ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კვალიარელა : “თავს უკეთ ვგრძნობ”

6 იანვარს მიღებული უმძიმესი ტრავმის შემდეგ, ფაბიო კვალიარელამ მუხლზე ურთულესი ოპერაცია და უდიდესი სულიერი დარტყმა მიიღო.ბიანკონერების ფორვარდი მოედანზე გამოჩენას მიმდინარე სეზონის დასკვნით ნაწილამდე ვერ მოახერხებს, დღეს კი ფეხბურთელმა ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბართან საკუთარ თავზე და ბებერ ქალბატონზე ისაუბრა.

“გული მწყდება, რომ ტრავმის გამო ვერ ვიმუშავე მწვრთნელებთან, ფეხბურთელებთან, გუნდთან და რა თქმა უნდა ბურთთან ერთად.ახლა თავს უკეთ ვგრძნობ, მუხლის რეაბილიტაცია კარგად მიდის და ჯანმრთელობის მხრივ, საბედნიეროდ ვპროგრესირებ.ნამდვილად საოცარია, უცნაური კითხვები მიჩნდება მუხლის მწყობრში ჩადგომასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ჩემი პროფესია არ არის და ვამჯობინებ, კითხვები თავში დავტოვო.ფაქტია, რომ საქმე უკეთესობისკენ მიდის.მუხლს განსაკუთრებულად ვუფრთხილდები, ვიგრძნობ თუ არა ტკივილს, ეს ჩემზე პოზიტიურად მოქმედებს.ნამდვილად გამიმართლა, რადგან მყავს ექიმი, რომელიც 24 საათის განმავლობაში მზადაა დახმარება გამიწიოს.ჩემი ექიმი საუკეთესო სპეციალისტია არა მხოლოდ იტალიაში, არამედ ევროპაში და მსოფლიოში.”

ფაბიო კვალიარელას პირადი ექიმი პროფესორი ფაბრიციო ტენკონეა, Juventus Member დღეს მასაც გაესაუბრა : “დიახ, ფაბიო ახლა გარკვეულ სავარჯიშოებს აკეთებს, ეს კუნთებსა და საერთოდ მუხლს ფორმის აღდგენაში ეხმარება.”

წყარო : Tuttojuve

6 thoughts on “კვალიარელა : “თავს უკეთ ვგრძნობ”

  1. კაი ამბავია.. ეს გუნდზეც იმოქმედებს.. იმედია ბოლო 5-6 მატჩში დაგვეხმარება.. უბრალოდ აუცილებელია სეზონის დასკვნითი ნაწილის მაღალ დონეზე ჩატარება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.