ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კალიარი 1-3 იუვენტუსი ( მატჩის ტაქტიკური ანალიზი )

გთავაზობთ , კალიარი – იუვენტუსის შეხვედრის ტაქტიკურ ანალიზს …

დელ ნერი აკვირვებს ყველას და გუნდი 4-3-3 განლაგებით გამოჰყავს . დონადონიც იგივე სქემით იწყებს მატჩს .

შედეგად , გუნდები სიმეტრიულად ასპარეზობენ შეტევაში .

მიუხედავად მსგავსებისა მოდულში , გუნდები შეტევაში სხვადასხვა სქემით ასპარეზობენ . კალიარი ძირითადათ უტევდა სწრაფ ტემპში და სწორხაზოვნად  . ამასთან ერთად , კოსუ და ლაცარი ძირითადათ ვინგერები უფრო არიან ვიდრე თავდამსხმელები და უპირატესობას ანიჭებდნენ ბურთის ფლანგზე მიღებას და უკვე ამ პოზიციიდან შეტევის წარმართვას . მაგალითად კოსუ , რომელიც უკიდურეს ფლანგზე ასპარეზობდა , ბურთის მიღების დროს სორენსენს აწუხებდა , რომელსაც თავის მხრივ დაცვით ფაზაში არ ეხმარებოდა კრასიჩი . ლაცარი კი სხვა სქემით მოქმედებდა … როდესაც იგი იღებდა თავის ფლანგზე ბურთს , მასთან ერთად ცენტრისკენ იწევდა .

იუვენტუსი უპირატესობას მოკლე პასებს ანიჭებდა , მაგრამ უარს არც ვერტიკალურ გადაცემებზე ამბობდა … სწორედ ამ უკანასკნელ ვარიანტს მოჰყვა მატრის პირველი გოლი . მოდით ანალიზი გავუკეთოთ იუვეს ასპარეზობას მოკლე პასებით .

მილოშ კრასიჩი ასპარეზობს ღრმა შეტევაში საკუთარ ფლანგზე , რომელსაც არ ეხმარება სორენსენი . მარტინესი კი თავისი მარცხენა ფლანგიდან მოძრაობდა , როგორც დიაგონალზე , ასევე ჰორიზონტალურად , რითაც საშუალებას აძლევდა მარკიზიოს და კიელინის ! ჩართულიყვნენ შეტევაში . მატრი როგორც სუფთა ფორვარდი ისე მოძრაობს ჰორიზონტალურად , რითაც ანთავისუფლებდა საჯარიმოს მისადგომებს , პერიოდულად კი იგი მეტოქესაც უსხლტებოდა ხელიდან . მელო მოძრაობს დაცვის წინ და ამასთან ერთად, იგი მუდმივ მოქმედებაშია და ეხსნება პარტნიორებს , რომ მიიღოს მათგან ბურთი და წარმართოს იერიში . ორი ნახევრად ვინგერიც , თავისებურად გადაადგილდებიან მინდორზე . აკუილანი ძირითადათ ჰორიზონტალურად მოქმედებდა , აძლევდა რა გუნდს საშუალებას მელოს ალტერნატივა გამხდარიყო შეტევის დასაწყებად .

მარკიზიო კი მუდმივ მოძრაობაშია , ის ცდილობდა შეექმნა სიღრმე მოედნის ცენტრში . კლაუდიო მეტოქის ნახევარმცველების ზურგს უკან იკავებდა პოზიციას … შევხედოთ შემდეგ დიაპაზონზე ამ ყველაფერს .

შემდეგ დიაპაზონზე , ბურთი დაცვის ხაზს აქვს , აკუილანი იწევს ქვევით მის მისაღებად , ხოლო მელო პირიქით , ზევით  ინაცვლებს

შემდეგ სერიაში , მელო ვერტიკალურ მოკლე პასს უკეთებს მატრის , აკუილანი რჩება დაცვაში და მარკიზიო სიღრმიდან უტევს … საბოლოოდ კი კლაუდიო გაცილებით უფრო ახლოს ჩნდება მეტოქის კართან ვიდრე მატრი

გასულ მატჩებთან შედარებით , კალიარისთან არჩეული ტაქტიკური სქემა , იუვეს გაცილებით მეტი მანევრის საშუალებას აძლევს თავდასხმაში . ფეხბურთელები კარგად ეხსნებიან ერთამენთს და გაცილებით მეტი არჩევანია შეტევის წარმართვის . შემდეგ დიაპაზონზე შევხედოთ , თუ როგორ განლაგდებიან იუვეს ნახევარმცველები მოედნის პერიმეტრზე ახალ სქემაში … 4-4-2 მოდულთან შედარებით , ეს სქემა ,  გაცილებით პროდუქტიულად და მრავალფეროვნად გამოიყურება შეტევის დასაწყებად .

