ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პატო : “დელ პიერო ჩემი კუმირია”

“მილანის” ფორვარდი, ალეშანდრე პატო Tuttosport – თან საუბარში ალესანდრო დელ პიეროზე საუბრობს : “მილანში იუვენტუსმა საოცარი თამაში აჩვენა, მათ გუნდური ბრძოლით დაგვჯაბნეს და ვთვლი, რომ ამ მხრივ ტურინელები სხვა გუნდებისგან გამოირჩევიან.იუვეში ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი ირიცხება.პირველ რიგში კიპერი, ჯიჯი ბუფონი, დაცვაში ჯორჯო კიელინი, ნახევარდაცვაში ფელიპე მელო, შეტევაში კი რა თქმა უნდა ალესანდრო დელ პიერო.ის დიდი ფეხბურთელი და იდეალური ადამიანია.დელ პიერო ჩემი კუმირია.ბავშვობაში, Playstation როცა ვთამაშობდი, ყოველთვის იმ გუნდს ვირჩევდი, რომელშიც ალესანდრო ირიცხებოდა.ის მსოფლიო ფეხბურთის დიდი მაგალითია, იუვენტუსის, იტალიისა და ზოგადად ფეხბურთის ლეგენდა.მის გვერდით მხოლოდ რონალდოსა და პაოლო მალდინის დავაყენებდი.შაბათს, მაქსიმალურად შევეცდები მატჩის შემდეგ მაისური სწორედ კაპიტანს გავუცვალო.მას ჯარიმების შესრულების განსხვავებული სტილი აქვს.ჯერ კიდევ კარგად მახსოვს, დელ პიეროს მაგიური მომენტები მადრიდის რეალის წინააღმდეგ.სიტყვები აქ ზედმეტია, ის უბრალოდ საუცხოო მოთამაშეა.”

წყარო : Goal.com


23 thoughts on “პატო : “დელ პიერო ჩემი კუმირია”

  1. AС Milan–ში დიდ ფეხურთელებს ოველთვის აფასებენ და Pato რომ არ დაევასება ადამიანს ის ფეხბირთისგან შორს არის, :* მილანის გადამკვრი ფანი ვარ მაგრამ დელ პიეროს, ბუფონს, ნედვედს, ყოველთვის საუკეტესოდებად მივიჩნევ. Forza Juve მაგრამ მილანის მერე <3

  2. მართალია ეს კაცი ლოგიკური მსჯელობა ესენი აქედან ქულის წამღები არ არიან და ამან დელპიეროს მაისური მაინც მოიპოვოს :D

  3. არც ისე მომწონდა ეს ფეხბურთელი მაგრამ თუ მართლა გულწრფელად ამბობს ამ სიტყვებს ამის შემდეგ დავაფასებ.

  4. პატო რომ უდადვოდ მსოფლიოში ერთ-ერთი უნიჭიერესი ფეხბურთელია (და თან 21 წლის) ამაზე საუბარი არ არის …. უბრალოდ კარგი იქნება შეეშვას ხან მის ბრაზილიასთან და ხან მის მსოფლიოებთან წარამარა სირბილს ……. ისე რა შენი საქმეაო კაცი იტყვის მარა ….

  5. პატო სწორად აფასებს ფეხბურთელებს დძაან კია ფეხბურთელია პატო და რეალმა რამოსში გაცვლა მოინდომა პატოს ნაცვლად მე სამ ფეხბურთელს გავაგდებდი გუნდიდან და კიდე10მილიონს დაუმატებდი მე გაუსჰვებდი მელოს და კრასიჩს რადგან არასტაბილური ფეხბურთელები არიან და ზევიდან სალიჰამიჯიჩს დაუმატებდი ერთი იუვე როდის იყიდის საკითხავია ესეთ დიდ ფეხბურთელს

  6. მოახლოვდა მილანთან თამაში და მომრავლდნენ საიტზე მილანის ფანები ;)

    მაგარია კაცია პატო, რეალურად აფასებს ფეხბურთელებს..

  7. ყველა აფასებს დელ პიეროს და იუვეს სიამაყეა, მხოლოდ ეს იდიოტი მაროტა ეწუწუნება ხელფასზე. სულ რომ 10 მილიონს ითხოვდეს (რაც წარმოუდჰენელია) ალექსი, უარი არ უნდა უთხრას იუვემ მისთვის ამ ხელფასის გადახდაზეც კი. მართლა სასირცხვილო ამბავია ეს !!!

  8. გაოცება შეიძლება, პატო საუბრობს იუვენტუსზე თბილად და დელ პიერო ცაში აჰყავს და ამ დროს ლეგროტალიე ისე ლაპარაკობს გეგონება იუვენტუსში გლიჯავდა ისე თამაშობდა და გუნდმა არ დაუფასა და გაუშვა რა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.