუვეს , ფორვარდებმა , იხილეთ შემდეგი ვიდეო …
მეორე გოლი იბადება , ტონის მაღალი სათამაშო კლასის გათვალისწინებით . ლუკა იგებს საჰაერო ბრძოლას და აწოდებს ბურთს მატრიზე , რომელიც თავის მხრივ აგზავნის მას საჯარიმოში კიელინის მიმართულებით … ჯორჯო კი უნდა აღინიშნოს არაჩვეულებრივად აბრუნებს მას მატრიზე … აღსანიშნავია აკუილანის ჩართვა შეტევაში , რომელმაც რიცხობრივი უპირატესობა გააჩინა და მიიპყრო არიაუდოს ყურადღება , შედეგად მატრი თავისუფალი პოზიციიდან ასრულებდა საგოლე შეტევას .
მესამე გოლი იბადება , ბარძალის აგრესიული თამაშით ნენეზე , რომელსაც ართმევს ბურთს და აწოდებს ტონის მიმართულებით .
შედეგი :
მთავარი სიურპრიზი იყო 4-4-2 იდან 4-3-3 ზე გადასვლა . ამ ცვლილებამ პოზიტიურად ითამაშა იუვეს ასპარეზობაში . შეტევა გაძლიერდა და ბურთი უფრო მეტად მეტოქის საჯარიმო მისადგომებთან იმყოფებოდა . თავად ფეხბურთელებმაც , უკეთესად იასპარეზეს ამ სქემაში . ტანდემი მელო – აკუილანი , რომელშიც ბრაზილიელი უფრო მეტად საკუთარი კარის სიახლოვეს მოქმედებდა , გაცილებით საიმედოს ხდიდა იუვეს ნახევარდაცვას … ამასთან ერთად ეს აძლევდა საშუალებას ორივე ფეხბურთელს , აერჩია შეტევის განვითარების რამდენიმე ვარიანტი . კრასიჩი და მარტინესი კი განთავისუფლებულნი არიან დაცვაში თამაშისგან , საერთოდაც ეს მათი ძლიერი მხარე არასოდეს ყოფილა . მარკიზიო ასპარეზობს , მშობლიურ პოზიციაზე და საკუთარ საქმეს ასრულებს 5-იანზე .
კიდევ ერთი სიახლე – კიელინი ფლანგზე . უკვე მეორე შეხვედრაა , საიმედოდ ასპარეზობს ცენტრალურ ზონაში ბარძალი . ჯორჯოს კი მარცხენა ფლანგზე შეაქვს სისწრაფე და ჩაწოდებები , რომელიც ასე აკლდა ამ პოზიციას . თავდასხმაში , ალესანდრო მატრის , ოთხი მომენტიდან გააქვს ორი გოლი , ავლენს რა საკმაოდ კარგ თვისებას , შეარჩიოს იდეალური პოზიცია მოედანზე . 5-იანი პლიუსით ტონის , საკუთარი 20 წუთისთვის .
სასიხარულოა რათქმაუნდა , რომ გუნდი არ დანებდა საშინელი იანვრის შემდეგ . იუვე მზადაა ბრძოლის გასაგრძელებლად . ფეხბურთელები თამაშიდან თამაშამდე კარგ ფიზიკურ ფორმაში შედიან . მალე ტრავმირებული ფეხბურთელებიც დაბრუნდებიან და დელ ნერის ექნება საშუალება მეტი მანევრი განახორციელოს . მატრიმ მკვეთრად გაზარდა თავდასხმის პოტენციალი გუნდში , გახადა რა ის საკმაოდ სახიფათო .
წყარო : uccellinodidelpiero.com
გაიხარე ძმა spasibo
არაფრის ;-)
datka mersisaideli ras nishnavs xom ar ici ?
Merseyside არის ადგილი ინგლისში (საგრაფოსაც ეძახიან თუ არ ვცდები) რომელიც რამოდენიმე ოლქოსგან შედგება და ლივერპული იქ ყველაზე დიდი ქალაქია მგონი, და მერსესაიდელი ლოგიკურად იქაური მაცხოვრებელი.
ბოდიშს გიხდით ტექნიკური პრობლემებისთვის .. რამდენიმე სტატია გაუთვალისწინებელი გარემოების გამო წაიშალა საიტიდან . სამწუხაროდ მათი აღდგენა შეუძლებელია … ხვალიდან ჩვუელ რეჟიმში გავაგრძელებთ უახლესი ნიუსების მოწოდებას
mersisaideli ras nishnavs? ვინმემ იცით ?
იყიდოს მერე ესეთ ჯმოტებს ჯობია უცხოელი იყოს და ფული არ დაინანოს იყიდოს ფეხბურთელები…… თან ეს თუ მოვიდა ალბათ მოჯის მოიყვანს და მოჯი ჭკვიანი კაცია ჭკვიანურად გამოიყენებს მაგ ფულს და ძალიან მალე შედეგიც იქნება…..
