ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლეჩე 2-0 იუვენტუსი ( მატჩის ტაქტიკური ანალიზი )

გთავაზობთ , ლეჩე – იუვენტუსის შეხვედრის ტაქტიკურ ანალიზს…

ლეჩეში განცდილმა მარცხმა  , იუვენტუსი 7 ქულით ჩამოაშორა ჩემპიონთა ლიგის ზონას . საერთოდაც , ასეთი თამაშით ჯობია ჩემპიონთა ლიგაზეც არ იფიქრონ . ეს ტაქტიკური ანალიზი განსხვავებული იქნება წინამორბედებისგან . ფეხბურთში წარმატების მისაღწევად , მარტო ტაქტიკა არ არის საკმარისი . ის დამოკიდებულია შემსრულებლებზე , სამწვრთნელო შტაბზე , ხელმძღვანელობაზე და ასე შემდეგ .  შედეგზე დიდ ზეგავლენას ახდენენ ფეხბურთელები , რომლებიც კონკრეტულ სათამაშო ეპიზოდში იდეალურ გადაწყვეტილებას მიიღებენ . ლეჩესთან განცდილი მარცხის ასახსნელად , მარტო ტაქტიკური გარჩევა არ არის საკმარისი , რადგან მთავარმა მიზეზმა შესაძლოა უფრო შორს წაგვიყვანოს . ამიტომ ეს არ იქნება ვრცელი მიმოხილვა , მაგრამ ნათლად აჩვენებს მარცხის მიზეზს .

დავიწყოთ 29 წუთით , როდესაც ბუფონი გააძევეს მოედნიდან და ბიანკონერი 10 კაცით დარჩა . ლეჩე თამაშობს 4-1-4-1 სათამაშო მოდულით . სურათზე კარგად ჩანს , თუ როგორ არიან განლაგებულნი ლეჩეს ნახევარმცველები მოედნის ცენტრში მცველების დასახმარებლად . სორენსენი გადაცემას , ფელიპე მელოს უკეთებს …

მელომ იმის მაგივრად რო განთავისუფლდეს ბურთიდან და წავიდეს ლეჩეს ნახევარმცველების მიმართლებით , ვერტიკალურად იწყებს მოძრაობას და ექცევა ბერტოლაჩის და დი მიკელეს პრესინგის ქვეშ , შედეგად ბრაზილიელი კარგავს ბურთს.

ვივესი რომელიც იგდებს ბურთს საკუთარი კონტროლის ქვეშ , ვერტიკალურად უგზავნის მას დი მიკელეს , რომელიც თავის მხრივ გადის იუვეს მცველებზე . საწყის ეტაპზე მოქმედება ვითარდებოდა 3-3 ზე .

ყურადღება მიაქციეთ აკუილანის პოზიციას მუნარისთან მიმართებით  და მელოსი შესაბამისად ბერტოლაჩისთან . ისინი ერთი პოზიციიდან იწყებენ მოძრაობას . მაგრამ , იმის გამო რომ მელო და აკუილანი ვერ ასწრებენ ჩამოსვლას უკან , რიცხობრივი უპირატესობა ლეჩეს მხარეს გადადის … 5-3 ზე .

კონკრეტულად ამ ეპიზოდში ჩანს , მელოს პასიურობა , რომელმაც უწყინარ სიტუაციაში დაკარგა ბურთი მოედნის ცენტრში , რამაც ლეჩეს რიცხობრივი უპირატესობა გამოიწვია იუვეს ნახევარზე .

ეხლა კი განვიხილოთ ქრონოლოგიურად მასპინძელთა პირველი გოლი მესბეს შესრულებით . მოქმედება იწყება ისევე როგორც ბუფონის გაძევების ეპიზოდში . ლეჩეს მეკარის გრძელი გადაცემით იწყება კონტრ იერიში . ბურთი გროსმიულერთან მიდის , რომელიც ანვითარებს იერიშს , ბიანკონერის მარცხენა ფლანგზე , თუმცა მას კიელინი აღუდგება წინ . გროსმიულერი ბურთს უკან აბრუნებს ვივესის მიმართულებით , თუმცა აკუილანი ჭრის გადაცემას და იგერიებს მას საჯარიმოდან .

ბურთმა დატოვა  იუვეს საჯარიმო და დაცვა თანდათანობით ზევით იწევს . ყურადღება მივაქციოთ კიელინის და მარკიზიო – მესბეს დუეტს..

ბურთი  დონატისთან მიდის და აგზავნის მას ჰორიზონტალურად მუნარის მიმართულებით , რომელიც თავის მხრივ მესბას უკეთებს გამჭოლ პასს . მან უკვე მოახერხა გასცდენოდა მარკიზიოს , ხოლო კიელინიმ ამ ეპიზოდში ჩააგდო თამაშ გარის ხაზი , რითაც საშუალება მისცა ოპონენტს გოლი გაეტანა .

