ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ჭორი (მასკერანო)

როგორც იტალიური გამომცემლობა tuttosport იუწყება, ტურინის “იუვენტუსი” სერიოზულადაა დაინტერესებული “ბარსელონას” არგენტინელი ფეხბურთელით, ხავიერ მასკერანოთი.გუნდის ხემძღვანელობა ზაფხულში გაძლიერებაზე ფიქრობს და მათ გეგმებში მასკერანოც შედის.ზაფხულში ბებერი ქალბატონი სავარაუდოდ შემდეგ ტრანსფერებს გააკეთებს : მიშელ ბასტოსი, ალექსის სანჩესი და ხავიერ მასკერანო, რა თქმა უნდა ეს სრული სია არ არის.
26 წლის არგენტინელი “ბარსელონაში” ზაფხულში მოვიდა, მაგრამ ხელმძღვანელობის იმედები ვერ გაამართლა.როგორც ჩანს, მან ძირითადში ადგილი ესპანელ, სერხიო ბუსკეტს დაუთმო.ფეხბურთელს გუნდთან კონტრაქტი 2014 წლამდე აქვს გაფორმებული, მაგრამ კატალონიელები მზად არიან დაემშვიდობონ მასკერანოს, თუ სარფიან შემოთავაზებებს მიიღებენ.

წყარო:goal.com

44 thoughts on “სატრანსფერო ჭორი (მასკერანო)

  1. არა მგონია……… არ არის მაროტა ამ კალიბრის ფეღბურთელის ტრანსფერის გამჩარხავი……….. მოჯი თუ დაბრუნდა თავისი გუნდით მაშინ შეიძლება

  2. აეე ვუგებთ პალერმოს, 2-1 გახდა :)

    ბელკასტრომ და დე სილვესტრომ შეუგდეს :D ჯერ არ დამთავრებულა..

  3. აბელ ფერნანდესი უნდაო იუვეს … პალერმოში რომ არის შავკანიანი ურუგვაელი თავდამსხმელი … სწრაფი კი არის ისე და თან 20 წლის

  4. მელო გყავს გასაგებია, მაგრამ მელო ბევრ თამაშს ტოვებს // წითელი და ყვითელი ბარათების გამო /// თან მელოა ეხლა ბეკენბაუერი ხომ არ არის შეუჩვლელი რომ იყოს

  5. ლივერპულში ხერხემალი იყო, მარა როცა მელო გყავს მასკერანოზე აღარ უნდა იფიქრო.. ჩვენ სხვა სტილის ფეხბურთელები გვინდა..
    მელო & მარკიზიო ცენტრში იქნებიან..

    და ბევრი ფეხბურთელი რო უნდა წავიდეს ეგ იასნა

  6. მასკერანო კარგი ვარიანტია … ბრძოლისუნარიანი ფეხბურთელია და შეტევების წამოწყებაც ეხერხება /// მარა შეიძენენ თუ არა ეგ ?????

  7. მოღალატე, ნაგავი ფეხბურთელია..მოუნდა ბიჭს ბარსელონა და წავიდა ლივერპულიდან, ჩალპეს სათადარიგოთა სკამზე გამიხარდება..

    ეს თუ აკვილანის, ჭეშმარიტ იტალიელს ჯობია არ ყოფილა საშველი, მელოს პოზიციისაა და ფელიპე არ ახარებს არაკაცებს :X

  8. ცჰემს კომენტარს მინუსი ვინც დაუწერაა უეჭველი აკვილანის ფანიააა … მიკვირს რა გააკეთა აკვილანიმ ასეთი … ჩემი პირად აზრიაა რომ აკვილანი ნამდვილად არ არის იუვეში თამაშის გირსიიი … მაგის გააზრებული პასი მანახეთ ან რაიმე დრიბლინგიიი … 0 ეგ როგორც ფეხბურთელი ჩემი აზრით … და ჩვენ თავდასხმას ვაბრალით როცა ცენტრი არ გვყააავს …

  9. მე მაინც ვთვლი რომ იუვეს კასანო უნდა ეყიდა პირველ რიგში… მასკერანო, მატა, ბენზემა და ესეთი ტიპის ფეხბურთელებიც კაია მარა კასანო უფრო დაალაგებდა გუნდს. იტალიის ჩემპიონატს კარგად იცნობს, თავის თავზეც იღებს თამაშს და ბოლოდე იხარჯება. მასკერანოს კდიე თუ ბარსა გაყიდის ძალივი დაჯდება + ისიც არ ვიცით შეეწყობა თუ არა ჯერ იუვეს და მერე იტალიის ჩემპიონატს, თან ვერ გავიგე კიდევ ნაგავში და სხვის გამონაცვამ ჩუსტში რაზე უნდა მაროტას ფეხის გაყრა ანუ ამაში იმას ვგულისხმობ ისეთ ფეხბურთელებს ეტანება,რომელსაც გუნდი იცილებს ან კიდევ ვეტერანია და კონტრაქთი უთავდება, ვარსკლავებს ვგულისხმობ.

  10. ვიარეჯოს თასის თამაში პალერმოსთან ამ წუთებში მიმდინარეობს, პირველი ტაიმი მორჩა, 1-0 ვაგებთ..

  11. არადა რა აკრგი იქნებააა … მე მომწონს ეს ფეხბურთელი … აკვილანებს და პეპეებს არ გავს … ბოლომდე იხარჯება და უყვარს თავის საქმე ეგრევე ეტყობა კაცს … ყველაფერს თავი რომ დავანებოთ … არგენტინის ნაკრების კაპიტანი ტყვილად არ არის ეს კაცი … მე მაგრად გამისწორდება ეს რომ გადმოიყვანონ …

  12. რატოა არარეალური??? მასკერანო ალბათ გაქცევაზეა უკვე.. ბარსაც არ იქნება წინააღმდეგი

  13. ზაფხულში მასკერანოს და იუვეს უკავშირებდნენ, მაგრამ ჩემი აზრით არარეალური ტრანსფერია :roll:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.