ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ეს ოლიმპიკოა – აქ ჩვენ ვმეფობთ…

სრულიადში…

საათები, წუთები, წამები…იუვენტუსისთვის სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი.ამჯერად, ჩვენს წინააღმდეგ ნამდვილი მტერია, დიახ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, მტერი! გუნდი, რომელმაც 2006 წელს, იუვენტუსის ნათელი მომავალი შავი ფერით გააფერადა, დღეს დიადი მატჩი გველის, ბრძოლა…ბრძოლაზე მეტი…

ამ დროს ძნელია ერთი უბრალო ფავორიტი გამოჰყო, მაგრამ ბევრი ინტერს ასახელებს, მხოლოდ იმიტომ, რომ ლეონარდოს გუნდი ბოლო 10 შეხვედრიდან ცხრას იგებს, მხოლოდ იმიტომ, რომ ნერიაძურის სნეიდერი ჰყავს, შესანიშნავ ფორმაში მყოფი სნეიდერი, ან ეტო’ო, რომელმაც უკვე 15 გოლი გაიტანა, ან პაცინი, რომელმაც პალერმოს მარტო მოუგო წაგებული მატჩი – მაგრამ…მაგრამ მათ წინააღმდეგ იუვენტუსია და არა მასიმო მორატის მოსყიდული რომელიმე აუთსაიდერი.

როცა ტურინში, ოლიმპიკოზე, იუვენტუსის წინააღმდეგ სათამაშოდ ჩადიხარ, ალბათ გამარჯვებაზე ფიქრობ, მითუმეტეს მაშინ, როცა ინტერი გქვია.საინტერესოა, მარკო მატერაცი გამარჯვებაზე ოცნებობს თუ მოედანზე შესვლაზე, იუვეს ფანებისთვის ორი აზრი არაა, მეორე უკეთესი ვარიანტია.მოკლედ, თავი მივანებოთ ხუმრობასა და მატერაცის.3 საათი და წუთები იტალიის დერბიმდე, იუვენტუსისა და ინტერის ბრძოლამდე.

ჰო, ზევით დასახელდა ინტერის ვარსკვლავები, იგივეს გაკეთებას იუვეს მაგალითზე არ ვაპირებ, ერთადერთი მიზეზის გამო – ეს იუვენტუსია.ეს იტალიის ყველაზე ტიტულოვანი კლუბია, ის გუნდი, რომელსაც აპენინებზე ყველაზე მეტი გულშემატკივარი ჰყავს.რაც არ უნდა ცუდ ფორმაში იყოს ეს გუნდი, ინტერს მაინც არაფერს დაუთმობს და მილანური დროებითი “გრანდისთვის” ის მაინც უხერხულ მეტოქედ დარჩება.ამის კარგი მაგალითი გასული წელია, როცა განადგურებულმა, მრავალგზის დამარცხებულმა იუვენტუსმა ბეჭებზე გააკრა ინტერის ვარსკლავებიც, მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელიც და მისი პატივცემული პრეზიდენტიც – სახელსა და გვარს არ დავასახელებ.

“იუვენტუსი”, ეს გამარჯვებაა და გამარჯვება – შესაბამისად იუვენტუსთანაა პირდაპირ კავშირში.დღეს, 13 თებერვალს, სტადიო ოლიმპიკო მთლიანად შავ-თეთრი ფერებით მოირთვება და ყველანი ერთხმად იმღებენ იუვეს ჰიმნს.როცა გუნდში დელ პიერო, ბუფონი და კიელინი თამაშობენ, დაიჯერეთ, დონ ლეონარდო – აქ სტუმრობაზე არავინ ოცნებობს.

ეს იუვენტუსია და სადაც ჩვენ ვართ – იქ სხვა ვერასდროს იქნება.


ეს ოლიმპიკოა და აქ ჩვენ ვმეფობთ…Forza Juve…

სტატია ეძღვნება ninia-juve – ს.



0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

79 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Z u R a noniashvili
14 years ago

ეს ოლიმპიკოა და აქ ჩვენ ვმეფობთ…

Z u R a noniashvili
14 years ago

აუ მაგარია ტო საღოლ.გამაჟრიალა რა :)

Juventus_10
14 years ago

ფორზაააააააააა იუვეეეეეეეეეეეეეეე ბიჭებო ხმის ჩახლეჩვამდეეეეეე ჰარიპოტერს (მორატის) წნევა უნდა დავმართოთ ისეთი რო 033 ვეღარ უშველოსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსს ფორზააააააააააააააააა იუვეეეეეეეეეეეეეეეეეეე ცოტაც და დაიწყება არ დავიწყებააა იმედია კარგი განწყობითვე თამაშის მერე განვაგრძობთ კომენტარების წერას ფორზა იუვე კიდევ ერთხელ

ლაშა ცხვარაძე
Reply to  Juventus_10

ისეთი უნდა დავმართოტ რომ შენი თქმის არ იყოს მორატის წნევა 400 500 ჰქონდეს

ilia koreli
14 years ago

მაგარი სტატიაა, გაიხარეეეეე… ეს ყველა იუვენტინოსსსსსსსსს

http://www.youtube.com/watch?v=Ktpbrf7EIoQ

Goga Mamporia !
14 years ago

ბრატციი მოგება მომელოცოს საღოლ დარჯა მაგარი სტატიაა შენ Gენაცვალე მე :D

giorgi tsotsoria
14 years ago

პრინტერი უნდა ვათრიოთ იცოდნენ თავისი ადგილი ნეუდაჩნიკებმა

tsotne tsertsvadze
14 years ago

აუ როგორ შეგვმართე დარჯა საღო.

