ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დეშამი : ” იუვენტუსს ჩემპიონების მუდმივი როტაცია ესაჭიროება ”

2006 წელს კალჩიოპოლის გამო , იუვენტუსი უსამართლოდ იქნა დასჯილი . გუნდი სერია ბ-ში დააქვეითეს  , რომელიც ფრანგმა სპეციალისტმა , წარსულში იუვენტუსის ერთ ერთმა ლიდერმა , დიდიე დეშამმა ჩაიაბარა . ბიანკონერიმ ახალგაზრდა მწვრთნელის დახმარებით , უმალვე მოახერხა სერია ა-ში დაბრუნება , თუმცა ხელმძღვანელობასთან წარმოქმნილმა პრობლემებმა , დიდე აიძულა დაეტოვებინა ტურინი . სწორედ ამ მიზეზებზე ისაუბრა , მარსელის ოლიმპიკის მთავრმა მწვრთნელმა ჟურნალისტებთან , რამდენიმეს დღის წინ …

” იმ პერიოდში , დარწმუნებული ვიყავი , რომ სწორი ნაბიჯი გადავდგი , თუმცა შემდგომმა პერიოდმა სიტუაცია რადიკალურად შეცვალა . ეს მცდარი ნაბიჯი იყო ჩემი მხრიდან , გუნდი კატასტროფულ სიტუციამდე მივიდა და ეს ყველაფერი ჩემს სინდისზეა .  დროის გასვლის შემდეგაც კი ადამიანები ვერ მიხვდნენ , თუ რატომ გადავდგი ეს ნაბიჯი . გასულ წელს , ლივერპულის ხელმძღვანელობა დამიკავშირდა და იცით პირველი კითხვა რა დამისვეს ? რატომ წამოვედი იუვენტუსიდან ? მაშინდელ ხელმძღვანელობას , აბსოლიტურად განსხვავებული გეგმები გააჩნდა , მე კი სამწუხაროდ არავინ მირჩია როგორ მოვქცეულიყავი . რთული დრო იყო … ვცდილობდით დაგვეღწია ფსიქოლოგიური პრობლემები , წარმოიდგინეთ იუვენტუსი ისეთ ქალაქებში მართავდა მატჩებს , სადაც მანამდე ნამყოფი არ იყო . ყოველი მატჩი ნამდვილი ბრძოლა იყო . კარგად მესმოდა , რომ მომავალ სეზონში იუვენტუსისგან კიდევ უფრო მეტის ნახვა მოუნდებოდათ , მაგრამ არ შეგვეძლო მომენტალურად გვებრძოლა სკუდეტოსთვის . ჩემი პოზიცია მაშინვე ნათელი იყო , უნდა გვეყიდა სამი მსოფლიო დონის მოთამაშე და არა 7-8 საშუალო დონის ფეხბურთელი . გუნდს ესაჭიროება , ჩემპიონების მუდმივი როტაცია . დიახ , ხარისხი მსხვერპლს მოითხოვს , მაგრამ სერია ბ-ში ისეთი ფეხბურთელები აღმოვაჩინეთ , როგორებიც არიან კლაუდიო მარკიზიო და პაოლო დე ჩელიე ” .

წყარო : Football Italia

11 thoughts on “დეშამი : ” იუვენტუსს ჩემპიონების მუდმივი როტაცია ესაჭიროება ”

  1. რაღა თქმა უნდა რომ თითოეული თქვენთაგანის აზრს პატივს ვცემ-მეც მიმაჩნია რომ დეშამი ნამდვილად დიდი იუვენტინოა და გამოცდილებაც რაღაც დონეზე აქვს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი ჩაუდგე ჩემპიონის სულისკვეთების მქონე გუნდს შენების პროცესის სათავეში.აქ სხვანაირი ქარიზმისა და ამბიციის გამოცდილი სპეცია საჭირო!!

    1. ჩემი აზრით სწორედ დეშამი უნდა ჩაუდგეს ეხლა იუვეს სათავაეში რომ დიდი ხნიტაც დარჩეს გუნდში და თავის სტილზე აათამაშოს.

      მთავარია იყიდონ ისინი ვისაც მოითხოვს დეშამი.

  2. სამი მსოფლიო დონის მოთამაშე და არა 7-8 საშუალო დონის ფეხბურთელი!!!!მართალია ეს კაცი და თუ გინდა შეეკითხე:):P

  3. ისე მე ძალიან მომწონს მარცხენა ფლანგზე მარკ გონსალეზი. ეხლა არ დაიწყოთ ბარემ მთელი მოსკოვი მოიყვანეო მარა კრასიჩის კაი ალტერნატივაა მარცხნივ, ელიას მაინც ჯობია ყველაფრით

  4. სწორს იძახის რა ” ჩემი პოზიცია მაშინვე ნათელი იყო , უნდა გვეყიდა სამი მსოფლიო დონის მოთამაშე და არა 7-8 საშუალო დონის ფეხბურთელი . გუნდს ესაჭიროება , ჩემპიონების მუდმივი როტაცია . დიახ , ხარისხი მსხვერპლს მოითხოვს

  5. ვააა ძAლიან მომწონს დიდიეს ამდენი კომენატრი იუვეზე და ასე მგონია დაბრუნდება .

    ჩემი იუვეს ოცნება ახდება დიდიეს მოსვლით !!

    პროფესიონალიააა ეს კაცი და დარწმუნებული ვარ ჩელსიც შესთავაზებს ამას სასმახურს და ლივერპულიც მაგრამ ჩვენთან წამოვა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.