ანიელი : “სეზონის ბოლოს რაღაც უნდა შეიცვალოს”
“იუვენტუსის – ერთიანი კოლექტივია.ჩვენ კარგად ვიცით, რომ ახლა რთული პერიოდი გვიდგას.ზაფხულში რაღაც უნდა შეიცვალოს, მაგრამ ისტორია, რომელზეც ჩვენ ვწერთ, არ შეიცვლება!” – ამგვარი განცხადება გააკეთა “იუვენტუსის” ახალი მაისურის წარდგენაზე მყოფმა ანდრეა ანიელიმ, მაისური იტალიის გაერთიანების 150 წელთან დაკავშირებით, სპეციალური ლოგოთი შეიკერა.საუბარმა დელ ნერიზე კითხვის გარეშე არ ჩაიარა : “არის მომენტები, როცა საუბარი გუნდის მიერ ნაჩვენებ შედეგებზე აიგება.ვიცი, რომ ლუიჯის აქვს პოტენციალი და მას სურს, იგი დაამტკიცოს.”
დელ პიეროს მომავლის შესახებ : “მას დარჩენა სურს.ჩვენ ამაყები ვართ და მიმდინარე კვირაში ამ საკითხს აუცილებლად გადავწყვეტთ.”
ბიანკონერის პრეზიდენტმა რამდენიმე სიტყვით კომპანია Lafico – ს შესახებ თქვა : “Lafico იუვენტუსის აქციების 7,5 % ფლობს.საჭიროების შემთხვევაში, აქციებს გავაუქმებთ, მაგრამ ახლა ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია.”
წყარო : Tuttosport
რაგაც ჰმმმ, რაგაც კი არა ყველაპერი შესაცვლელია
შეიცვალოს უნდა მწვრთნელი და მთლიანი მენეჯმენტი. ფეხბურთელთა მოზრდილ ჯგუფთან ერთად. იუვემ თავისი პრესტიჟი უნდა აღიდგინოს რომელიც საერთოდ აღარ აქვს,
მილანს მოვუგეთ დარწმუნებული ვარ .. აი სჰემდეგი თამაშების რა გითხრა
რაგაც კი არა ყველაფერი
რაღაც ძალია სენტიმენტალური იყო ანიელის საუბარი …
ლუიჯის აქვს პოტენციალი და მას სურს, იგი დაამტკიცოს.” – აჰა დარწმუნდიტ ახლა რო სანამ თავის პოტენციალს არ გამოავლენს ბოლომდე და არ ამოწურავს დელ ნერი მანამდე არსად წამსვლელია :smile:
მილანთან უნდა გამოავლინოს თავისი პოტენციალი :-) ანიელიც ბოლო შანსს აძლევს
რა ახალი მაისური?