ზედა დიაპაზონზე დაფიქსირებული განლაგება , ბურთს ,  უკეთესად გადაადგილების საშუალებას აძლევს . სინამდვილეში , ბონუჩი მარკიზიოს , აკუილანი – მელო – სორენსენის მოკლე პასები , ხელს უწყობს ბურთის სწრაფად მისვლას კრასიჩთან , რომელიც თავის მხრივ მატრიზე ცდილობდა შეტევის გაგრძელებას . მატრის მხრიდან ბურთის მიღება , კი აძლევდა საშუალებას მარკიზიოს შეტევაში ჩართულიყო , რომელიც თავის მხრივ უნთავისუფლებს მეტოქის ცენტრალური დაცვის ზონას მატრის , რადგან ასტორი უკვე კლაუდიოს მოქმედებების გამო ტოვებს საკუთარ ადგილს .

ბურთის დაკარგვის დროს , დელ ნერი უპირატესობას ანიჭებს , მაღლა აწეულ პრესინგს … პრინციპში ისევე როგორც სტატისტიკურ მომენტებშიც . შემდეგ დიაპაზონზე თქვენ დარწმუნდებით , რომ ბურთის დაკარგვის დროს იუვენტუსი არ იწევს ღრმად ქვევით საკუთარი კარისკენ . აკუილანის გადაცემას ასტორი ჭრის , რომელიც ფლანგზე მოქმედ არიაუდოს აწოდებს . მარკიზიო , რომელიც მეტოქის კარისკენ იმყოფება ამ ეპიზოდში , არ იწევს საკუთარი კარისკენ ქვევით , ის პრესინგს უკეთებს კალიარის საყრდენ ნახევარმცველ კონტის , რომ ამ უკანასკნელმა არ მიიღოს ბურთი .

შემდეგ ეპიზოდში , თქვენ ხედავთ , თუ როგორ ,  აგრესიულად მოქმედებს იუვენტუსი მაშინ , როდესაც კალიარის მცველები ერთმანეთზე ახორციელებდნენ გადაცემებს . საბოლოო ჯამში ტურინელები შეძლებენ ბურთის ხელში ჩაგდებას .

პირველი ტაიმი , რომელიც 1-0 დასრულდა იუვეს სასარგებლოდ , აჩვენებს პროგრესს ბიანკონერის თამაში , გასულ მატჩებთან შედარებით . გუნდი საკმაოდ კარგად თამაშობდა პასსში . თუმცა იყო ხარვეზები დაცვით ასპექტში , რადგან რიგ ეპიზოდებში აკუილანი და მარკიზიო ვერ ასწრებდნენ უკან ჩამოსვლას , მელო კი გაცილებით უკან მოქმედებდა და ამიტომ ნახევარდაცვა წყდებოდა ერთმანეთს . თუმცა , მიუხედავად სორენსენის შეცდომებისა , ყველაზე დიდ ხიფათს ბუფონის კართან , თავად ბუფონი წარმოადგენდა .

მეორე ტაიმის  ,  პირველ 15 წუთში ჩვენ ვიხილეთ , საკმაოდ აგრესიული კალიარი , რომელმაც მიაჯაჭვა იუვე საკუთარ კარს . შედეგად , ტურინელები უშვებენ გოლს აკუაფრესკას დარტყმის შემდეგ .

შეტევა იბადება მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებით , რომელსაც ბონუჩი იგერიებს . ბურთის მისზდის პიზანოს , რომელიც კოსუს ნახულობს ღრმად ფლანგზე .

