ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვენტუსი 0-1 მილანი ფეხბურთელების შეფასებები

გთავაზობთ ტურინის იუვენტუსის ფეხბურთელების შეფასებებს , მილანთან ჩატარებული მატჩის შემდეგ …

ბუფონი – 5 – მეორე ნახევარში უშვებს კურიოზულ ბურთს გატუზოსგან . პირველ ტაიმში კი თამაშობს უშეცდომოდ .

სორენსენი – 5.5 – ფაქტიურად მარტო დატოვეს მოედანზე , რადგან ჯადოქარი უფრო მალე დაეხმარებოდა ვიდრე კრასიჩი .  ამიტომ , ფლამინის და კასანოს შორის უწევდა ყოფნა , იყო ეპიზოდები როდესაც გრძელი ფეხების დახმარებით აჩერებდა მეტოქეს , თუმცა ხშირ შემთხვევაში ახალგაზრდა ფეხბურთელი უძლური იყო რაიმე ეღონა .

ბარძალი – 6 – გაშვებულ ბურთამდე , პირნათლად ასრულებდა საკუთარ მოვალეობას . კარგად ხელმძღვანელობდა დაცვის თამაშს , სახიფათო ზონაშიც კი . თუმცა , გატუზოს ეპიზოდში დაცვა ჩავარდა და გავიდა კიდევაც ერთადერთო გოლი ამ შეხვედრაში .

კიელინი – 6 – ფიზიკური მახასიათებლების ხარჯზე , იგებს არაერთ საჰაერო ორთაბრძოლას . ცდილობს შეტევაში წასვლას , ერთხელ საკმაოდ სახიფათოდაც აწოდებს საჯარიმოში .

ტრაორე – 5 – რთული პირველი ნახევრის შემდეგ , რომელმაც კასანოსთან ორთაბრძოლაში გაატარა , მეორე ტაიმში დაცვის ხაზში საიმედოა . თუმცა შეტევაში , მისი ჩაწოდებები ყვავების სიკვდილით სრულდება . სიზუსტესთან პრობლემები აქვს .

კრასიჩი – 4.5 – ორი მშვენიერი სოლო რეიდი პირველ ნახევარში , რამაც სტადიონი აღფრთოვანებაში მოიყვანა . შემდეგ გაქრა და არავის შეუნიშნავს . ვერ ეხმარება გუნდს გამარჯვების მოპოვებაში .

მელო – 5.5 – ორ ნაწილად შეიძლება მისი თამაშის გაყოფა . პირველ ნახევარში იგებს ორთაბრძოლებს , ხოლო შემდეგ უთმობს მეტოქეს პოზიციებს  .

მარკიზიო – 5.5 – ეტყობა ცენტრალური ზონიდან გადაყვანამ მასზე ცუდად იმოქმედა . იბრძვის, თუმცა გადაცემები არაზუსტია . სავარაუდოდ GPS გაუფუჭდა .

მარტინესი – 4.5 – შეიძლება მის ასპარეზობაში პოზიტივის პოვნა . პირველ ნახევარში ცდილობდა კონტრშეტევბის წამოწყებას . ცდილობს დაეხმაროს ტრაორეს დაცვაში . კრასიჩთან შედარებით ნამდვილი ბეტონია .

ტონი – 6 – პირველ ნახევარში ხშირად ვარდებოდა , ხოლო შემდეგ როგორც იქნა იჭერს ბურთს , მეტოქეც ხშირად ჯარიმდება მასსზე , რითაც პარტნიორებს აძლევს ამოსუნთქვის საშუალებას .

იაკინტა – 63 წუთიდან – 5.5

მატრი – 4 – ეს ალბათ ავატარის გმირი იყო . სავარაუდოთ კამერების გარშემო იმყოფებოდა  პროექტორი გაფართოებით : ასაპრეზობდა მატრის 3D მოდელი .

დელ პიერო – 80 წუთიდან – შეფასების გარეშე

დელ ნერი – 4.5 – ჯიჯი დაცვის ხაზს ცვლის  , რომელიც ვერ ასრულებდა საკუთარ მოვალეობას უკანასკნელ მატჩებში . მიუხედავად ამისა გუნდი ვერ ახერხებს გოლის გატანას . გოლი კი არა კარის მიმართულებით ვერ ახერხებს ერთხელ მაინც ხეირიანად დარტყმას . ყვითელი ბარათების არ ქონაც , ადასტურებს გუნდის უაგრესიულობას მოედანზე .

წყარო : La Stampa

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

12 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
14 years ago

ეს კრასიჩის 4.5 რა უბედურებაა :

Gio Darja
14 years ago

კრასიჩს სპეციალურად არ უწერენ მაღალ შეფასებას..დელ პიეროც როგორ არ დაუწერეს 5 მიკვირს, სულ მაღალ შეფასებას აძლევენ სპეციალურად..

14 years ago

miqa13 – რა არ მოგწონს ვერ გამიგია ელემენტარული იუმორის გრძნობაა საჭირო რო ესე გულთან ახლოს არ მიიტანო ეს შეფასება.. ჯერ ერთი სპორტულ ჟურნალისტიკაში მიღებულია ხანდახან ხუმრობების ჩაქსოვება და ამდაგვარი შედარებები.. ასე რომ… ასე რომ ასე რომ.. მეტს აღარაფერს აღარ დავამატებ ; )

14 years ago
Reply to 

და მე გირჩევ რო 11X11-ზე და სპორტ ინფო არ იყიდო, თორე ეგ გაზეთები სავსეა იუმორით : )

Ladika
14 years ago

საერთოდ ვინმე შესაფასებელია ?

irakli kobe
14 years ago

საშინლად ითამაშა ყველამ

gocha khalvashi
14 years ago

წინა თამაშებს თუ გადავხედავთ დაცვა შესანიშნავად გამოიყურებოდა, ტრაორეც კაი იყო დაცვაში, უბრალოდ წინ ვერ ერთვებოდა კარგად, “პრიცელი” აქვს გასასწორებელი. :mrgreen: ბარძალი შესანიშნავად თამაშობს, ისე მოერგო გუნდს თითქოს დიდი ხანია ჩვენთანაა.
და ბონუჩი, რომ ყოფილიყო ალბათ დიდი ანგარიში დაფიქსირდებოდა თამაშის შემდეგ. ვერ განვითარდა, დარჩა ერთ დონეზე…

14 years ago

ყვავთა შემმუსვრელი ტრაორე!!! – ჰა როგორ ჟღერს : D

14 years ago
Reply to 

ვასილ ბულგართმმუსვრელი და არმანდ ყვავთმმუსვრელი

14 years ago
Reply to 

ვასილ არა ბასილ

| Newsphere by AF themes.
12
0
Would love your thoughts, please comment.x