ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ეს ოლიმპიკოა – აქ ჩვენ ვმეფობთ…

სრულიადში…

საათები, წუთები, წამები…იუვენტუსისთვის სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი.ამჯერად, ჩვენს წინააღმდეგ ნამდვილი მტერია, დიახ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, მტერი! გუნდი, რომელმაც 2006 წელს, იუვენტუსის ნათელი მომავალი შავი ფერით გააფერადა, დღეს დიადი მატჩი გველის, ბრძოლა…ბრძოლაზე მეტი…

ამ დროს ძნელია ერთი უბრალო ფავორიტი გამოჰყო, მაგრამ ბევრი ინტერს ასახელებს, მხოლოდ იმიტომ, რომ ლეონარდოს გუნდი ბოლო 10 შეხვედრიდან ცხრას იგებს, მხოლოდ იმიტომ, რომ ნერიაძურის სნეიდერი ჰყავს, შესანიშნავ ფორმაში მყოფი სნეიდერი, ან ეტო’ო, რომელმაც უკვე 15 გოლი გაიტანა, ან პაცინი, რომელმაც პალერმოს მარტო მოუგო წაგებული მატჩი – მაგრამ…მაგრამ მათ წინააღმდეგ იუვენტუსია და არა მასიმო მორატის მოსყიდული რომელიმე აუთსაიდერი.

როცა ტურინში, ოლიმპიკოზე, იუვენტუსის წინააღმდეგ სათამაშოდ ჩადიხარ, ალბათ გამარჯვებაზე ფიქრობ, მითუმეტეს მაშინ, როცა ინტერი გქვია.საინტერესოა, მარკო მატერაცი გამარჯვებაზე ოცნებობს თუ მოედანზე შესვლაზე, იუვეს ფანებისთვის ორი აზრი არაა, მეორე უკეთესი ვარიანტია.მოკლედ, თავი მივანებოთ ხუმრობასა და მატერაცის.3 საათი და წუთები იტალიის დერბიმდე, იუვენტუსისა და ინტერის ბრძოლამდე.

ჰო, ზევით დასახელდა ინტერის ვარსკვლავები, იგივეს გაკეთებას იუვეს მაგალითზე არ ვაპირებ, ერთადერთი მიზეზის გამო – ეს იუვენტუსია.ეს იტალიის ყველაზე ტიტულოვანი კლუბია, ის გუნდი, რომელსაც აპენინებზე ყველაზე მეტი გულშემატკივარი ჰყავს.რაც არ უნდა ცუდ ფორმაში იყოს ეს გუნდი, ინტერს მაინც არაფერს დაუთმობს და მილანური დროებითი “გრანდისთვის” ის მაინც უხერხულ მეტოქედ დარჩება.ამის კარგი მაგალითი გასული წელია, როცა განადგურებულმა, მრავალგზის დამარცხებულმა იუვენტუსმა ბეჭებზე გააკრა ინტერის ვარსკლავებიც, მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელიც და მისი პატივცემული პრეზიდენტიც – სახელსა და გვარს არ დავასახელებ.

“იუვენტუსი”, ეს გამარჯვებაა და გამარჯვება – შესაბამისად იუვენტუსთანაა პირდაპირ კავშირში.დღეს, 13 თებერვალს, სტადიო ოლიმპიკო მთლიანად შავ-თეთრი ფერებით მოირთვება და ყველანი ერთხმად იმღებენ იუვეს ჰიმნს.როცა გუნდში დელ პიერო, ბუფონი და კიელინი თამაშობენ, დაიჯერეთ, დონ ლეონარდო – აქ სტუმრობაზე არავინ ოცნებობს.

ეს იუვენტუსია და სადაც ჩვენ ვართ – იქ სხვა ვერასდროს იქნება.


ეს ოლიმპიკოა და აქ ჩვენ ვმეფობთ…Forza Juve…

სტატია ეძღვნება ninia-juve – ს.



79 thoughts on “ეს ოლიმპიკოა – აქ ჩვენ ვმეფობთ…

  1. აუ დგეს რაგაც ნიჩია მგონია იმედია ვცდებიი…ალბატ 2-2 დამტავრდება მეორე გოლს დელპო გაიტანს ერტიც მატრი….ერტი ნიჩია დაჯდა ბარი ჯენოა და რატომგაც ერტი ნიჩიით არ დამტავრდება ტური…:twisted:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.