გავაგრძელოთ … პირველი ტაიმის ბოლო წუთები , ლეჩეს კონტრ შეტევა … რომელიც სხვათაშორის მელოს შორეულ დარტყმას მოჰყვა …

ბურთს გროსმიულერი აკონტროლებს , რომელსაც დი მიკელე და მესბა ეხსნებიან . მელო ამ ეპიზოდში მესბას აკონტროლებდა .

მესბა შორდება მელოს , ბარძალი კი, რომელიც იდეაში უნდა იჭერდეს ცენტრს , ხოლო გროსმიულერს უტოვებდეს ბონუჩის , რომ ლეჩეს ფეხბურთელმა ვერ მოახერხოს პასის გაკეთება დი მიკელეზე , წყვიტავს თავად გავიდეს გროსმიულერზე , რითაც ძალიან დიდ ცარიელ სივრცეს ტოვებს , სადაც უკონტროლოდ დატოვებული მესბა მიდის , რომლისკენაც აკეთებს კიდევაც გადაცემას გროსმიულერი .

მელო კიდევ ერთხელ დამარცხდა სისწრაფეში , ხოლო ბარძალიმ უპატიებელი ტაქტიკური შეცდომა დაუშვა .

მეორე ტაიმი კი იწყება , მეორე გატანილი გოლით იუვეს კარში, ბერტოლაჩის შესრულებით . შეტევა იწყება აუტის ხაზიდან მოწოდებული ბურთით ლეჩეს მოთამაშის შესრულებით . ამ ეპიზოდში , როდესაც დაცვის ხაზი ტაქტიკურად სწორად არის განლაგებული , წესით არ უნდა გაჩენილიყო არანაირი პრობლემა .

ვივესი ბურთს თავისუფლად იღებს  , რაც საინტერესოს ხდის ამ ეპიზოდს . ბიანკონერის დაცვის ხაზი თანდათანობით ზევით იწყებს ასვლას , თუმცა ჩერდება ვივესის შეჩერებისას . დი მიკელეს ბარძალი აკონტროლებდა , თუმცა ტანმორჩილმა ფეხბურთელმა მაინც მოახერხა ბერტოლაჩიზე გადაცემის გაკეთება , რომელიც მარკიზიოს დაუსხლტა ხელიდან .

ამ მომენტში , ლეჩეს შეტევა არ იყო სწრაფი და მოულოდნელი . თუმცა , ბიანკონერის დაცვის ხაზმა ვერ შესძლო სიღრმიდან გაკეთებული შორეული ჩაწოდების განეიტრალება .

და ბოლოს , მივუახლოვდით  კოშმარული ეპიზოდების დასასრულს . შევჩერდეთ მეორე ტაიმის 6 წუთზე . იუვენტუსმა კუთხურის ჩამოწოდების უფლება მოიპოვა . ბურთი მოიგერიეს და მისთვის ლეჩეს ფეხბურთელებთან მელო იბრძვის .

მიუხედავად ამისა , გამარჯვებული ვივესი გამოდის , რომელიც ატყუებს ბრაზილიელესაც და სორენსენსაც , აკეთებს რა შემდეგ ქუსლით გადაცემას მესბეზე . გამოდის შეტევა 2-1 ზე ლეჩეს სასარგებლოდ . ბრაძალი მარტო ხვდება გროსმიულერს და მესბას . იუვეს საჯარიმო მისადგომებთან კი  , საერთოდ ოთხი ფეხბურთელი ჩნდება , რომლებიც კვლავინდებურად ერთის წინააღმდეგ იყვნენ , რადგან სორენსენმა და მელომ დათმეს პოზიციები მეტოქესთან სისწრაფეში .

ჩვენს მიერ ნაჩვენებმა ეპიზოდებმა , ნათლად ასახა ბიანკონერის მიერ დაშვებული დამღუპველი შეცდომები ლეჩესთან შეხვედრაში . შეტევაში გადასვლის დროს , იუვენტუსი საერთოდ ვერ ახერხებდა შემდგომ ლეჩეს შეტევების შეჩერებას . ყველაფერს ემატება , ბურთის უაზროდ დაკარგვა უწყინარ სიტუაციაში … საერთოდ არ არსებობდა ბურთის ცირკულაცია მოედნის ცენტრში . ამისთვის დიდი მინუსი აკუილანის , რომელიც რას აკეთებდა ამ მატჩში არავინ არ იცის .

