ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

უჩვეულო დილა ვინოვოზე

დღევანდელი დღე ვინოვოს სამწვრთნელი ბაზისთვის ნამდვილად განსაკუთრებული იყო.ბიანკონერების სავარჯიშო ცენტრს ისრაელის პრემიერ – მინისტრის მოადგილე და ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი – ავიგდორ ლიბერმანი ეწვია.ლიბერმანი ამ დღეებში იტალიაში იმყოფება და იგი პოლიტიკურ შეხვედრებს მართავს.ავიგდორ ლიბერმანი ვინოვოზე ისრაელის ელჩთან იტალიაში – გიდეონ მეიროსთან ერთად მივიდა, მასპინძლობა კი მათ ჯუზეპე მაროტამ, პაველ ნედვედმა და მიკელე ბრიამონტემ გაუწიეს.

ტექნიკურ შტაბთან მისალმების შემდეგ, ლიბერმანი პირადად შეხვდა ალესანდრო დელ პიეროს და ფეხბურთელისგან პირადი მაისურიც მიიღო, ბებერი ქალბატონის კაპიტნის ხელმოწერით.ლიბერმანი “იუვენტუსის” ფეხბურთელების ვარჯიშის პირველ ნაწილსაც დაესწრო.

წყარო : Juventus.com

5 thoughts on “უჩვეულო დილა ვინოვოზე

  1. რა ჯანდაბა უნდოდათ? ხომ არ დაინტერესდნენ იუვეთი ტო:)) ებრაული კაპიტალი და საერთოდ მაგათი დიასპორა მართავს დღეს მსოფლიოს:)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.