ბუკარო : “გუნდი მზადაა პალერმოსთან მატჩისთვის”
ვიარეჯოს თასის 1/8 ფინალში ტურინის “იუვენტუსი” “პალერმოს” დაუპირისპირდება.სიცილიურ გუნდთან თამაშამდე გუნდმა მსუბუქი ვარჯიშები გამართა.ფილიპო ბონიპერტი გუნდს დაუბრუნდა, ჯგუფური ეტაპი იტალიელმა ტრავმის გამო გამოტოვა.
ბიანკონერების მწვრთნელმა, ჯოვანი ბუკარომ იტალიურ პრესასთან ისაუბრა : “როცა ამ ეტაპზე მოხვდები, ლოგიკურია, ძლიერ გუნდთან მოგიწევს დაპირისპირება.ამ მომენტისთვის, ყველა მოწინააღმდეგე ძლიერია.ფიორენტინაზე, ჯენოაზე უფრო მეტ ინფორმაციას ვფლობთ, პალერმო უფრო ნაკლებად ვიცით.ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, მთავარია გუნდმა საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენოს.ნიუ – იორკთან მატჩში, ბიჭებმა დასაწყისიდან დასასრულადე იბრძოლეს, რითაც ძალიან კმაყოფილი ვარ.”
ჯოვანი ბუკარო სწორედ სიცილიაზე დაიბადა, პალერმოსთვის ის კარგად ცნობილია : “ჩემს ქალაქს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ იქ ფეხბურთთან შეხება არ მქონია.ბედნიერი ვარ, რომ კლუბი მაღალ დონეზე გამოდის.”
წყარო : Juventus.com
ჯობია პირველი და მეორე გუნდები შეცვალონ იქნება იმათმა ნიჩია მაინც ითამაშონ
ტატო ჩაგეტვალა მაგარი იყო

გაახარეთ ტატოს გული მიდით :!:
საეთოოდ დუბლებს ჩემპინატის სად ვნახოო
შარშან ჩვენმა ბიჭებმა მოიგეს ვიარეჯოს თასი, ჩირო იმობილე გახდა ბომბარდირი..
ისე ეხლა ეგ ჩირო იმობილე სადაა ვაბშე? მგონი განათხოვრებულია ხო?
სიენაშია განათხოვრებული თუ არ ვცდები
ისე შარშან მახსოვს სულ უფრო ხშირად იდებოდა ახალგაზრდების თამაშები ვიდრე წელს
ესენი გაგვახარებენ აი ნახავთ მოიგებენ ამ ტურნირს
თქვენ მაინც გაგვახარეთ :-?