ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კვალიარელა : “თავს უკეთ ვგრძნობ”

6 იანვარს მიღებული უმძიმესი ტრავმის შემდეგ, ფაბიო კვალიარელამ მუხლზე ურთულესი ოპერაცია და უდიდესი სულიერი დარტყმა მიიღო.ბიანკონერების ფორვარდი მოედანზე გამოჩენას მიმდინარე სეზონის დასკვნით ნაწილამდე ვერ მოახერხებს, დღეს კი ფეხბურთელმა ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბართან საკუთარ თავზე და ბებერ ქალბატონზე ისაუბრა.

“გული მწყდება, რომ ტრავმის გამო ვერ ვიმუშავე მწვრთნელებთან, ფეხბურთელებთან, გუნდთან და რა თქმა უნდა ბურთთან ერთად.ახლა თავს უკეთ ვგრძნობ, მუხლის რეაბილიტაცია კარგად მიდის და ჯანმრთელობის მხრივ, საბედნიეროდ ვპროგრესირებ.ნამდვილად საოცარია, უცნაური კითხვები მიჩნდება მუხლის მწყობრში ჩადგომასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ჩემი პროფესია არ არის და ვამჯობინებ, კითხვები თავში დავტოვო.ფაქტია, რომ საქმე უკეთესობისკენ მიდის.მუხლს განსაკუთრებულად ვუფრთხილდები, ვიგრძნობ თუ არა ტკივილს, ეს ჩემზე პოზიტიურად მოქმედებს.ნამდვილად გამიმართლა, რადგან მყავს ექიმი, რომელიც 24 საათის განმავლობაში მზადაა დახმარება გამიწიოს.ჩემი ექიმი საუკეთესო სპეციალისტია არა მხოლოდ იტალიაში, არამედ ევროპაში და მსოფლიოში.”

ფაბიო კვალიარელას პირადი ექიმი პროფესორი ფაბრიციო ტენკონეა, Juventus Member დღეს მასაც გაესაუბრა : “დიახ, ფაბიო ახლა გარკვეულ სავარჯიშოებს აკეთებს, ეს კუნთებსა და საერთოდ მუხლს ფორმის აღდგენაში ეხმარება.”

წყარო : Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
gvasa
13 years ago

მალე დაბრუნდი ფაბიო

Z u R a noniashvili
13 years ago

მოდი რა მალე ჯოგარო

iosi shalolashvili
13 years ago

გუნდის დიდი დანაკლისია ფაქტი სახეზე ძალიან გვჭირდება

dito chanturia
13 years ago

fabio daimtvra da gunds golebi ver gaaqvs arada roca fabio iyo gundi sauketeso machveneblit iyo italiashi….imedia male dabrundeba da isev gagvaxarebs tavisi warmoudgeneli golebit

Vaxooo
13 years ago

ძაან გვჭირდება ფაბიო!!!

13 years ago

კაი ამბავია.. ეს გუნდზეც იმოქმედებს.. იმედია ბოლო 5-6 მატჩში დაგვეხმარება.. უბრალოდ აუცილებელია სეზონის დასკვნითი ნაწილის მაღალ დონეზე ჩატარება

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x