კოსუზე კრასიჩი გადის , მაგრამ ვერ ახერხებს ხელის შეშლას გადაცემის ეპიზოდში . ქვემოთ განლაგებულ დიაპაზონზე ხედავთ , რომ ბიანკონერის საჯარიმოში ფაქტიურად თანაბარი რაოდენობაა ორივე გუნდის ფეხბურთელების . თუმცა იუვეს მარცხენა მხარეს , სიტუაცია საგანგაშოა … კიელინის და მარტინეს სამი ფეხბურთელის წინააღმდეგ უწევთ მოქმედება . თავდაპირველად მარტინესი ასპარეზობს კარგად , როდესაც გადის აკუაფრესკაზე , მაგრამ იგი გაითიშა იმ ეპიზოდში , როდესაც კოსუ ჩაწოდებას აკეთებდა . შედეგად აკუაფრესკა იჭერს მარტინეს საპირისპირო მოძრაობაზე და გააქვს გოლი . დიაპაზონის გარდა შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო …

გაშვებული ბურთის შემდეგ , იუვენტუსი იღვიძებს და აუმჯობესებს ბურთის ცირკულაციას მოედნის ცენტრში . კალიარის შემტევითი მანევრება კი 0-ს უტლოდება . მარტინესის მოედნიდან გაყვანას და დელ პიეროს შემოყვანას , არ შეუცვლია ტაქტიკურ სქემა . სისოკოს მოედანზე გამოჩენის შემდეგ კი ეს ფორმაცია , იცვლება 4-4-2 – ით . მელო და მომო ცენტრში , ხოლო მარკიზიო და აკუილანი ფლანგებზე . უკვე კლაუდიოს შეცვლით ტონიზე .. სქემა ხდება 4-3-1-2 .. სისოკო და აკუილანი ფლანგებზე , დელ პიერო ტრეკუარტისტის პოზიციაზე . მას შემდეგ რაც მატრი იტანს ბურთს , იუვე უბრუნდება 4-3-3 … მატრი და დელ პიერო ფლანგებზე , ხოლო ტონი თავდასხმაში . მანამ სანამ გავიდოდა მეორე გოლი , იყო კიდევ ერთი კარგი თავური დარტყმა მატრისი … რომ ვნახოთ თუ რა შესძინეს იუვეს , ფორვარდებმა , იხილეთ შემდეგი ვიდეო …

მეორე გოლი იბადება , ტონის მაღალი სათამაშო კლასის გათვალისწინებით . ლუკა იგებს საჰაერო ბრძოლას და აწოდებს ბურთს მატრიზე , რომელიც თავის მხრივ აგზავნის მას საჯარიმოში კიელინის მიმართულებით … ჯორჯო კი უნდა აღინიშნოს არაჩვეულებრივად აბრუნებს მას მატრიზე … აღსანიშნავია აკუილანის ჩართვა შეტევაში , რომელმაც რიცხობრივი უპირატესობა გააჩინა და მიიპყრო არიაუდოს ყურადღება , შედეგად მატრი თავისუფალი პოზიციიდან ასრულებდა საგოლე შეტევას .

მესამე გოლი იბადება , ბარძალის აგრესიული თამაშით ნენეზე , რომელსაც ართმევს ბურთს და აწოდებს ტონის მიმართულებით .

შედეგი :

მთავარი სიურპრიზი იყო 4-4-2 იდან 4-3-3 ზე გადასვლა . ამ ცვლილებამ პოზიტიურად ითამაშა იუვეს ასპარეზობაში . შეტევა გაძლიერდა და ბურთი უფრო მეტად მეტოქის საჯარიმო მისადგომებთან იმყოფებოდა . თავად ფეხბურთელებმაც , უკეთესად იასპარეზეს ამ სქემაში . ტანდემი მელო – აკუილანი , რომელშიც ბრაზილიელი უფრო მეტად საკუთარი კარის სიახლოვეს მოქმედებდა , გაცილებით საიმედოს ხდიდა იუვეს ნახევარდაცვას … ამასთან ერთად ეს აძლევდა საშუალებას ორივე ფეხბურთელს , აერჩია შეტევის განვითარების რამდენიმე ვარიანტი . კრასიჩი და მარტინესი კი განთავისუფლებულნი არიან დაცვაში თამაშისგან , საერთოდაც ეს მათი ძლიერი მხარე არასოდეს ყოფილა . მარკიზიო ასპარეზობს , მშობლიურ პოზიციაზე და საკუთარ საქმეს ასრულებს 5-იანზე .

