ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კრასიჩი : “საკუთარი ძალების უნდა გვჯეროდეს”

მილოშ კრასიჩი “მილანთან” მატჩისთვის სერიოზულად ემზადება : “იტალიაში ფიქრობენ, რომ ხშირად ვსიმულიანტობ, მაგრამ ეს ასე არ არის.”

სერბმა ნახევარმცველმა, “ბოლონიასთან” პირველ წრეში მოპოვებული პენალტის გამო 3 მატჩიანი დისკვალიფიკაცია დაიმსახურა, რამოდენიმე ყვითელი ბარათიც მიიღო და მას მსაჯები ხშირად არ ენდობიან.თავად ფეხბურთელის განცხადებით, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

“მე საკუთარ საქმეს ვაკეთებ, მსაჯები თავიან დავალებებს ასრულებენ.მინდა მათ ვუთხრა, რომ სიმულიანტი ფეხბურთელი არ ვარ, მიკვირს, რატომ ფიქრობენ ასე.ის, რაც ბოლონიაში შემემთხვა ძალიან რთული და არასამართლიანი საქციელია.დიახ, მესმის რამდენად რთულია მათი სამუშაო, მაგრამ ისინიც უნდა მიხვდნენ, როგორია ჩემი თამაშის სტილი.როცა ბურთიანად მივბრბივარ, მოწინააღმდეგე ჩემზე ხშირად უხეშობს, მაგრამ მსაჯი არ სტვენს.ვფიქრობ, რომ ყველაფრის საწყისი სწორედ ბოლონიაში “არასამართლიანად” მოპოვებული თერთმეტმეტრიანია.”

როსონერისთან შეხვედრაში მილოშ კრასიჩი ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს : “დღევანდელი შეხვედრა, ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია, იმედი მაქვს, ამ დავალებას თავს გავართმევთ.ვფიქრობ, რომ გუნდი კარგად იწყებს, მაგრამ გოლის საკუთარ კარში მიღების შემთხვევაში, ძალიან ცუდად ვრეაგირებთ.გუნდი ზედმეტად ნერვიულობს, აუცილებელია მშვიდად ყოფნა.ჩვენ ძლიერი გუნდი ვართ და საკუთარი ძალების უნდა გვჯეროდეს.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
valeri tokhadze
13 years ago

დგეს კრასიც ანტონინი დაუდგება ეგ საცოდავი რისი დამჩერია

Z u R a noniashvili
13 years ago

მიდი მილოშ

zuka kbiladze
13 years ago

მაგარი კაცი საღოლ მილოშ

gag100
13 years ago

ra kacia :Damit exla imis tqma unda ro waviqceo milantan penalti damideto :D :D :D :D :D

აკაკი მეტრეველი

საღოლ გიო

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x