ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ეს ოლიმპიკოა – აქ ჩვენ ვმეფობთ…

სრულიადში…

საათები, წუთები, წამები…იუვენტუსისთვის სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი.ამჯერად, ჩვენს წინააღმდეგ ნამდვილი მტერია, დიახ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, მტერი! გუნდი, რომელმაც 2006 წელს, იუვენტუსის ნათელი მომავალი შავი ფერით გააფერადა, დღეს დიადი მატჩი გველის, ბრძოლა…ბრძოლაზე მეტი…

ამ დროს ძნელია ერთი უბრალო ფავორიტი გამოჰყო, მაგრამ ბევრი ინტერს ასახელებს, მხოლოდ იმიტომ, რომ ლეონარდოს გუნდი ბოლო 10 შეხვედრიდან ცხრას იგებს, მხოლოდ იმიტომ, რომ ნერიაძურის სნეიდერი ჰყავს, შესანიშნავ ფორმაში მყოფი სნეიდერი, ან ეტო’ო, რომელმაც უკვე 15 გოლი გაიტანა, ან პაცინი, რომელმაც პალერმოს მარტო მოუგო წაგებული მატჩი – მაგრამ…მაგრამ მათ წინააღმდეგ იუვენტუსია და არა მასიმო მორატის მოსყიდული რომელიმე აუთსაიდერი.

როცა ტურინში, ოლიმპიკოზე, იუვენტუსის წინააღმდეგ სათამაშოდ ჩადიხარ, ალბათ გამარჯვებაზე ფიქრობ, მითუმეტეს მაშინ, როცა ინტერი გქვია.საინტერესოა, მარკო მატერაცი გამარჯვებაზე ოცნებობს თუ მოედანზე შესვლაზე, იუვეს ფანებისთვის ორი აზრი არაა, მეორე უკეთესი ვარიანტია.მოკლედ, თავი მივანებოთ ხუმრობასა და მატერაცის.3 საათი და წუთები იტალიის დერბიმდე, იუვენტუსისა და ინტერის ბრძოლამდე.

ჰო, ზევით დასახელდა ინტერის ვარსკვლავები, იგივეს გაკეთებას იუვეს მაგალითზე არ ვაპირებ, ერთადერთი მიზეზის გამო – ეს იუვენტუსია.ეს იტალიის ყველაზე ტიტულოვანი კლუბია, ის გუნდი, რომელსაც აპენინებზე ყველაზე მეტი გულშემატკივარი ჰყავს.რაც არ უნდა ცუდ ფორმაში იყოს ეს გუნდი, ინტერს მაინც არაფერს დაუთმობს და მილანური დროებითი “გრანდისთვის” ის მაინც უხერხულ მეტოქედ დარჩება.ამის კარგი მაგალითი გასული წელია, როცა განადგურებულმა, მრავალგზის დამარცხებულმა იუვენტუსმა ბეჭებზე გააკრა ინტერის ვარსკლავებიც, მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელიც და მისი პატივცემული პრეზიდენტიც – სახელსა და გვარს არ დავასახელებ.

“იუვენტუსი”, ეს გამარჯვებაა და გამარჯვება – შესაბამისად იუვენტუსთანაა პირდაპირ კავშირში.დღეს, 13 თებერვალს, სტადიო ოლიმპიკო მთლიანად შავ-თეთრი ფერებით მოირთვება და ყველანი ერთხმად იმღებენ იუვეს ჰიმნს.როცა გუნდში დელ პიერო, ბუფონი და კიელინი თამაშობენ, დაიჯერეთ, დონ ლეონარდო – აქ სტუმრობაზე არავინ ოცნებობს.

ეს იუვენტუსია და სადაც ჩვენ ვართ – იქ სხვა ვერასდროს იქნება.


ეს ოლიმპიკოა და აქ ჩვენ ვმეფობთ…Forza Juve…

სტატია ეძღვნება ninia-juve – ს.



0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

79 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
levan beglarishvili
14 years ago

საღოლ კარგია !

14 years ago

magrad davimuxte sagol dzma ert erti kvelaze kai statia rac am saitze wamikitxavs. 5+

zuka kbiladze
14 years ago

forzaaaaaaaaaaa juveeeeeeeeeeeee

Vaxooo
14 years ago

გიო შენ გენაცვალე! აი ეგეთი შემართებით უნდა ვებრძოლოთ საზიზღარ პრინტერს… Forza Juve & Inter Merda !!!

zuka kbiladze
14 years ago
Reply to  Vaxooo

inter merda რას ნიშნავს?

barona
14 years ago

აუ დგეს რაგაც ნიჩია მგონია იმედია ვცდებიი…ალბატ 2-2 დამტავრდება მეორე გოლს დელპო გაიტანს ერტიც მატრი….ერტი ნიჩია დაჯდა ბარი ჯენოა და რატომგაც ერტი ნიჩიით არ დამტავრდება ტური…:twisted:

marchisio8
14 years ago
Reply to  barona

ეგ მეც ვიფიქრე მარა მოდი ერთიანზე ვიფიქროთ მაინც

14 years ago

1 საათიც და დაიწყება უმნიშვნელოვანესი თამაში

FORZAAAAAAAAAAAAAA FORZAAAAAAAAAAAAAAAAA JUVEEEEEEEEEEEEEEEEEEEE

juventino3969
14 years ago

ვინჩი პერ ნოი, ალდილადე იუვენტუუუუს!

marchisio8
14 years ago
Reply to  juventino3969

ეხლა ქართულად ჩვენც გვასწავლე :mrgreen:

juventino3969
14 years ago
Reply to  marchisio8

სამწუხაროდ მე ის პედაგოგი არ ვარ შენ რომ გჭირდება მეგობარო.

marchisio8
14 years ago
Reply to  juventino3969

ხო მარა ხო შეგიძლია ქართულად მითხრა რო ვიცოდე მეც სტადიონზე რო მოვხვდე ფორცაიუვე.ჯე ს სახელით ვიყვირებ :mrgreen:

nika sixarulidze
14 years ago

წიიიიიიიიიიინ
juventussssssss

| Newsphere by AF themes.
79
0
Would love your thoughts, please comment.x