დე პაოლა : ” ზაფხულში იუვეში დიდი ცვლილებები განხორციელდება ”
” რა თქმა უნდა სახეზეა კრიზისი , თუმცა ოჯახი ინარჩუნებს ერთიანობას . მიუხედავად იმისა , რომ წელს იუვენტუსი 60 მილიონ ევროს იზარალებს , ზაფხულში დიდი ცვლილებები განხორციელდება . სწორედ ამის გამო შეხვდნენ ერთმანეთს ანდრეა ანიელი და ჯონ ელკანი . ანალიზი იყო ზუსტი და კარგად გააზრებული . ამიტომ ზაფხულში გარკვეული კორექტივები იქნება შეტანილი . გუნდს ორი აზრი არაა , რომ დელ ნერი დატოვებს . და როგორც უკვე ვთქვი , მიუხედავად 60 მილიონიანი დანაკლისისა , იუვე მსხვილი სატრანსფერო გეგმების განხორციელებას აპირებს . ბიანკონერი მინიმუმ სამი მაღალი დონის ფეხბურთელს გაიფორმებს . ამასთან ერთად იტალიის 29 გზის ჩემპიონი fair play – ს პრინციპებსაც დაიცავს . საერთოდ კი უნდა ველოდოთ 7-8 ახალ მოთამაშეს . გულშემატკივრები კი უმჯობესი იქნება თუ სიტუაციას არ დაძაბავენ , ყველაფერი არც თუ ისე ცუდადაა . კლუბისთვის არასახარბიელო პერიოდში , ოჯახი ინარჩუნებს ერთიანობას , რომელიც სავსეა სურვილით დააბრუნოს იუვენტუსი კუთვნილ პოზიციაზე ” .
წყარო : Tuttosport
საქმე ლაპარაკის ნაცვლად :D
გასულ წელსაც იგივე ლაპარაკი იყო, მაგრამ შედეგი რა….
წელს ბევრი რამე შეიცვლება.. წელს ზღვა ყურადღება სტადიონის აშენებას დაეთმო.. ხოდა ამ ზაფხულს უკვე ტრანსფერებზე და სხვა საქმეებზე გააკეთებენ სრულ მობილიზებას.
ღმერთმა გისმინოს ბრატ…
მოვა ეს ზაფხულიც და ვნახოთ… იმედია გასული ზაფხულებივით არ ჩაივლის…
და ვარსკვლევბი ნამდვილად ვარსკვლავები იქნებიან და არა ისეთები როგორიც მაროტას ჰგონია ვარსკვლავი…
საქმე იმაშია რომ ეხლა დაძაბული სიტუაცია გუნდს არ აწყობს.სეზონის ბილომდე ყველა ერთად უნდა ეცადნონ როგორმე კარგათ მივიდნენ.
ზაფხულიდან – ეს სიტყვა ისმის 4 წელია უკვე მაგრამ გუნდში მაროტასნაირი დელნერისნაირი და მარტინესისნაირი არაპროფესიონალი ხალხის გარდა არავინ მოსულა.
უბრალოდ რომ გადავხედოთ 2006 წლიდან იუვემ რა ფეხბურთელებიც შეიძინა მართლა კატასტროფული სიტუაციაა. არცერთი ტრანსფერი გამოდგა წარმატებული. კიელინი, მარკიზიო, დე ჩელიე არიან იუვეს ნათელი წერტილები მაგრამ ესენიც მოჯის ხელში ჩამოყალიბდნენ.