მიზეზი თუ რატომ მოხდა , რომ კლასით დაბალმა გუნდმა ლეჩემ ასე პირწმინდად დაჩაგრა იუვენტუსი , გაცილებით ღრმაა ვიდრე ტაქტიკური მონახაზის სტატია …

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

115 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
zura
13 years ago

ვინ აგებს პასუხს შედეგებზე?? მწვრთნელი !!! და არავინ სხვა!! ვერ თამაშობს ეს ფეხბურთელი, ებლატავება, ეზარება ფსიქოლოგიურად ვერ განეწყო ტაქტიკური დავალკება ვერ შეასრულა… არ მახატია?! ეგ მწვრთნელის პრობლემაა და არა ჩემი რიგითი გულშემატკივრის!! მადლობა ღმერთს მიზეზი ტრამვირებულები აღარ აქვს…

zura
13 years ago
Reply to  Dutch

აღრენილი ვარ მამეშვი :D ოოოხ ეგ ბიძაშენი მომიგდო ვინმემ საწყალა ლუზერი ეგა !! რა თვალებით იყურება ხოლმე “რა ვქნა ეხლა მე ” თვალებით ხთფუი მე მაგის :::

zura
13 years ago
Reply to  Dutch

მაგარ პონტში ეგრევე ბიძაშენის ქელეხში გაგჩითავდი მე პირადად :D

13 years ago
Reply to  Dutch

არა ისე მაგარი პონტი კია BIძას რო აგინებენ და შენ ამაყად ხარ :-D:-D:-D

ilia koreli
13 years ago
Reply to  zura

ეგ ძაღლი უნდა შეუგდო გასახდელში დელ ნერის და იუვეს ზოგ-ზოგიერთ ფეხბურთელს, იქნებ მაგან მაინც მოიყვანოს ჭკუაზე :mrgreen:

zura
13 years ago
Reply to  ilia koreli

ხოო მერე ვააფშე სტორარი მგონი კარში ნააბაროტ დადგეს უკნიდან ძაღლი არ მომეპაროსო :D :D

13 years ago
Reply to  ilia koreli

ras ambob dakodilebi ar gvakliა იუვეში :-D:-D

13 years ago
Reply to 

და თან ამ საწყალ დელნერის კაცობის ერთი ნიშანი მაინც აქ იმასაც ნუ დაუკარგავთ კაცო :-D

Gio Darja
13 years ago

Ladika

ალესანდრო მატრი – ერთადერთი ნორმალური დონის ფორვარდი იუვენტუსში, იაკინტა წევს და დადის, ბურთის გაჩერება არ იცის წესიერად, ტონი 33 წლის ბებერია მაქსიმალურად თუ მოინდომებს გაქაჩავს რაღაცას, დელ პიეროს მე ვერ ვცნობ სამპდორიასთან მატჩიდან მოყოლებული, საშინელებს სჩადის..

ვის მიუყენებ 4-3-3 ტაქტიკაში მატრის ? კრასიჩს თუ მარკიზიოს ?

13 years ago
Reply to  Gio Darja

კრასიჩს და მარტინესს

Ladika
13 years ago

კი ცუდია მწვრთნელების ცვლა რათმაუნდა მაგრამ ცუდი მწვრთნელი რომ გყავს და რომ ელოდები სეზონის ბოლოს რას იზამსო,, ეგ საშინელებაა !!

ევროპის ლიგიდან გამოვარდით, იტალიის თასიდან გამოვარდით, სერია ა პროგრამა მაქსიმუმია 4ე ადგილი (ჩვენზე დიდი შანსი აქვს უდინეზეს !!! უ დი ნეეე ზეეეეეს და ლაციოს ). ესეთი მწვრთნელი იუვეშI რატო,მ უნდა გყავდეს ? მართლა ვერ ვხვდები საერთოდ რატომ დანიშნეს ეს ცალტვინა მწვრთნელად რა (((

4-4-2 ის მეტი მწვრთნელმა არაფერი იცის არადა იუვეს ამ ფეხბურთელების ზედგამოჭრილი ტაქტიკაა 4-3-3.

giorgi tsotsoria
13 years ago

Datka

შენ მაგ განცხადებებისთვის ღამით სახლთან დაგხვდებიან ან ქართველი ფანები ან იტალიელი ტიფოზების დესანტი :mrgreen: :mrgreen: :mrgreen:

