ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დი მარციო : ” სპალეტი უმთავრესი კანდიდატია ”

პოპულარულმა საფეხბურთო ექსპერტმა, ჯანლუკა დი მარციომ , გადაცემაში “E” sempre calciomercato”ში განაცხადა , რომ ტურინის იუვენტუსი ლუჩიანო სპალეტის მოწვევას გეგმავს მთავარი მწვრთნელის პოსტზე : ” ჯერ ჯერობით , მთავარი მწვრთნელის პოსტზე უმთავრეს კანდიდატად ლუჩიანო სპალეტი რჩება , რადგან სეზონის ბოლოს დელ ნერი ყველა ვარიანტში დატოვებს ტურინს . არანაირი დროებითი თავკაცები , ნედვედის , ჯენტილეს ან ვიალის სახით არ იქნება . რაც შეეხება შემადგენლობას , კლუბი უკვე მუშაობს ამაზე . პირველი შენაძენი იქნება ანდრეას ბეკი , რომელიც ფაქტიურად უკვე ტურინელია , მხოლოდ რამდენიმე უშუალო დეტალია შესათანხმებელი . მიმდინარეობს მოლაპარაკებები მიშელ ბასტოსთან . ტურინელებმა შუამავლად , ისეთი ცნობილი ფიფას აგენტი მოიწვიეს , როგორიც არის ოსკარ დომიანი ” .

წყარო : Juvemania

13 thoughts on “დი მარციო : ” სპალეტი უმთავრესი კანდიდატია ”

  1. სპალეტი საკმაოდ კარგი სპეციალისტია, თუ სხვა ვარიანტები არ დარჩება, ლუჩიანო მშვენიერი ვარიანტია..რაც შეეხება ბეკს, ძალიან კარგია ფლანგი რომ გაძლიერდება..იმედი მაქვს ბასტოსიც გადმოვა..

  2. ჩემი აზრით სპალეტი მართლაც რომ კარგი ვარიანტია-იტალიელია, კარგად იცნობს იტალიური ფეხბურთის ფუნდამენტალურ დოგმატებს, გააჩნია მასშტაბური აზროვნების ამპლიტუდური დისპოზიცია, ახალგაზრდაა, ნოვატორული მიდგომებით, ქარიზმატული, რისკიანი, ჟინიანი. ახალი გუნდის შენებას ვფიქრობ ესეთი პარამეტრების მქონე სპეცი სჭირდება.
    ეს ჩემი მოსაზრებაა და ამ მოსაზრებას არავის ვახვევ თავს.
    მთავარია ძლიერი, ტექნიკური და მეტოქეთა რისხვა იუვე ვნახოთ!!

    მარად და ყველგან ფორცა იუვეე!!

  3. რას ამბობთ ტო სპალეტი არააა ზენიტი ევროპის ლიგის საუკეტესო გუნდად რო გახდა?

  4. ანდრეას ბეკის თამაში არ მინახავს … მგონი მცველია … კარგი მოთამაშეა? სპალეტის დეშამი მირჩევნია და ვიალიც ………

  5. არა რა სპალეტი… არც ეგაა იუვეს დონე… მაგაზე უკეთესი დელნერია გამოცდილებით…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.