ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მატრი : “მილანის კარში გოლს თუ გავიტან, მას აღვნიშნავ”

“მილანის” კარში გოლის გატანის შემთხვევაში, ალესანდრო მატრი მის აღნიშვნას აპირებს.”კალიარის” ყოფილი ფორვარდი როსონერის ახალგაზრდული აკადემიის აღზრდილია, მაგრამ იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მილანში ანტონიო კასანო გადაბარგდა, მატრი კი ტურინში.“სულაც არ ვნანობ, რომ ახლა იუვენტუსის ფეხბურთელი ვარ და არა მილანის.როსონერიში 12 წელი გავატარე და ამ კლუბს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ თუ მათ კარში გოლს გავიტან, აუცილებლად ავღნიშნავ.მასიმილიანო ალეგრი, ჩემი მწვრთნელი კალიარიში ასპარეზობისას გახლდათ, მას კარგად ვიცნობ, მას მილანში თამაში ჩემთვის არასდროს უთხოვია.”

“ამ მომენტისთვის ვთვლი, რომ მსოფლიო საუკეთესო ფორვარდები ზლატან იბრაჰიმოვიჩი და სამუელ ეტო’ო არიან, მაგრამ ჩემთვის საუკეთესო ჩემი კუმირი, მარკო ვან ბასტენია.მილანის ამჟამინდელი შემადგენლობიდან, ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო კევინს – პრინს ბოატენგია.შეუძლებელია ახსნა ის, რაც ლეჩესა და ბოლონიას წინააღმდეგ მოხდა.სამწუხაროა, რომ კალიარისა და ინტერთან მოპოვებული გამარჯვებები სამარცხვინო მარცხებით დავჩრდილეთ.ახლა მხოლოდ მილანზე ვფიქრობ და მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ ისეთივე ტრიუმფს, როგორსაც დერბი იტალიაში მივაღწიეთ.

წყარო : Football Italia

11 thoughts on “მატრი : “მილანის კარში გოლს თუ გავიტან, მას აღვნიშნავ”

    1. აუ ეს რა გითქვია, მატრი ჩვენთან წმინდა ტიპია. აი მუსლიმანები ღორის ხორცს არ ჭამენ, ჩვენ მატრისას : D

      1. მუსლიმანები ღორის ხორცს არ ჭამენ იმიტო როუწმინდულია. ალბათ ინდოელები რო არ ჭამენ ძროხის ხორცს ეგ გინდოდა გეთქვა. ძროხის მოკვლაზე ინდოეთში უფრო დიდი სასჯელია ვიდრე კაცის მოკვლაზე

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.