Gio Darja
13 years ago

Ladika და ჩვენ არ ვიძახით დელ ნერი ლიგას მოგვაგებინებს მომავალ წელსო, უბრალოდ როცა იუვენტუსი ხარ და მწვრთნელს დანიშნავ ( შეიძლება დიდი შეცდომა იყო ლუიჯის დანიშვნა მაგრამ მაინც ), მისი გაგდება შუა სეზონში ყოვლად მიუღებელია.. იუვენტუსზე გრანდი რითია არსენალი ? მითუმეტეს ინგლისში, სადაც ლონდონი არსენალზე იფიცებს, ვენგერი 1996 წლიდან მოყოლებული მაგ გუნდს უდგას სათავეში, ყოველ წელს იგებს თასს ან ლიგას ? რამოდენიმეჯერ მოიგო სულ..დელ ნერის და ვენგერს არ ვადარებ, უბრალოდ კლუბში ნამუშევარ პერიოდს ვუსვამ ხაზს.. სეზონის ბოლომდე ნაღდად მაინტერესებს რას იზავს იუვენტუსი და როგორ ითამაშებს ურთულეს მატჩებში..მინიმუმ ივნისამდე მე წინააღმდეგი არ ვარ რო დარჩეს ლუიჯი, არ მინდა იუვენტუსი მწვრთნელების პრახადნოი დვერი… Read more »

13 years ago
Reply to  Gio Darja

მასეც არაა ძმა არსენალს იქ ჩელსი ლივერპული მანჩესტერ იუნაიტედი სიტი და ტოტენჰემი ჰყავს ლიგაზე კიდე ბარსა უწევს სულ ანუ მოწინააღმდეგეში არ უმართლებს რაც შეეხება იუვეს მას მილანი და ინტერი ჰყავს რომელსაც ამარცხებს ხოლო ლეჩეს ნაპოლის და სხვა ნაგავს ვერა ეს უიღბლობა არააა ეს არის იდიოტიზმი და იმედგაცრუება აბა ისაა კარგი სხვა გუნდის ფანი რო შენსას დაცინის ბანძIაო ?? რეალმა როგორ უნდა დაგცინოს ნაპოლის ფანებმა როგორ უნდა დაგცინოს?? ამაზე იფიქრეთ აბსურდს ნუ ლაპარაკობთ დელნერი ლუზერია და ვსო

giorgi tsotsoria
13 years ago

მე დელ ნერის კი არ ვიცავ და არიქა მაგრად მიყვარს და მჯერა

უბრალოდ მარტო დელ ნერიზე გადაბრალება არასწორია

თუ პირველ წრეში ქაჩავდა ეხლა რა მოუვიდა

ჩემი მოკრძალებული რეცეპტი :

ველოდებით სეზონის ბოლოს

ეტაპობრივად ვყრით ნაგავს

ანიელი აბანდებს ფულს

მაროტა ყიდულობს მაღალი კლასის იგროკებს

და თუ გამოჩდა ან ლიპი ან ანჩელოტი ან კაპელო ეგ გვჭირდება

არავიტარ შემთხვევაში ბენიტესი და პადობნი ნაგავი

miqa13
13 years ago

ფეხბურტელების შეფასებებს კომენტარებს რომელი უცოდინარ უკეტებს ხოარ იცტ :D

13 years ago
Reply to  miqa13

ვიღაც გოალ.ცომ-ზე

ilia koreli
13 years ago

სამი რამ აკლია ამ სამყაროს: ცას კიბე, ზღვას ხიდი და იუვეს ნორმალური ადმინისტრაცია :twisted:

Ladika
13 years ago

რასაც მივაღწევთ დელ ნერის ხელში ყველა ვნახავთ !! :)

Beeq ... Sempre Juve ...

ეს მარცხი არის დელნიერის ბრალიიი … ნუთუ ეს ელამი ვერ ხდევადა რომ ლეჩე აკეთებდა შორეულ პასებს … ამიტომ იყო გარგვეული ცენტრიი … და შესვენების დროს ეს ვერ აუხსნა ფეხბურთელეებსს … ბუფფონი რომ გააგდეს ელემენტარული შეცდომა დაუშვა ბარძალიმ … 1 საატი მოფრინავდა ბურთი და იმან მაინც გაასწროო … ნუთუ ამ ყველაპერს ვერ ხდევდა ჩვენი გენიოსი მწვრთნელი … ლეჩე თამაშობდა ძაან უაზრო ფეხბურთს … სხვა ნებისმიერ კლუბს მასე პადაჩებით ვერ ეთამაშები … მაგრამ რატომგაც ეს მოახერხა ჩვენთან … ვფიქრობ მატჩის წინ არასწორმა ტაქტიკამ განაპირობა ეს ყველაფერი … არ ვიცი რააა … იმედია გვეშველება და გავალთ ლიგაზეე … მაგრად მინდა რააა ….

giorgi tsotsoria
13 years ago

Ladika

სწორედაც რო მაგაშია საქმე რო მოუგეს ინტერს აკუილანი არ იყო მერე რა

“იქ თუ არ ვიყავი ლეჩესთან ისედაც მოვიგებ”

მელომ ინტერთან კარგად ითამაშა :

” ინტერს მოვუგეთ ლეჩეს გავანადგურებთ”

ბარძალის რო კითხო “შეცდომებზე ვსწავლობო”

