ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დეშამი : ” იუვენტუსს ჩემპიონების მუდმივი როტაცია ესაჭიროება ”

2006 წელს კალჩიოპოლის გამო , იუვენტუსი უსამართლოდ იქნა დასჯილი . გუნდი სერია ბ-ში დააქვეითეს  , რომელიც ფრანგმა სპეციალისტმა , წარსულში იუვენტუსის ერთ ერთმა ლიდერმა , დიდიე დეშამმა ჩაიაბარა . ბიანკონერიმ ახალგაზრდა მწვრთნელის დახმარებით , უმალვე მოახერხა სერია ა-ში დაბრუნება , თუმცა ხელმძღვანელობასთან წარმოქმნილმა პრობლემებმა , დიდე აიძულა დაეტოვებინა ტურინი . სწორედ ამ მიზეზებზე ისაუბრა , მარსელის ოლიმპიკის მთავრმა მწვრთნელმა ჟურნალისტებთან , რამდენიმეს დღის წინ …

” იმ პერიოდში , დარწმუნებული ვიყავი , რომ სწორი ნაბიჯი გადავდგი , თუმცა შემდგომმა პერიოდმა სიტუაცია რადიკალურად შეცვალა . ეს მცდარი ნაბიჯი იყო ჩემი მხრიდან , გუნდი კატასტროფულ სიტუციამდე მივიდა და ეს ყველაფერი ჩემს სინდისზეა .  დროის გასვლის შემდეგაც კი ადამიანები ვერ მიხვდნენ , თუ რატომ გადავდგი ეს ნაბიჯი . გასულ წელს , ლივერპულის ხელმძღვანელობა დამიკავშირდა და იცით პირველი კითხვა რა დამისვეს ? რატომ წამოვედი იუვენტუსიდან ? მაშინდელ ხელმძღვანელობას , აბსოლიტურად განსხვავებული გეგმები გააჩნდა , მე კი სამწუხაროდ არავინ მირჩია როგორ მოვქცეულიყავი . რთული დრო იყო … ვცდილობდით დაგვეღწია ფსიქოლოგიური პრობლემები , წარმოიდგინეთ იუვენტუსი ისეთ ქალაქებში მართავდა მატჩებს , სადაც მანამდე ნამყოფი არ იყო . ყოველი მატჩი ნამდვილი ბრძოლა იყო . კარგად მესმოდა , რომ მომავალ სეზონში იუვენტუსისგან კიდევ უფრო მეტის ნახვა მოუნდებოდათ , მაგრამ არ შეგვეძლო მომენტალურად გვებრძოლა სკუდეტოსთვის . ჩემი პოზიცია მაშინვე ნათელი იყო , უნდა გვეყიდა სამი მსოფლიო დონის მოთამაშე და არა 7-8 საშუალო დონის ფეხბურთელი . გუნდს ესაჭიროება , ჩემპიონების მუდმივი როტაცია . დიახ , ხარისხი მსხვერპლს მოითხოვს , მაგრამ სერია ბ-ში ისეთი ფეხბურთელები აღმოვაჩინეთ , როგორებიც არიან კლაუდიო მარკიზიო და პაოლო დე ჩელიე ” .

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

11 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
BESO BARAMIA
13 years ago

რაღა თქმა უნდა რომ თითოეული თქვენთაგანის აზრს პატივს ვცემ-მეც მიმაჩნია რომ დეშამი ნამდვილად დიდი იუვენტინოა და გამოცდილებაც რაღაც დონეზე აქვს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი ჩაუდგე ჩემპიონის სულისკვეთების მქონე გუნდს შენების პროცესის სათავეში.აქ სხვანაირი ქარიზმისა და ამბიციის გამოცდილი სპეცია საჭირო!!

Ladika
13 years ago
Reply to  BESO BARAMIA

ჩემი აზრით სწორედ დეშამი უნდა ჩაუდგეს ეხლა იუვეს სათავაეში რომ დიდი ხნიტაც დარჩეს გუნდში და თავის სტილზე აათამაშოს.

მთავარია იყიდონ ისინი ვისაც მოითხოვს დეშამი.

Z u R a noniashvili
13 years ago

სამი მსოფლიო დონის მოთამაშე და არა 7-8 საშუალო დონის ფეხბურთელი!!!!მართალია ეს კაცი და თუ გინდა შეეკითხე:):P

valeri tokhadze
13 years ago

მოდი დიდიე შენ ხო ჩვენიანი ხარ

13 years ago

ისე მე ძალიან მომწონს მარცხენა ფლანგზე მარკ გონსალეზი. ეხლა არ დაიწყოთ ბარემ მთელი მოსკოვი მოიყვანეო მარა კრასიჩის კაი ალტერნატივაა მარცხნივ, ელიას მაინც ჯობია ყველაფრით

capitano
13 years ago

ვინ დაგიჯერა თორე კიიიიი :-?

john
13 years ago

სწორს იძახის რა ” ჩემი პოზიცია მაშინვე ნათელი იყო , უნდა გვეყიდა სამი მსოფლიო დონის მოთამაშე და არა 7-8 საშუალო დონის ფეხბურთელი . გუნდს ესაჭიროება , ჩემპიონების მუდმივი როტაცია . დიახ , ხარისხი მსხვერპლს მოითხოვს

Ladika
13 years ago

ვააა ძAლიან მომწონს დიდიეს ამდენი კომენატრი იუვეზე და ასე მგონია დაბრუნდება .

ჩემი იუვეს ოცნება ახდება დიდიეს მოსვლით !!

პროფესიონალიააა ეს კაცი და დარწმუნებული ვარ ჩელსიც შესთავაზებს ამას სასმახურს და ლივერპულიც მაგრამ ჩვენთან წამოვა.

საბა შიოშვილი

მე არ მევასება, მაგრამ ეს კაცი იმდენს ლაპარაკობს იუვეზე რო უნდა მოვიდეს რა :D : X : X მოდი ჰაჰ გვანახე რა შეგიძლია !!!!!!

Gio Darja
13 years ago

აუ დაბრუნდი გთხოოვ..ძალიან მინდა დეშამი..

13 years ago

მოდი ჩვენ გვინდიხარ ;-)

| Newsphere by AF themes.
11
0
Would love your thoughts, please comment.x