ეს იუვეს ფეხბურთელებმაც წაიკითხოს ახლა არ აწყენდათ.

marchisio8
14 years ago

ავოიეეეეეეე ფორცააა იუუვეეეეეეეეეეე !

p_nedved
14 years ago

გაიხარე ნინი იუვე კარგი სტატიაა. დღეს მორატის სისხლი გაიყინება და ვეღარასოდეს გადნება,იმიტომ რომ კიელინი, ბუფონი და დელპიერო დალევს მის სისხლს.

dito chanturia
14 years ago

sg darja magari statiaa dzmaaa……… dges uechveli unda davamxot morati da inetri dgeidan axali istoria unda daiweros da yvelaferi tavis adgils daubrundes im adgils rogoric iyo 2006 wlamdeee…midi iuve miaweqi dges shni dgeaaa

14 years ago

საღოლ ავტორ, მაგარი სტატიააა

Juvent1no
14 years ago

რა კარგი იქნება რო ერთად ყურება შეგვეძლოს რა მაგარი იქნებოდა წარმოიდგინეთ ისე მომავალ სეზონში თუ ლიგაზეც გავედით კარგი იქნება ამაზე ვიზრუნოთ.

ninia-juve
14 years ago
Reply to  Gio Darja

:) :):):)))) მადლობა:*

14 years ago

დღეს უდიდესი დღეა, დღეს მე პირადად სტადიონზე რომ ვიყო, ფეხებს მოვაჭამდი, ადგილზე დავმარხავდი სნეიდერს თუ ეტოოს და ბუფონს არ დავანახებდი არც ერთს, იმეწდია ბიანკონერბიც ამას აპირებე, დღეს მთელ ხმაზე უნდა ვუბალეშიკო, მთელ თბილისს არ დავაძინებ, პირველ გოლს რომ გავიტანთ, გავარდები გარეთ და აეეეეეე მეზობლებო გამოდით ინტერს ……………………………………………….. აეეეე ერთი სული მაქვს, ალბათ მონიტორში შევხტები, აი რა ვიცი ჩემი ოცნებაა, ამ გუნდთან იუვეს მაისურით ვითამ,აშო, ოოოოხ მორატის ჯინში უნდა ამოვიდე
JUVE!!! JUVE!!! JUVE!!! JUVE!!!

marchisio8
14 years ago
Reply to 

აუუუ ეს ისეთი იგრააა ყველაფერს შევძლებდი და ეტოოს არ გავახარებდი :X :D:D

vaska
14 years ago

dzemo cotac da iwyeba tavdaviwyeba :d

zuka kbiladze
14 years ago

დაგერხაააააა მორატიიიიიიი

lasha naxucrishvili
14 years ago

აეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე ავხევთ შუაზე მაგათი
ეს 3 დღეა ეს თამაში მიტრიალებს ტვინში :D
ვეღარ ვითმენ რა ნელა გადის დრო :D
ეტოო პაცინი და ის თავ ტლოპინა ჰოლანდიელი მიხვდებით ვინც თამაშს უნდა გამოვთიშოთ. ფელიპე მელო და აკუილანი გახეთქავენ ცემით !!!!
მიდი იუვე უჩვენე მაგ მენაგვეებს ვინაა სერია ას მრისხანება !!!!!!!!!!!

shako bokhashvili
14 years ago

არა რაა არ უნდა წამეკითხა ეს სტატია. ეხლა ისეთ ხასიათზე მოვედი რო ვალაგებ და ტურინში მივდივარ. forza juveeeeeeee

gocha khalvashi
14 years ago

გამომიარე ბრატ და ბათუმის გავლით წავიდეთ… :-D

john
14 years ago

ძაან მაგარი სტატიაა http://www.youtube.com/watch?v=FVRCynKsni8&feature=related ეს ვიდეო ჩაამატე და უფრო მგრძნობიარე გახდება :)

ninia-juve
14 years ago

“ეს ოლიმპიკოა – აქ ჩვენ ვმეფობთ…” გენაცვალე დარჯა, გაიხარე:) ვაიმე, როგორ გამახარებს დრეს იუვე:) მიყვარხართ ბიანკონერებო:*:*:*

marchisio8
14 years ago
Reply to  ninia-juve

vaaa juves mandilosnebic shemoemataaa :X gaixaree niniaa

ninia-juve
14 years ago
Reply to  marchisio8

ჰო მაგრამ ისე უკვე კარგა ხანია აქ ვარ, ახალი არა ვარ, სტაჟიანი გულშემატკივარი ვარ:) რამდენი ვარ ვარ გამომივიდა:)

gocha khalvashi
14 years ago

რა მებრძოლი სულისკვეთებაა…. გაიხარე ძმა….
forza juve…………………!!!!!!!!!!!!!!!!
ასეთი ფანები არცერთ კლუბს არ ყავს მთელ მსოფლიოში….!!!! გენაცვალეთ ხალხო…

vako-10
14 years ago

დღე ინტერს უგებთ და გადავდივართ 6 ადგილზე

iosi shalolashvili
14 years ago

1961 ინტერს 9-1 მოვუგეთ :-D

| Newsphere by AF themes.
79
0
Would love your thoughts, please comment.x