აცხადებს კაცი რომელიც კარიერას ამთავრებს :mrgreen: :mrgreen:

Ladika
13 years ago

ვისი მოყვანილია ეგ ბარძალი და აკვილანი ? დელ ნერის და მაროტასი ხო ? :)))))

Gio Darja
13 years ago

დავეთანხმები tsotsora – ს, როცა გუნდმა ითამაშა, ფერარას დროსაც ინტერთან ( 2:1 ), ძაკერონის დროსაც ფულემთან ( 3:1 ) და დელ ნერის დროსაც მილანთან უპირველეს ყოვლისა ( 2:1 ), უძლიერესი თამაში ვაჩვენეთ, ტაქტიკურად გამართული და გააზრებული..

მეტი გამოსავალი არ აქვს ამ კაცს, ვინც შესაძლებელია მოედანზე გამოყავს..მონდომებული იუვენტუსი 10 კაცით 11 კაციან ლეჩეს მოუგებს, ამაზე ორი აზრი არაა, მაგრამ საშინლად გაყიდული თამაში იყო..

ilia koreli
13 years ago
Reply to  Gio Darja

მე რომ დარწმუნებული ვიყო ეს თამაში გაყიდული იყოო, ხმამაღლა მაინც ვერ ვიტყოდი, 12 მილიონი კაცი მოგებას ელოდება და ამ დროს.. მასე დარწმუნებით არ შეიძლება მაგის თქმა

giorgi tsotsoria
13 years ago

ანუ სეზონში 3 მწვრთნელი ვცვალოთ და ვიყოთ ასეე :mrgreen: :mrgreen:

არავინ იფიქროს რომ ეხლა აი დაურეკავს მაროტა ლიპის ან კაპელოს ან რავიცი მე ვინმე სერიოზულს და უცებ შემდეგი ტამაშისთვის თუ არა მაგის მერესთვის დანიშნავს

მასე არ ხდება დიდ ფეხბურთში

giorgi tsotsoria
13 years ago

რას ვითხოვთ ამ დელ ნერისგან როცა გუნდი არ თამაშობს გუნდიიი

მასე ჩავარდა რანიერიც

მასე მოუვიდა ძაკერონის

ან ვინ უნდა ათამაშოს როდესაც ყველასგან ნაქები აკუილანი საერთოდ არა მოედანზე

მელო რასაც აკეთებდა კარგად ჩანს

ბარძალი ბონუჩის ბრალი მე რო მკითხო იყო ყველა გოლი ამ თამაშში

და ეხლა ასეთ დემორალიზებულ ფეხბურთელებს კიდე აიგდე მწვრთნელი მერე შემცვლელი მოიყვაე დროებით კიდე ვინმე დაფეხხილი მერე ელოდე ზაფხულს და მერე ის დაფეხვილიც გააგდე და მოიყვანე ახალი :mrgreen: :mrgreen: :mrgreen:

ჯოჯოხეთია რა

Ladika
13 years ago

თუ ეს გუნდი უგებს ინტერს და მილანს, და ვერ უგებს ლეჩეს და პარმას, მიზეზი ფეხბურთელებშI არის ?

Ladika
13 years ago
Reply to  Dutch

მაშIნ მწვრთნელს რა ფუქნცია აკისრია ?

Nachke
13 years ago
Reply to  Ladika

ტაქტიკური ბრძოლის მოგება და არა ფეხბურთელების შემართებაზე ზრუნვა. ეგ ფსიქოლოგის საქმეა, ვინც საერთოდ არ უნდა გჭირდებოდეს როცა იუვეში თამაშობ…

Nachke
13 years ago
Reply to  Ladika

კაი აბა ვისშია…

წოწორ გეთანხმები ოღონდ მელო მარკიზიოსთან ერთად ბოლომდე იბრძოდა, მასეთი მუღამი სხვასაც რო ქონოდა არ წავაგებდით…

13 years ago

დელნერისგან იმას ვითხოვთ, რომ ძლიერი მწვრთვნელი თუნდაც იუვეს ამ გუნდით და ამ შემადგენლობით ოთხეულში მოხვედრაზე არ უნდა “ოცნებობდეს”… დღესდღეობით, მილანური გუნდების გარდა ჩვენზე კარგი შემადგენელობა და თუნდაც ფინანსები არცერთ გუნდს არ აქვს იტალიაში. მაგრამ შედეგი უკეთესი აქვთ აშკარად…

Ladika
13 years ago

დელო ნერის დასახმარებელი რომ არის იუვე უკვე მანდ მეტყველებს რა დონეზე დაეცა ჩვენი ყოფილი გრანდი (((

Gio Darja
13 years ago
Reply to  Ladika

მოიცა მოიცა, თუ გრანდის დაგდებაზე ვსაუბრობთ უპირველეს ყოვლისა მასიმო მორატის ბრალია, მაგან გაანადგურა იუვენტუსის რამდენწლიანი ბატონობა..მეორეც, რანიერის წასვლის შემდეგ გუნდი კრიზისში გასული სეზონის შუაში ჩავარდა, იმის მერე ვცდილობთ ამოსვლას და ვფიქრობ, რომ ძაკერონის გზიდან დელ ნერიმ ცოტა მაინც გადაუხვია..

