ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” – “მილანი” ( სავარაუდო შემადგენლობები )

“იუვენტუსსა” და “მილანს” შორის დაპირისიპირებამდე სულ რამდენიმე საათი რჩება, გუნდების მთავარი მწვრთნელები კი ძირითადი შემადგენლობების დაყენებაზე იწყებენ ზრუნვას.ბოლო ინფორმაციების თანახმად, ალეშანდრე პატო ძირითად შემადგენლობაში თამაშს ვერ მოახერხებს, რამეთუ ბრაზილიელი გაციებულია და მას მაღალი ტემპერატურა აქვს.იტალიური პრესის ინფორმაციით, ალეგრი პატოს “ტოტენჰემთან” დაპირისპირებისთვის შემოინახავს, პირველ თერთმეტეულში კი ანტონიო კასანო ითამაშებს, მითუმეტეს იტალიელს ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლის უფლება არ აქვს.შესაბამისად, წინახაზში იბრაჰიმოვიჩისა და კასანოს დუეტი, მათ უკან კი შესაძლოა ადგილი რობინიოს ნაცვლად კევინს – პრინს ბოატენგმა დაიკავოს.ნაპოლისთან შეხვედრის მსგავსად, მარცხენა ფლანგზე მარეკ იანკულოსვკი ითამაშებს.

რაც შეეხება ბებერ ქალბატონს, აქ პრობლემები ისევ ალბერტო აკვილანის აქვს, რომლის ძირითადში დაყენებას და ზედმეტად გარისკვას დელ ნერი არ აპირებს.აკვილანის კლაუდიო მარკიზიო ჩაანაცვლებს, რომელსაც ფელიპე მელო შეუწყვილდება.ფლანგებზე მილოშ კრასიჩი და ხორხე მარტინესი.ცვლილებებია ცენტრალურ დაცვაშიც, ლეონარდო ბონუჩი შესაძლოა ჯორჯო კიელინიმ შეცვალოს, ხოლო მარცხენა მცველის პოზიციაზე არმან ტრაორემ ითამაშოს.ლუკა ტონისა და ალესანდრო მატრის დუეტი მილანელებს შეუტევს, ალესანდრო დელ პიერო და ვინჩენცო იაკინტა კი ცვლილებებიდან ჩაერთვებიან თამაშში.

“იუვენტუსი” ( 4-4-2 )

ბუფონი; სორენსენი, ბარძალი, კიელინი, ტრაორე; კრასიჩი, მელო, მარკიზიო, მარტინესი; მატრი, ტონი

სათადარიგოთა სკამზე : სტორარი, მოტა, ბონუჩი, ბუჩელი, გრიგერა, დელ პიერო, იაკინტა

ტრავმირებულნი : გროსო, სალიჰამიჯიჩი, კვალიარელა, დე ჩელიე, სისოკო

დისკვალიფიცირებული : პეპე (1)

მთავარი მწვრთნელი : ლუიჯი დელ ნერი

“მილანი” ( 4-3-1-2 )

აბიატი; აბატე, ტიაგო სილვა, ნესტა, იანკულოვსკი; გატუზო, ბომელი, ფლამინი; ბოატენგი, კასანო, იბრაჰიმოვიჩი

სათადარიგოთა სკამზე : ამელია, ოდო, იეპესი, ემანუელსონი, ზეედორფი, რობინიო, პატო

ტრავმირებულნი : პირლო, ბონერა, ანტონინი, ამბროზინი, მერკელი, ინძაგი

დისკვალიფიცირებული :

მთავარი მწვრთნელი : მასიმილიანო ალეგრი

წყარო : Tuttojuve

26 thoughts on ““იუვენტუსი” – “მილანი” ( სავარაუდო შემადგენლობები )

  1. მარტინესი; ამას რა უნდა ტოოოოოოო:((((მერე იყვირებს ერთი სულიერი მარტინეს მარტინეს:Dდეპლომ უნდა დაიწყოს ასეთ მნიშვნელოვან თამაშში !!!

  2. კაი თმაში იქნება დღეს მარა იუვე ძაან ცუდ ფორმაშია და მართლა გაუჭირდება მილანის დამარცხება მარაა მე მატრის მეშინია მაგრად მართლა კაი ფორვარდია

  3. milanfan ვემზადებით დღეს მილანის მოედანზე დასამარხად!!

    მარად და ყველგან ფორცა იუვეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე!!

    1. tsotsora

      წოწორ ხო იცი არ გესწავლება ძმა ჩემგან ცენზურის ამბავი : ) კაცურად კორექტულად ცოტა, წერტილებს დაწერ თუ სიტყვას არ აქვს მნიშვნელობა, აზრი ერთია და ყველა ხვდება რო იგინები
      : ))

  4. ბარძალი საერთოდ მცველი არაა :D ბონუჩი ვერ დადგება კრაიზე ძაან ბევრუ მიზეზის გამო .. ცენტრალური მცველი ეგრე ადვილად ვერ გადავა კრაიზე .. პირიქით უფრო შეიძლება , მითუმეტეს ამას სისწრაფე არ აქვს

    1. ჩემი აზრით შეცდომას უშვებს, ბონუჩი და კიელინის იდეალურ დუეტს არ უნდა შლიდეს..ბარძალი სკამზე..ტრაორე ფლანგზე..

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.