ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბიანკონერები ვარჯიშებს განაგრძობენ

“ჩეზენასთან” დაპირისპირებამდე 2 დღით ადრე ბებერი ქალბატონის ფეხბურთელებმა ბოლოსწინა ვარჯიში ვინოვოს ბაზაზე გამართეს.

გახურებისა და ათლეტური სავარჯიშოების შემდეგ, ფეხბურთელებმა ბურთის კონტროლზე გამართეს ვარჯიშები.შემდეგ იყო ხელბურთის მცირე შეხვედრა, შემდეგ ორმხრივი მატჩი მეკარეების გარეშე, ბოლოს კი 10-10 – ზე მინი – მატჩი, მაგრამ უკვე კიპერებთან ერთად.ბოლო მატჩის დროს, მარცხენა მუხლზე ტკივილები იგრძნო ანდრეა ბარძალიმ, რომელიც გასახდელში ნაადრევად დაბრუნდა.იტალიელი მცველის მდგომარეობა უახლოეს საათებში შეფასდება.

გუნდთან ერთად, სრული დატვირთვით ივარჯიშა კლაუდიო მარკიზიომ, რომელმაც გუშინდელი ვარჯიში სპორტ დარბაზში ჩაატარა.განცალკევებით ვარჯიშობდნენ ლუკა ტონი, პაოლო დე ჩელიე და ფაბიო გროსო – ეს ფეხბურთელები ინდივიდუალური პროგრამით ტრავმებს იშუშებენ.ხვალ, ბოლო ვარჯიშის შემდეგ ლუიჯი დელ ნერი ვინოვოს მედია ცენტრში წინასამატჩო პრესკონფერენციას გამართავს.

წყარო : Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x