Ladika
13 years ago
Reply to  Gio Darja

იუვეს ყავს ისეთი ფეხბურთელები ამ ეტაპზე, რომ წესით 2-3 ადგილზე უნდა იყვნენ !!!

Gio Darja
13 years ago

შეიძლება უაზრობა გამოდის, მაგრამ უკვე მომწყინდა ყოველ ნახევარსეზონში მწვრთნელის ტრუსიკივით გამოცვლა..მოსაბეზრებელია მგონი

ყველა ხედავთ რო ლიპი, კაპელო და ბენიტესი არავის მოჰყავს, ინტერს და მილანს რო მოუგო აღმერთებდით დელ ნერის, არანაირ სინდისზე არაა აქ საუბარი, იტალიაში რა სიტუაციაა და სინდისზე თუ მიდგა საქმე, ტურინელი ტიფოზები გააგდებენ მაგათ, არ სჭირდება ქართველების სინდისში ჩაგდება :D :D

ჯერ ერთი, როგორც მინიმუმ სეზონის ბოლომდე უნდა ვაცალოთ, მეორეც, ნორმალური ფეხბურთელების ყიდვით, დელ ნერის აქვს გამოცდილება იმისა, რო იუვესთან ერთად რამეს მიაღწიოს..

შარშან ფერარას გაგდებაზე ვიოცნებეთ და ვაის გავეყარე ვუის შევეყარეო, დიდად პატივსაცემ ძაკერონის ჩირო რო სჯობდა ორი აზრი არაა..დრო გვიჩვენებს..

Gio Darja
13 years ago
Reply to  Dutch

:D :D გადაგექი ადმინობიდან :D არასამართლიანი ხარ :D გელოდებით რაფა :D დაგვღუპე ისევე, როგორც ინტერი :D

Ladika
13 years ago
Reply to  Gio Darja

რა გამოცდილება აქვს ? უბრალოდ მართლა მიკვირს იუვენტუსის ქომაგს დელ ენრი რატომ მოსწონს ? (((

Nachke
13 years ago

არა დათკა მიაწექი დელ ნერის გვიჩაგრავენ : D აკეთებს რაც შეუძლია ეს კაცი, ძმა მოუკვდა და მეორე დღეს გუნდს სტადიონზე გაყვა, მაქსიმუმს შვება და ლეჩეს წაგება ფეხბურთელების ბრალი იყო და მხოლოდ! ტაქტიკურად შეუძლია იმ დონეზე გამართოს გუნდი რო მეოთხეზე გაგვიყვანოს…

Nachke
13 years ago
Reply to  Dutch

აპა რავა, თუ არ დაიჯერებს ვინმე 10 დღიანი ბანი რო გონს მოეგოს : D მეცოდება ლუიჯიტო (ჩემი თავი მეტად მარა მაინც) არ ღირს გაშვება არა…

ilia koreli
13 years ago
Reply to  Nachke

10 დღიანი ბანი მეარ მაშინებს, ოღონდ იუვემ რამე მოიგოს და სულ არ შემოვიხედები აქ. მეც ჩემი გასაჭირი მალაპარაკებს თორემ იმ უშუქობაში სულ არ ვიცოდი რა იყო აიეტი და ინტერნეტი მაგრამ გაზეთს რომ ვიყიდიდი და გავიგებდი იუვემ მოიგოო ის დრო მირჩევნია ისევ. :mrgreen: :mrgreen:

zura
13 years ago
Reply to  Nachke

ეგ ფაიზაღია რო მაგის ამ ეტაპზე წასვლა კიდე უფრო უკან დაგვწევს. პროსტა მაგიჟებს მე პირადად მაგის ქცევა მოედანზე მაგის კომენტარები!!! მაგიჟებს!! სიამოვნებით ვცემდი მაგის ჭაღარასაც დავიკიდებდი!!! სწორი გზა, დასახული მიზანი. რომელიც პატარავდება და ქრება ბოლოს იტყვიან სერია A ში დარჩენა იყო ჩვენი მიზანი და შევასრულეთო !! + ამას ეხლა დაიწყო გაკვეთილებზე ლაპარაკი!! რა გაკვეთილი?? რომელი ერთი ?? ლეჩე პარმა ბრეშა ნუ ეხლა ისეთ გიგანტებზე როგორებიც ნაპოლი და პალერმო არიან აღარ ვლაპარაკობ!!! ინტერს და მილანს კიდე ჟილკით და შემართებით მოვუგეთ! დელ ნერი ყველა თამაშის მსვლელობისას მაგის საწყალი სახის ყურება ამოვიდა რა ყელში ამის დედა ვატირე! “გეხვეწებით რამე ქენით” თვალებით იყურება და… Read more »

ilia koreli
13 years ago
Reply to  Nachke

ძმა რომ მოუკვდა და მეორე დღეს სტადიონზე გაყვა გუნდს, მაშინ უნდა მივხვედრილიყავით რომ აშკარად ვერაა დალაგებული ფსიქოლოგიის

