ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მარკიზიო : “შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს”

მილანის “ინტერის” დამარცხების შემდეგ 3 კვირა გავიდა.ხვალ, “სტადიო ოლიმპიკოზე” ბებერი ქალბატონი ტიტულისთვის მებრძოლ კიდევ ერთ გრანდს, “როსონერის” მიიღებს.”იუვეტუსი” მაქსიმალურად შეეცდება ქულების აღებას.

Juventus Channel – თან ინტერვიუში კლაუდიო მარკიზიო გუნდში ამჟამინდელ სიტუაციაზე საუბრობს : “გუნდი რეაბილიტაციის კურსს გადის.ბოლო ორი მატჩი მოულოდნელად წავაგეთ, ასეთ რეზულტატებს არავინ ელოდა.ლეჩესთან გუნდი მოედანზე არასწორი ფსიქოლოგიური მდგომარეობით გავიდა, მითუმეტეს თითქმის მთელი მატჩი 10 კაცით ვითამაშეთ.ბოლონიასთან პირველი ტაიმი მშვენივრად ჩავატარეთ, მეორე ნახევარში კი სამწუხაროდ ორ მომენტში ორი გოლი გავუშვით.ნამდვილად არ გაგვიმართლა.”

საშუალო დონის გუნდებთან მარცხის შემდეგ, დიდი გუნდის დროც დადგა.პირველ წრეში, სან სიროზე “იუვენტუსისმა” სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა : “დიდ გუნდებთან დიდი აგრესიითა და მონდომებით ვთამაშობთ.მატჩის სტატუსზე არ ვფიქრობთ, მთავარია ვაჩვენოთ კარგი თამაში.მილანი ძლიერი გუნდია, ტექნიკური ფეხბურთელებით, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს.”


“იუვენტუსსადა “მილანს” შორის მატჩი ყოველთვის დიდ აჟიოტაჟს იწვევს : “მილანს ნახევარდაცვაში შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს.გატუზო შესანიშნავ სეზონს ატარებს.მილანი ტიტულისთვის მებრძოლი გუნდია ? – მათ რთული მოწინააღმდეგე ჰყავთ, ინტერის სახით, მაგრამ მათ მაღალი კლასი აქვთ, ამიტომ ტიტულისთვის ბრძოლა შეუძლიათ.”

წყარო : Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
13 years ago

მაგარი კაცია

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x