კიდევ ერთი სიახლე – კიელინი ფლანგზე . უკვე მეორე შეხვედრაა , საიმედოდ ასპარეზობს ცენტრალურ ზონაში ბარძალი .  ჯორჯოს კი მარცხენა ფლანგზე შეაქვს სისწრაფე და ჩაწოდებები , რომელიც ასე აკლდა ამ პოზიციას . თავდასხმაში , ალესანდრო მატრის , ოთხი მომენტიდან გააქვს ორი გოლი , ავლენს რა საკმაოდ კარგ თვისებას , შეარჩიოს იდეალური პოზიცია მოედანზე . 5-იანი პლიუსით ტონის , საკუთარი 20 წუთისთვის .

სასიხარულოა რათქმაუნდა , რომ გუნდი არ დანებდა საშინელი იანვრის შემდეგ . იუვე მზადაა ბრძოლის გასაგრძელებლად . ფეხბურთელები თამაშიდან თამაშამდე კარგ ფიზიკურ ფორმაში შედიან . მალე ტრავმირებული ფეხბურთელებიც დაბრუნდებიან და დელ ნერის ექნება საშუალება მეტი მანევრი განახორციელოს . მატრიმ მკვეთრად გაზარდა თავდასხმის პოტენციალი გუნდში , გახადა რა ის საკმაოდ სახიფათო .

წყარო : uccellinodidelpiero.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

75 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Z u R a noniashvili
14 years ago

ინტერთან იუვემ თავი უნდა გაწიროს !ყველა საუკეთესო თვისება უნდა გამოავლინოს!ესე შესაძლებელია ინტერის დამარცხება!რაც მთავარია შეცდომები არ უნდა დაუშვან.წარმატებას ვუსურვებ იუვეს,ბიჭებო თქვენც და ჩემს თავსაც:)იუვეს გაუმარჯოს !!!!!!!

ნიკა ბერიძე

აი მომკალით და კიელინი არ მინდა მარცხენა ფლანგზე.
ტიპი იმენა მოწოდებით ცენტრალური მცველია.

არც სწრაფია, არც დრიბლინგი აქვს.
იმენა სტოპერია.

ეჰ, ერთი კარგი მარცხენა მცველი მოგვცა :შ

john
14 years ago

ინტერთან ჩემი აზრით აუცილებლად უნდა დადგეს ეტოომ გუშინ რიისეს არწყევინა

14 years ago

datka
მწერლის სტატუსი მომეცი კაცურად, ინგლისური მაგრად ვიცი და სტატიებს არ მოგაკლებთ

levan beglarishvili
14 years ago

ორად ორი კაცი გააჩერონ. სნეიდერი და ეტოო და შანსები გვაქვს, განსაკუთრებით სახიფათო ეტოოა იმიტომ რომ, ეგ მაკაკა ფლანგებიდან უტევს ძირითადად და ჩვენ საცოდავ ფლანგის მცველებს გააფარჩაკებს, ცენტრში სნეიდერს ნუ ჯერ აქუილანი დახვდება (ტუ დისკვალიფიკაცია არ მიცეს) მერე მელოს კედელია და ბოლოს ბონუჩი. დაცვაში ინტერს ცუდად აქვს საქმე, მოკლედ თუ სწორად მიუდგებიან არის მოგების შანსი. ხო კიდევ ერთი სორენსენის დაყენებას ისევ გრიგერა მირჩევნია, და იდგეს დაცვაში არავითარი შეტევა. ამ კრასიჩმა კიდე ისწავლოს მთელი ფლანგის გაკონტროლება.

14 years ago

შანსი არის და თანაც საკმაოდ დიდი… შეუძლია ამ იუვენტუსს ამ ინტერის დამარცხება თავისუფლად… სწორად შერჩევაა ტაქტიკის საჭირო… გეთანხმები, ჯობს რომ დაიწყოს გრიგერამ, ეგ უბრალოდ შეტევაში ვერ ერთვება, თორე მარტო დაცვას მიხედავს იმედია თუ არ დაავალებენ წინ წასვლას… აი ეს ის შემტხვევაა, როცა იუვემ უნდა მოიგოს შეტევის ხარჯზე და გაუშვებს ერთს, უნდა გაიტანოს ორი… (თორე ამ დაცვით გაუჭირდება აშკარად) პაცინიც კარგად შეეწყო გუნდს და ეტოო ხო არის და არის… დაცვაში ინტერეს პრობლემა აქვს და უნდა გამოვიყენოთ, 10 კაციანმა რომამ შეუყარა ბურთები…