Nachke
13 years ago
Reply to  ilia koreli

ეტყობა ინტერის ფანი იყო : D

13 years ago
Reply to  Nachke

არ გიტყდება?? იუვე მე 4 ადგილისტვის ბრძოლობს . როცა ინტერი მილანი და ნაპოლი ჩემპიონობისთვის ვის უნდა ვუმდლოდეტ? დელნერის და მაროტას და რათქმაუნდა ანიელის 1 ,ჯეკო არ იყიდეს 2. ნეიმარს ხელიდან უშვებენ 3 .დელნერი 4-4-2 ის მეტს ვერაფერს იფიქრებს ამის გამო იცის ყველა გუნდმა იუვეს ტაქტიკა4. იუვე თავიდანვე მე 4 ადგილისთვის ბრძოლობს იუვე თან 5 ანიელი ამ ყველაფერზე თვალს ხუჭავს მეტი რა გინდათ რითი დაგარწმუნოთ რო იუვე მე 6 ზე გავა
:shock: :shock: :shock:

ilia koreli
13 years ago

Datka
ასე მგონია ვინმეს ამზადებ შენთვითონ დელ ნერის შემცვლელად და მაგიტომ დროს აჭიანურებ :mrgreen: რა კბილებით იცავ ამ კაცს, სადღაა გასარისკი ტიპმა უბრალოდ არ იცის როგორ მოიგოს (ყოველ შემთხვევაში იუვენტუსში) რა კბილებით იცავ, წავიდეს მაგის თავიც გახმა :smile: :mrgreen:

ilia koreli
13 years ago
Reply to  ilia koreli

რა კბილებით იცავ ორჯერ ხომ მაგარია :mrgreen:

13 years ago
Reply to  Dutch

ვერავინ დაეხმარება იუვეს განადგურებაში დელ ნერის გარდა ეს უნდა გეთქვა ალბათ :mrgreen:

ilia koreli
13 years ago
Reply to  Dutch

მაგ თემაზე არასოდეს შეგეკამათები სანამ სეზონი არ მორჩება და მერე გავიხსენოთ ვის ვისი იმედი გვქონდა. ნეტა ვცდებოდე. ნეტა…

13 years ago
Reply to  Dutch

არცერთ ვარიანტში… დროებითი მწვრთვნელი ეხლა საერთოდ კატასტროფა იქნება… მაგრამ გავა არ გავა ლიგაზე, ზაფხულიდან კარგი მწვრთვნელი გვინდა… არაა ეს კაცი სტაბილური გუნდის ჩამომყალიბებელი. ნუ ჯერ ასე ჩანს… თუმცა მანჩესტერივით თუ დაველოდებით 1986 წლიდან წვრთვნის გუნდს ფერგიუსონი და ლიგა მოიგო 1999 წელს… ფერარა უნდა დაეტოვებინათ და ისწავლიდა ამასობაში თუ წელსაც იგივე შედეგი უნდა გვქონოდა, თუ სწავლაა ფერარამ ისწავლოს მწვრთვნელობა იუვეში, რაღა დელნერიმ… იუვენტინო მაინც იყო… :-)

ilia koreli
13 years ago
Reply to 

მანჩესტერი რომ ჩაიბარა ფერგიუსონმა, მაშინ მანჩესტერი მარტო ქალაქ მანჩესტერში იცოდნენ და იუვე უკვე ლეგენდაა ათეულ მილიონობით გულშემატკივარი მარტო იტალიაში

13 years ago
Reply to 

რატომ გგონია რომ მარტო მანჩესტერში იცოდნენ?
მე დელნერი სამწუხაროდ უკეთესი მწვრთნელი მეგონა…გასაშვებია სამომავალო მიზანი ეგ კაცი არ იქნება, მაგრამ ეხლა სეზონის დამთავრებამდე ისევ ძაკერონის მოყვანა სამი თვით არასწორია. ეხლა ყველაზე მეტად დელნერის უნდა ლიგაზე გასვლა დამიჯერე…
მწვრთვნელების ნახევარი სეზონით მოყვანა შედეგს არასოდეს არ მოიტანს…

zura
13 years ago

ასეთივე ტაქტიკური განლაგებით მოძრაობდნენ ხოლმე ჩემი სტუდენტობისას “პეკინის პანელზე” პუტანკები. ::: (რწყეველა სმაილი) და (მაგარი მკიდიხართ თავში ქვა გიხლიათ სმაილი) !!!

