ხუთი მიზეზი, თუ როგორ შეუძლია “იუვენტუსს” დაამარცხოს “მილანი”
პრესტიჟულმა გამოცემა Goal.com – მა ის ხუთი მიზეზი ჩამოაყალიბა, რომელთა მიხედვითაც ბებერ ქალბატონს აქვს რეალური ძალა იმისა, დაამარცხოს იტალიის ჩემპიონათის ერთპიროვნული ლიდერი, მილანის “მილანი”.
გთავაზობთ, საკმაოდ საინტერესო მიზეზებს…
1.ფიზიკური მომზადება
30 ოქტომბერს, სან სიროზე გამართულ მატჩში ტურინელებმა მეტოქე ფიზიკურად აშკარად დაჯაბნეს.ფიზიკური ძალა შაბათის მატჩშიც საკმაოდ დიდ როლს ითამაშებს.
როსონერი თავის დაცვასა და მოედნის ცენტრში ბატონობის გამყარებას ჯენარო გატუზოს, მარკ ვან ბომელისა და მეტიუ ფლამინის ტრიოთი შეეცდება.ამ ფეხბურთელებმა შესანიშნავად ითამაშეს ნაპოლის წინააღმდეგ, რომელიც მილანმა 3-0 მოიგო.მათ შავ-თეთრების მხრიდან ფელიპე მელო და კლაუდიო მარკიზიო დაუხვდებიან.
2.შეტევები ფლანგებიდან, მარჯვნივ კრასიჩია
ტურინელთა მთავარი კოზირი მილოშ კრასიჩია, რომელიც სეზონის მეორე ნახევარში ისევე ვერ ბრწყინავს, როგორც პირველში.მილანი ფლანგებზე თავს იგნასიო აბატეთი და მარეკ იანკულოვსკით იცავს, სერბის წინააღმდეგ ერთი ერთზე თამაში კი უმეტესად ჩეხ მცველს მოუწევს.
3.დაცვითი კონტროლი, ბუფონი & კიელინი
ჯიჯი ბუფონის გარეშე დარჩენილი იუვენტუსი მარკო დი ვაიოს ბოლონიასთან 2-0 დამარცხდა.მილანს გაცილებით აგრესიული წინახაზი ჰყავს, ამიტომ ბუფონსა და დაცვის ლიდერ ჯორჯო კიელინიზე ბევრი იქნება დამოკიდებული.ტურინელებმა ამ სეზონში 34 გოლი გაუშვეს, რაც ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად კიდევ უფრო ართულებს დავალებას.
4.ალეშანდრე პატოს შეჩერება
ბოლო ორ გამარჯვებაში ბრაზილიელმა პატომ ლომის წილი დაიდო.იგი სწრაფი, ტექნიკური ფორვარდია, ამიტომ ტურინელებს მისი შეჩერება გაუძნელდებათ.
პატომ კიევოსა და ნაპოლის მცველებს დიდი პრობლემები შეუქმნა, კიელინისა და სხვა მცველებს მასზე დიდი ყურადღებით მოუწევთ თამაში.
5.ბურთზე კონტროლი, სწრაფი პასები
“იუვენტუსმა” “ინტერი” მშვიდი, წყნარი და ჭკვიანური ფეხბურთით დაამარცხა.ლუიჯი დელ ნერის ისეთივე ტექნიკური ფეხბურთელები არ ჰყავს, როგორიც მილანს, ამიტომ ტურინელთა მთავარი პლიუსი შორეული დარტყმები შეიძლება აღმოჩნდეს.სწრაფი გადაადგილება, ზუსტი პასები – სწორედ ასეთმა თამაშმა შეიძლება მოიტანოს დამსახურებული სამი ქულა.
ის ვოტმდა მარჯვენა მცველი რო გყავტ სორენსენი არ გეწყინოთ მარა მაგარი დარხეული აქვს
რატო? პატოს კვირაში ხო არ აქვს იმხელა ხელფასი რამდენიც სორენსენს წელიწადში :D ისე არ თქვათ რო ეტოოს ჯობს პატო :X
მილანი იგებს ამ თამაშს… მილანი იტალიაში საუკეთესოა და თქვენც კარგათ მოგეხსენებათ ეს.. მართალია იუვეს დიდ პატივს ვცემ მარა მილანი იგებს
სიზმარში ;-)
გაიხარეთ გენაცვალეთ… მოკლედ რა ვართ ასეთი ყველა პატივს გვცემს :-D
გასაგებია ყველა ტურინელს უნდა გამარჯვება მაგრამ ტურინში მეფეები იყავით მაგრამ აღარ ხართ რაცარუნდა სამწუხარო იყოს დიდ პატივს ვცემ იუვეს და მილანს მაგრამ დღეს დღეობით მეფობისგან იუვე შორსაა და იტალიაში მილანი საუკეტესო თამაშს აჩვენებს ნაპოლისთან თამაშმაც დაადასტურა კავანი საერთოდ დაკარგა სილვამ და მატრის და ტონის შეჩერება ნაგდად არ გაუჩირდება
მასე რომ ვიმსჯელოთ სორენსენმა ეტო ისე გაგუდა რო ორი დღე გული ერეოდა.. საკმარისიაა???
მელო გოლს გაიტანს.. ჩემი სიტყვები დაიმახსოვრეთ!!! და კიდევ შეიძლება მატრიმ გაიტანოს.
ეს თამაში იქნება 0-0 მაქსიმუმ 1-1 . იუვე სამწუხაროდ გამტანი არ არის და ალბათ უფრო ჩაკეტავს თამაშს მილანმა კიდე არამგონია თავი მოიკლას, მითუმეტეს უკვე 5 ქულით გაასწრო მდევარს მოკლედ კარგი ფრეა ეს თამაში რა :)
5 ქულით თუ გაასწრო არ მოინდომებს მეტით გასწრებას ?
ხვალ დელნერის იუვენტუსის და მილანის ბედი გადაწყდება…..
და ჩემი ბილეთის
ხუთი ქილა არაფერია სერია A-ში.. შაბათს თუ მილანი არ მოინდომებს ჩათვალე რომ მეორე ადგილთან სხვაობა ორ ქულამდე შემცირდება ; )
ნუ რომც მოინდომონ შეიძლება მაინც შემცირდეს სხვაობა.. დარჯას ნათქვამის არ იყოს – ეს ტურინია და ქა ჩვენ ვართ მეფეები!!!!!!
რათ უნდა ხუთიმიზეზი ამას ისედაც მოვიგებთ სამწუხაროდ თუ საბედნიეროთ
ibras aryofnac