ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ჭორი ( სანტონი )

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, დაცვის ფლანგების გაძლიერება ჯუზეპე მაროტას ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა იქნება.მარკო მოტა და ზდენეკ გრიგერა მარჯვენა ფლანგზე არადამაჯერებლად გამოიყურებიან, ფრედრიკ სორენსენი კი ძირითადი შემადგენლობისთვის ჯერ ზედმეტად ახალგაზრდაა, მარცხნივ პაოლო დე ჩელიესა და არმანდ ტრაორე განუწყვეტელმა ტრავმებმა კი ლუიჯი დელ ნერის ფაბიო გროსოს განაცხადში დაბრუნებაც კი აიძულა.ტურინელებისთვის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი ახალგაზრდა დევიდე სანტონია, რომელიც ამჟამად “არენდის” წესით გამოდის “ჩეზენაში”.გასულ წელს, ჟოზე მაურინიოს მწვრთნელობის დროს იტალიის U21 ნაკრების წევრს იშვიათად უწევდა მოედანზე შესვლა, ლეონარდოს მოსვლის შემდეგ კი სანტონი ნერიაძურიმ სანტონი ჩეზენაში გაანათხოვრა, სამაგიეროდ კი იუტო ნოგატომო მიიღო.ფაქტია, რომ დევიდე მილანელთა სამომავლო გეგმებში არ შედის, ამიტომ გასაკვირი არ იქნება თუ ფეხბურთელი “ინტერს” “იუვენტუსის” სანაცვლოდ დატოვებს.ჯუზეპე მაროტა სანტონის არენდით აყვანასაც ფიქრობს, გამოსყიდვის შესაძლო უფლებით.

წყარო : Tuttojuve

11 thoughts on “სატრანსფერო ჭორი ( სანტონი )

  1. ამ სორენსენს მემგონი გააფუჭებენ ტიპი შუა მცველია და თან ახალგაზრდა და გამოუცდელი,წესიერად შუაში არ აქ ნათამაშები და მარჯვნივ დგას ძირითად შემადგენლობაში! სანტონი გადმოვიდეს ვეთანხმები ამ ტრასფერს

  2. ძალიან ძლიერი ფეხბურთელია ჩემი აზით თან იტალიელია და უდიდესი მომავალი აქვს, უბრალოდ მოურინიოს ხელშI ვერ გაიხსნა.

    ამას უნდა ეხლა იუვეში გადმოვიდეს და იუვეში დახვდეს დეშამი – უყვარს ახალგაზდებთან მუშოაბა. იყიდოს იუვემ მარცხენა კრაი – პეროტი და მშვენიერი ფლანგი იქნება მარცხენა. მარჯვნივ კი ვან დერ ვილი და + კრასიცჩI ძალიან სწრაფი შემტევი და დასევე დამცველი კრაი გვეყოლება ორივე.

    შუაში გვინდა მოდრიჩი დაადუღებს ცენტრს და წინ კაკ მინიმუმ ბენზემა და მეორე თავდასხმელად ტევესი მინდა საოცრად.

    1. კარგად დაიწყე, ლოგიკურად და წარმატებულად :D ბოლოს ძალიან ოცნებებში გადაიჭერი..რაის ტევესის მყიდველია მაროტა..ან ვინ მოგვცემს დაბალ ფასად..

  3. რა არენდა ტოო ამ მაროტას მაგარი აძაგძაგებს.. რა არენდა თუ ყიდულობ იყიდე და თუ არ უნდა ნორმალურად მუშაობა დასტოვა პოსტი და წავიდა!!!!!!!!

  4. ძალიან მაგარი კაცია, მოტას, გრიგერას, სორენსენს, იგივე გროსოს და ტრაორე ფლანგებზე ჯობია, შეიძლება დე ჩელიეს დონისაა, მაგრამ ჩემი აზრით პაოლოზე მაღალი დონისა..ასეთი ახალგაზრდები გვინდა ფლანგებზე, მებრძოლი ფეხბურთელები..აბა დანი ალვეშებს და მაიკონებს არავინ მოგვცემს..მე მომხრე ვარ ამ ტრანსფერის..

    1. მეც მომხრე ვარ.. გაიხსენეთ ინტერში ჩაკარგული ტალანტები იუვეში იხსნებიან.. იგივე კანავარო

  5. ამას დეჩელიე ჯობია ყველა საფეხბურთო კომპონენტში!! ხოლო თუ თვალები გევასებათ ამის ვინმეს ეგ უკვე თქვენი პრობლემაა :D

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.