14 years ago

ბუფონი – არ დგას ჯერ-ჯერობით მოწოდების სიმაღლეზე, როგორც ჩვევია…არაა საპრობლემო,დაუბრუნდება მალე ფორმას… სორენსენი – გამოუცდელია და შეცდომებს უშვებს…ისწავლის ნელ ნელა იმედია… (ეგ უფრო ცენტრალური მცველია). ბარძალი – მეორე თამაშის კვალობაზე უშეცდომო იყო… მოუმატებს, მაინც მსოფლიო ჩემპიონია… ბონუჩი – კარგია ზოგადად, მაგრამ არასტაბილურია… კიელინი – ბევრს შრომობს ფიზიკურად,მაგრამ სამწუხაროდ რა პოზიციაზეც არ უნდა ითამაშოს დაცვაში გოლი მისი ზონიდან გადის. (მისი ზონის კეტვაზე უფრო,სხვისი ზონების დაზღვევით არის დაკავებული). აკვილანი – მეტი შეუძლია შეტევაში, თუმცა დიდ სამუშაოს ასრულებს გუნდში… მელო – არ ჩანს მოედანზე,მაგრამ შავი სამუშაო მის კისერზეა და მარგი ქმედების კოეფიციენტი აქვს მაღალი… მარკიზიო – შავი სამუშაო და გადაადგილებები მოედანზე, ამავდროულად შეტევისთვისთვისაც… Read more »

ilia koreli
14 years ago
Reply to 

მსოფლიო ნაკრები გვყოლია და მაროტას რაღას ერჩი სასაცილოდ ქონია საქმე:mrgreen:

zuka kbiladze
14 years ago

მოვუგებთ ინტერს 2:0

14 years ago
Reply to  zuka kbiladze

2:0? თამაში არ ჩაგვიტარებია წელს მემგონი გოლი რომ არ გაგვეშვა და ინტერი ვერ გაგვიტანს? ერთადერთი ვარიანტი რატომაც ინტერი ვერ გაიტანს, არის ის რომ რომასთან ფაქტიურად ყველა გაიტანეს… 5 გოლი ერთი თამაშისთვის ინტერისთვისაც ბევრია… ხდება ეგეთი რამეები ფეხბურთში, ერთ დღეს ყველას იტან და მეორე დღეს იმენნა ბურთი არ შედის კარში… აი ეგ უნდა დაემართოდ, თორე ეტოო და პაცინი სწრაფები არიან და განსაკუთრებით გამოჩნდებიან ჩვენი დაცვის ფონზე… უბრალოდ ნახევარდაცვამ უნდა მოკლას თამაში…

14 years ago
Reply to  Dutch

მატრი პაცინიზე უკეთესად გადაადგილდება საჯარიმოში, ყოველთვის გახსნილია თითქმის, შეამჩნიე?

14 years ago
Reply to  Dutch

მოკლედ რო ვთქვათ გვეღირსა იმენა გამტანი ფორწარდი. ამ ნახევარში ერთი ათამდე გოლი რო შეაგდოს იმენნა დაგვხატავს

Gio Darja
14 years ago

tsotsora

რატო ნოგატომო..რომასთან არ დააყენა სასტავში და კრასიჩის წინააღმდეგ დააყენებს შენი აზრით ? ხავიერ ძანეტი დადგება რა თქმა უნდა..

14 years ago
Reply to  Gio Darja

ძანეტი დაბერდა და ვეგჰარ გაუდზლებს კრასიჩის სისწრაფეს ნაგამოტო კიდე ახალგაზრდაა და გამოუცდელი… კრასიჩისთვის ორივე სუსტი ვიზავია

john
14 years ago
Reply to  Gio Darja

ძანეტის წინა წელს რა უქნა მარკიზიომ თუ გახსოვთ? კრასიჩიც არ დააკლდებს უბრალოდ არ უნდა ეს ძალით ძირს დაწოლები და რაღაცეები

giorgi tsotsoria
14 years ago

გასახდელში :mrgreen:

