ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსისა” და “ინტერის” დაპირისპირების შესახებ

საფეხბურთო სამყარო მსოფლიოს იტალიის დერბისთვის ემზადება.საუბარი ტურინის “იუვენტუსისა” და მილანის “ინტერის” დაპირისპირებაზეა, ფაქტიურად იტალიელი “მოსისხლე მტრების” დუელზე.ტურინში გამართული შეხვედრებიდან 53 – ჯერ იუვენტუსმა იმარჯვა, 10 – ჯერ ინტერმა, 14 – ჯერ კი საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა.გოლების მხრივაც უპირატესობა ბებერი ქალბატონის მხარესაა, 139 – 61.ტრადიციულად, საკუთარ მოედანზე შავ-თეთრები ადვილად უმკლავდებოდნენ ნერიაძურის, მაგრამ ეს მხოლოდ კალჩიოპოლიმდე, მერე ყველაფერი შეიცვალა…

2006 წლის შემდეგ ყველაზე საშინელ მატჩად “ინტერის” გულშემატკივრებს სწორედ შარშანდელი კოშმარი გაახსენდებათ, კოშმარი კლაუდიო მარკიზიოს შესრულებით.ახალგაზრდა იტალიელი იტალიის დერბიში ხვალაც მიიღებს მონაწილეობას, იგი ლუიჯი დელ ნერის გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია.დაცვაში ხვალ ლეონარდო ბონუჩი, ანდრეა ბარძალი და ფრედრიკ სორენსენი ითამაშებენ, მის მეორასე შეხვედრას ბებერი ქალბატონის მაისურით ამჯერად მარცხენა განაპირა მცველის პოზიციაზე ჩაატარებს ჯორჯო კიელინი.კარს ჯიჯი ბუფონი დაიცავს, წინ მატრის დელ პიეროს ნაცვლად ლუკა ტონი დაუწყვილდება.საკითხავია ისიც, მოუწევს თუ არა მომო სისოკოს მოედანზე გამოსვლა, მალელისთვის ბიანკონერების მაისურით ეს მეასე მატჩია.საკუთარი კოზირები ჰყავს ლეონარდოსაც.უპირველეს ყოვლისა ხავიერ ძანეტი, რომელიც სავარაუდოდ მარცხენა ფლანგზე ითამაშებს, სნეიდერი – ეტო’ოსა და პაცინის უკან.

სავარაუდო შემადგენლობები

“იუვენტუსი” ( 4-4-2 )

ბუფონი; სორენსენი, ბარძალი, ბონუჩი, კიელინი; კრასიჩი, მელო, აკვილანი, მარკიზიო; მატრი, ტონი

სათადარიგოთა სკამზე : სტორარი, მოტა, გრიგერა, გროსო, პეპე, სისოკო, მარტინესი, დელ პიერო, იაკინტა

დისკვალიფიცირებულები : არ ჰყავს

ტრავმირებულები : რინაუდო, დე ჩელიე, ტრაორე, კვალიარელა

მწვრთნელი : ლუიჯი დელ ნერი

“ინტერი” ( 4-3-1-2 )

ჟულიო სეზარი; მაიკონი, რანოკია, კორდობა, ძანეტი; ხარჯა, ტიაგო მოტა, კამბიასო, სნეიდერი; პაცინი, ეტო’ო

სათადარიგოთა სკამზე : კასტელაცი, მატერაცი, ნოგატომო, ნატალინო, ობი, კოუტინიო, პანდევი, ალიბეჩი

დისკვალიფიცირებული : კრისტიან კივუ

ტრავმირებულები : ლუსიო, სტანკოვიჩი, სამუელი, მარიგა, მილიტო

მწვრთნელი : ლეონარდო

წყარო : Tuttojuve

10 thoughts on ““იუვენტუსისა” და “ინტერის” დაპირისპირების შესახებ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.