საბა შიოშვილი

Ladika

აქ არანაირ პასუხისმგებლობაზე არ არის საუბარი აქ ლაპარაკია- სინისზე და ნამუსზე რომელიც სამწუხაროდ ჯიჯის არ გააჩნია ! მაგას თავი სერია ც1/ა ში გონია … ანიელი კიდე რაღაც გრანდიოზულს ამზადებს გული მიგრძნობს, ან ლიპის და ან კაპელიტოს მოიყვანს აგერ ნახეთ !!! ან მაცარის … : )))))

Ladika
13 years ago

მაგაზე კარგი რა იქნება თუ ამ იდიოტ დელ ნერის მოგაშორებს !!! :) მხოლოდ გთხოვ დელ ნერის ჯიჯი არ დაუძახო, ჯიჯი გრანდიოზულ ადამიანს ქვია (ბუფონს) და ცუდად ჟღერს რაღაც ჯიჯი დელ ნერიზე )))

მე მაინც რატომღაც დეშამიმინდა რა !

საბა შიოშვილი
Reply to  Ladika

ეესც ჯიჯია და ისიც :D სახელი რას ცვლის რო ? ამას ეგ რო აღელვებდეს იუვეს ევროპის ლიგას, იტალიის თასს და სერია ა-ს მოაგებინებდა :D.

მე კიდე დელ პიერო მინდა !!!!

საბა შიოშვილი

Datka

სკაიპში შემოდი რა რაღაც იდეა მაქვს და მინდა გითხრა : ))

საბა შიოშვილი

გმადლობ დავით. საინტერესო და ამავდროულად გასაღიზიანებელი შეცდომები … : | იმედია აღარ გამეორდება !

Ladika
13 years ago

ეს იყო დელ ნერის საუკეთესო გაკვეთილი. იმდენი რამ ისწავლა რომ ყველაფერი ერთად ბოლონიასთან თუ გამოიყენა, ფრე გარანტირებულია ((( ვაი ეგ უბედური. არ შერცხვა მაინც ლეჩესგან განადგურებას გაკვეთილი რომ დაარქვა ?

13 years ago
Reply to  Ladika

მაგ მატხოვარს სირცხვილის გრძნობა არ გააჩნია აბა ლიპიმ თავის მოედანზე პარმასთან 4-2 წააგო და ეგრევე წავიდა ეს გი იუვეს ანადგურებს და წასვლას ვერ ხვდება ნაგავი

Ladika
13 years ago
Reply to  Dutch

აქ ერთხელ და ორჯერ წაგებაზე არ არის ლაპარაკი. აქ ლაპარაკია პასუხისმგებლობაზე !!! როგორ შეიძლება გუნდმა შინ პარმასთან წააგო (რომლის მწვრთნელს საშინელი სეზონის გამო ხსნიან) 4-0 და ამის მერე პასუხი არ მოთხოვო მწვრთნელს ? მერე წააგო ნაპოლისთან უშანსოდ 3-0, შემდეგ გამოავრდე იტალიის თასიდან, მოუგო ბარის ძლივს, წააგო ისევ უდინეზესთან. ეს არის იუვენტუსის დაცინვა !!! მწვრთნელი კი გამოდის და ამბობს კარგი გამოცდილება მივიოღეთ გამოვგვადგება მომავლისთვისო !!!!

13 years ago
Reply to  Dutch

იმიტო ” დავიხვიე” რო ლიპი პასუხისმგებლიანი კაცია ეს კი მუქთახორა :evil:

13 years ago
Reply to 

რაც მართალი მართალია

საბა შიოშვილი
Reply to 

ეს თუ მიქთახორაა აღარ მახსოვს რომელი გუნდიდან გააგდეს მემგონი აიაქსიდან ფეხბურთელებმა უჩივლეს ძაააან ბევრს გვამუშავებსო დღეში 3 ტრენეროვკას მაინც უტარებდა :D ამაზე შრომისმოყვარე მწვრთნელი ჯერ არ მინახავს :D მაგრამ კლასი უნდა ქონდეს !!! ეხლა მოუ ესეთი შრომისმოყვარე რო იყოს ჩათვალე დინამოშიც რო მოვიდეს უეჭველი ჩემპიონთA ლიგის აღების ერთ ერთი პრეტენდენტი იქნება :D

| Newsphere by AF themes.
115
0
Would love your thoughts, please comment.x