giorgi tsotsoria
14 years ago

იმედია ნაგამოტო პირველი ტაიმის მერე შოკს ვერ გაუძლებს და ხარაკირის ჩაიტარებს

14 years ago

ისე ჩვენი მთავარი კოზირი მაინც თავდასხმა იქნება აბა წარმოიდგინეთ გორილა ტონი 1.60იანი ცორდობას წინააღმდეგ და მატრი რომელიც ნაკრებში გამოიძახეს და ეხლა აქვს დასამტკიცებელი პაცინიზე მეტად იმსახურებს თუ არა ნაკრებში თამაშს…. თან ნახევარდაცვა ჩვეულ ფორმაში ჩაგვიდგა და მაგრა შეუბერავენ ეგენი. დაცვას რაც შეეხება თუ პეპე გამოჯამრთელდა ეგ უნდა დააყენოს მარჯვნივ და მარჯვენა ფლანგს კრასიჩი პეპეს დუეტი აიკლებს

Gio Darja
14 years ago

მარჯვენა ფლანგზე ვინ ვის აჯობებს მართლა არავინ იცის, გროსოც, მოტაც და სორენსენიც ვერაფრით გამოირჩევიან..მე ყველას გრიგერა მირჩევნია, გამოცდილია და მეორეში მოტას შემოყვანა შეიძლება, როგორც მილანში ქნა ინტერთან თამაშზე..

ტონი – მატრის დუეტის დაყენება არ მინდა იმიტომ რომ მერე ჩაწოდებებზე წავა უაზრო თამაში, რის შემდეგაც გარემარბები და აკვილანი თამაშიდან გამოირთვება..უაზრობაა ეგ სტილი..

ინტერის დაცვას რაც შეეხება ეგენი ნაღდად არ წყვეტენ ვარსკვლავებს..მაიკონი წელს იგივე არ არის რაც შარშან იყო, ლუსიო შეიძლება არ იყოს, რანოკია გამოუცდელია და კორდობა ბებერი :D ძანეტის წინააღმდეგ კიდე მაგრად გაუჭირდება კრასიჩს..

giorgi tsotsoria
14 years ago

ოოხ ამ მაროტას ელამი დედა ვატირე თორე დელ ნერი გუნდს ათამაშებს ( ყოველ შემთხვევაში ლიგაზე ნაღდად გაიყვანდა)

პროსტა ხალხი არ გვყავს არავინ

დაცვაში უბრალოდ არავინ არაა

გრიგერას იმედით რო ვართ ყველა ბალერშიკები ეს მაგარი ღადავია

ანის იაპონელი გადმოათრიე ან რავიცი მე ვინმე პროსტა რო მოტას აჯობოს

და მოტაზე უკეთესი მემგონი არაა ძნელი მოსანახი

giorgi tsotsoria
14 years ago

აა ხო ტურინშია თამაში მაგრამ სხვათა შორის სახში იუვე უარესად თამაშობს ვიდრე გასვლაზე :mrgreen: :mrgreen:

და ისე მართლაც მთავარია ცენტრში მელომ სნეიდერი გააჩეროს და როგორმე დაცვას მიხედონ თორე ისევ ის რაღაც 10 წუთიანი ციებ ცხელებები თუ დაეწყოთ როგოც აქვთ ხოლმე ამ ბოლო ტურებში ინტერი ნაღდად არ გვაპატიებს

მოკლედ წესით 2 ივე გუნდი შეუტევს და გახსნილ თამაშში იუვე იმედია ათრევს

მატრიმაც არ უნდა მაზოს ხოლმე

Gio Darja
14 years ago

ინტერის ერთადერთი შეჩერება მართლა სნეიდერის მოყუჩებაა, რომელიც წინა თამაშში იმენა გამორთო მელომ, მაგის გარეშე ეტოო ვერაფერს ვერ თამაშობს..იმედია ბარძალი და ბონუჩი მიხედავენ პაცინის, კიელინიც დაეხმარებათ..

zura
14 years ago
Reply to  Dutch

ინტერის გაჩერების საუკეთესო ვარიანტი სნაიდერის გათიშვაა რომელიც აღარ ბრწყინავს შარშანდელივით..

