ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბუკარო : “გუნდი მზადაა პალერმოსთან მატჩისთვის”

ვიარეჯოს თასის 1/8 ფინალში ტურინის “იუვენტუსი” “პალერმოს” დაუპირისპირდება.სიცილიურ გუნდთან თამაშამდე გუნდმა მსუბუქი ვარჯიშები გამართა.ფილიპო ბონიპერტი გუნდს დაუბრუნდა, ჯგუფური ეტაპი იტალიელმა ტრავმის გამო გამოტოვა.

ბიანკონერების მწვრთნელმა, ჯოვანი ბუკარომ იტალიურ პრესასთან ისაუბრა : “როცა ამ ეტაპზე მოხვდები, ლოგიკურია, ძლიერ გუნდთან მოგიწევს დაპირისპირება.ამ მომენტისთვის, ყველა მოწინააღმდეგე ძლიერია.ფიორენტინაზე, ჯენოაზე უფრო მეტ ინფორმაციას ვფლობთ, პალერმო უფრო ნაკლებად ვიცით.ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, მთავარია გუნდმა საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენოს.ნიუ – იორკთან მატჩში, ბიჭებმა დასაწყისიდან დასასრულადე იბრძოლეს, რითაც ძალიან კმაყოფილი ვარ.”

ჯოვანი ბუკარო სწორედ სიცილიაზე დაიბადა, პალერმოსთვის ის კარგად ცნობილია : “ჩემს ქალაქს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ იქ ფეხბურთთან შეხება არ მქონია.ბედნიერი ვარ, რომ კლუბი მაღალ დონეზე გამოდის.”

წყარო : Juventus.com

10 thoughts on “ბუკარო : “გუნდი მზადაა პალერმოსთან მატჩისთვის”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.