მაგრად არ მინდა ისე მოხდეს რომ იუვე ვინმე სხვამ იყიდოს და ანიელების არ იყოს, იმედია არც მოხდება ესე.
ახლანდელ კრიზისს რაც შეეხება ძალიან მალე დავძლევთ ამ კრიზისს.
არ მინდა იუვე მანჩესტერ სიტის დაემსგავსოს, ფულის ტომარას და ფეხბურთელები ყოველ კვირაში იცვალოს, ჩემი აზრით, იუვემ უახლოესი ტრანსფერი, უნდა გააკეთოს, გრიგერა და სალიჰამედიჩი გაყიდოს და ვინმე პერსპექტიული იტალიელი იყიდოს და იფიქროს, მეორე იტალიის ნაკრები გაკეთებაზე და ყველა ფეხბურთელი მინიმუმ 3 წლიანი კონტრაქტი ჰქონდეს და აკადემიაზე უნდა იფიქრონ და არა ნაყიდ ფეხბურთელებზე, (ნუ ეხა ჩემს გარდა მომავალში) :D :D
აუ რამდენი და მაქვს :D
xooo?esegi momavalshi shen gixilavt asnavnoishi?
შესაძლოა რაღაც აქციები მიყიდონ , მაგრამ საკონტროლო პაკეტს ტურინში იუვენტუსის არავინ მისცემს … მაგ დონეზე ნამდვილად არ უჭირს ელკანს რომ გუნდი გაყიდოს … რა სისულელეა :D
News Corporation -ის დამაარსებელია და იმედიც მაგის იყი (პატარკაციშვილის სიცოცხლის პოერიოდში რომ იყო ლაპარაკები არ გახსოვთ იმედს მერდოკი ყიდულობსო)
უდიდესი გავლენა აქვს მერდოკს და იუვეს ფანია (ცნობილი ამბავია) შესაბამისად ბევრი ფულის დამხარჯველიც იქნება ამ გუნდის აღზევებისთვის,. ჩემი აზრით მოჯის ხელი ურევია ამ საქმეს რატომღაც, იმიტომ რომ ერთმანეთთან საქმიანი შეხვედრები ქონდათ (იტალიური პრესა)
მაგან გავლენა ტეტჩერის დროს მოიპოვა როგორც სოციოლოგიიდან მახსოვს და ერთ დროს ჭორები იყო მუ-ს ყიდვაც უნდოდა
სად სწავლობ ? :)
კი მანჩესტერის ყიდვააზე ადრე იყო ლაპარაკები მაგრამგლეიზერებმა იყიდეს.. დიდი სურვილი მერდოქს არ ქონია იმიტომ რომ იუვეს ფანია., თან ეხლა რომა გაიყიდა და შემოვა დიდი ინვესტიციები იტალიაშიც რაც აამაღლებს იტალიური ფეხბურთის დონეს.
საღოლ დავით კარგია და როგორც ყოველთვის დიდი ინტერესით წავიკითხე.
ანიელი მერე, ანიელი ჯობია, უფრო ჩვენია და ეხა მაგის ახსნას აღარ დავიწყებ
ტუტოიუვეზე გაგიჟდებით ისეთი რაღაც წავიკითხე თურმე ვიღაც რუპერტ მუდროკი მილიარდელი აპირებს იუვეს შეძენას…. რომა შეუთავაზებიათ შეიძინეო მარა უთქვამს თუ ფეხბურთში წავალ მარტო იუვეს შევიძენო და აპირებს კიდეც თურმე……. გამოვშტერდი აღარ ვიცი გამიხარდეს თუ მეწყინოს.
ისე ეხლა წიკიპედოაზე შევედი იმის გასაგებად ვინ არისთქო და მეცამეტე ადგილზეა მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ხალხში
წიკიპედოაზეს მაგივრად ვიკიპედია უნდა დამეწერა
ინტერი —იუვე 0:2
imena tanga ki araa utrusikod unda gavushvet interi shemdeg turshi
datka
წინა საიტზე მწერალი ვიყავი ბრატ, იგივე სისტემაა?? თუ არადა სკაიპით ამიხსნის რომელიმე მწერლის შეწუხება მომიწევს, შე თუ იცი ვინ გამარკვევს მაგ სიტუაციაში??
იტოგში ძმა სტატუსი მოგეცი უკვე , ხოდა სანამ დაწერდე რამეს დარჯას დაუკავშირდი სკაიპით და აგიხსნის ყველაფერს gio-gio778
იმ საიტისგან განსხვავებულია თორე პრობლემა არ იქნებოდა : )
ჯიგარი ხარ ეხა ვნახავ დარჯას
როგორ მოხდა უნიჭომ ტაქტიკა შეცვალა
ნუ მე მომეწონა თამაშის ხარისხი, თუმცა დაცვას შეთამაშება აკლდა აშკარად … რაც მთავარია ამ სქემაში ბევრად უფრო სასარგებლოები არიან მარკიზიო და აკვილანი, მელოზე კი უკვე აღარ მაქვს ლაპარაკი – მხეცია … 