Vecchia_Signora
14 years ago
Reply to  Dutch

მარჯვნივ მართლა მაგარი “დირკაა”. შეიძლებოდა სორენსენის დაყენება და ფიზიკურად ტაქტიკური ჯარიმების ხარჯზე (კრასიჩს რასაც უშვრებიან) ეტო’ოს გაჩერება, მაგრამ ყოველ სტანდარტზე დელ ნერის გული უჩერდება მგონი, ისე ცუდად ართმევს თავს დაცვა სტანდარტულ სიტუაციებს. გრიგერას დააყენებ და სისწაფეზე ისე მოატყუებს კამერუნელი, სემიჩკაზე გაუშვებს ჩვენს ზდენეკას…

დაველოდოთ, რას გადაწყვეტს თვითონ ლუიჯი!

zura
14 years ago

http://www.youtube.com/watch?v=UWT6J8y3res&feature=related ეს ლინკი ნახეთ ყველამ :D :D :D

14 years ago
Reply to  zura

:mrgreen: მაგარი ვიკაიფე – იმაზე უფრო ვიკაიფე პირიქით რო აუხდინა ბარსამ რეალს : DDD

giorgi tsotsoria
14 years ago

ხალხის დაბრუნებასთან ერთად იცვლება ტაკტიკაც იასნია

იგივე 4 3 3 პირველ ტაიმში გადასვლებით 4 5 1 ში დელ ნერიმ სამდორიასთანაც ცადა მაგრა,მ ედსონ არანტეს დორასიმენეტ ამაურის გამოუყენებლობის შედეგად ჩაფლავდა

ინტერთან მთავარი ყურადღება დაცვას უნდა მიექცეს

კიელინი რო ვთქვათ იდეალურ ფორმაშიათქო შეცდომაში შევალთ

მარჯვნივ სორენსენი ძალიან ახალგაზდაა პლიუს კრასიჩი საერთოდ არ ჩამოდის ქვევით

ალბათ ისევ 4 5 1 უნდა იყოს და მატრი წინ ფრე მილანში დღევანდელი იუვესთვის სამაოდ კარგი შედეგი იქნება

თუმცა მოგებაც შესაძლებელია

14 years ago

ისა დაა ტურინში რომ ვთამაშობთ არაუშავს? :mrgreen:

zura
14 years ago

აღარ გყავს დაცვაში აღარც ფერარა აღარც მონტერო აღარც წურამი და ზამბროტა…. და აღარც ჩამშლელები გყავს ტაკინარდის და დავიდსის ნაირი.. ასე რომ დაცვუდაბ თუ ვითამაშებთ უეჭველს დაგვარჭობენ!!! მითუმეტეს ინტერი.. ინტერი ყველაზე სუსტი რგოლი დღეს დღეობით დაცვის ხაზია, აი აქ უნდა დავაჭიროთ…!

14 years ago
Reply to  Dutch

ეტოს მხოლოდ კიელინი თუ შეაჩერებს. მაგრამ კალიარისთან მომეწონა სორენსენ ბარძალის დუეტი, შეიძლება ეგრე დაზღვევით თუ განეიტრალდეს. ინტერს არამგონია გაუჭირდეს მატრის შეჩერება, ისე ზოგადად გეტყვი რო იუვეს თამაში ერთი ფორვარდით არ გამოდის, ყველა შეტევა ნეიტრალდება ადვილად იმიტომ რომ მოწინააღმდეგის დაცვა კომპაქტურად რჩება და ზოლზე არ იბნევიან, ბრძოლა მოედნის შუაში იწევს და იქ მაღალ თავშეყრის დროს ჩვენი კრეატიულობა აბსოლიტური ნულია. მე ორივეს დავაყენებდი და ცენტრს დავიჭერდი.

14 years ago

ინტერთან მატჩი ფუნდამეტურია, არა მგონია კრასიჩი დაასვენოს.შეტევაში ნაღდად ტონის და მატრის ათამაშებს, ფლანგზეპეპეს დააყენებს. ალბათ პრობლემატური მარჯვენა ფლანგი იქნება და იქაც მოტა იქნება დარწმუნებული ვარ. ინტერი უნდა გადავადნოთ. კარგი მოტივაცია იქნება სეზონის ბოლომდე.

tsotne tsertsvadze
14 years ago

პრესინგი მეც დავინახე და გაამართლა, სამპდორიასთან მაგალითად ბურთს დაკარგავდნენ და 8 კაცი ცენტრის იქეთ გადადიოდა და მოწინააღმდეგეს ბურთის თავისუფლად გათამაშებას აძლევდნენ და ამით დრო იკარგება და სამპდორიაც დაცვაში ათამაშებდა ბურთს ამით თამაშის ტემპი ვარდებოდა და ჩვენც თავდასხმაში ვერ გადავდიოდით წესიერად.

zura
14 years ago

იდეალური სასტავი ჩემი აზრით ამ რესურსებით შემდეგია.. გრიგერა-ბარძალი-ბონუჩი-კიელინი.

სისოკო
აქუილანი მელო
მარკიზიო

მატრი
ტონი
ამ განლაგებაში ცვლილებების შეტანა თამაშოს დროს გაცილებით ადვილია ვიდრე 4-4-2 ის გადაწყობა რომელსაც 2 ზამენა ჭირდებამინიმუმ!!!

zura
14 years ago
Reply to  zura

სისოკოს შანსი ჭირდება…. მახსოვს მე მაგის თამაშI ლივერპულიდან ახალი გადმოსული რო იყო!!! იმენა გავარტყი ესიენს ისეთ ხოდში იყო!!!

14 years ago
Reply to  zura

წესითეგრე უნდა დააყენოს ხალხი და მერე თუ რამე მეორე ტაიმში კრასიჩი შემოვა სისოკოს მაგივრად და დელ პიერო ტონის ან მატრის მაგივრად უფრო ტონის მაგივრად იმიტომ რომ მაინც არ აღუდგენია ფორმა ჯერ

zura
14 years ago

საღოლ ჩუვაკ მაგარი სტატიაა! 4-3-3 ზე მეტად 4-5-1 ერქვა 1 ტაიმის განლაგებას.. სადაც მარტინესი იწეცდა ხშირად მეორე ფორვარდის პოზიციაზე შედეგად ფრთაზე ანთავისუფლებდა ზონას კიელინისთვის და ცენტრში ქმნიდა დამატებით სივრცეს მარკიზიოსთვის!! ზოგმა მარტინესი რას აკეთებსო??? არადა ტაქტიკურად მარტინესი მაგარი დატვირთული იყო 1 ტაიმში!! მართალია ამით ვერაფერი შექმნა მაგრამ სამუშაო მართლა დიდი გასწია! და დელ ნერიმ როგორც იქნა გაახილა თვალი და პირველად დავინახეთ გუშინ რომ გამოიყენა ფეხბურთელის ძლიერი მხარე!1 ანუ მარტინესის გაუთავებელი არაფრის მომტანი გადაადგილებები (ყველა თამაშში რაც აქვს მარტინესს ესააა მოძრაობა) გამოიყენა მიზანმიმართულად ჯიჯიმ! 1 ტაიმი მართლა გუნდი თამაშობდა!! დასაფიქრებელი და საგანგაშო რაცაა ამ ეტაპზე ესაა დაცვა!! რომელიც გატანილი გოლის შემდეგ… Read more »

zura
14 years ago
Reply to  Dutch

დამავიწყდა 1 პატარა ფორვარდი რო გვყავს რა ქვია.. ხოო არაფერი შემარჩინო!! დამჩაგრე ხოო დამჩაგრე.. (გავაგრძელო ეს??) :D

zura
14 years ago
Reply to  zura

მომავალ თამაშში ინტერთან ტონი მატრის დუეტი იქნება უეჭველი! და კიდე ეს კრასიჩი დაასვენოს უნდა. პეპე ხოდშია ეგ და მარტინესი ათამაშოს. მარჯვენა ფლანგზე კიდე ჩვენ შემთხვევაში 2 ვეს გრიგერა ჯობია კიდე! წინ ვერ მიდის მაგრამ საჯარიმოსთან გამოცდილების ხარჯზე გაცილებით საიმედოა ვიდრე თინეიჯერი და მოტა.

Vecchia_Signora
14 years ago

გროსოსთან შედარებით, რა თქმა უნდა, ჰოლივუდის ვარსკვლავი იყო ჯორჯო მარცხნივ, თუმცა იგი მაინც ცენტრში უნდა იყოს რა… დე ჩელიეს დაბრუნება გამოასწორებს სიტუაციას. არც ეგ წყვეტს ციდან ვარსკვლავებს, თუმცა ცოცხალი და სწრაფია, “პადაჩასაც” არა უშავს და დღეს მაგრად აკლია გუნდს. მარჯვნივ – არცერთი უქნია ღმერთს :-|

| Newsphere by AF themes.
75
0
Would love your thoughts, please comment.x