ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კაპელომ “იუვენტუსს” პრემიერ – ლიგის ფეხბურთელები შეურჩია

ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ფაბიო კაპელო ტურინის “იუვენტუსს” პრემიერ – ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელების შეძენას ურჩევს.იტალიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამშაბათს ანდრეა ანიელი და იტალიელი სპეციალისტი ერთმანეთს შეხვდნენ, საუბარი კი ბებერი ქალბატონის სამომავლო გეგმებს შეეხო.ფლანგის მცველების პრობლემის გადასაჭრელად, “იუვენტუსი” “ევერტონის” მარცხენა უკანახაზელის, ლეიტონ ბაინესისა და “ლივერპულის” ფეხბურთელის, გლენ ჯონსონის შეძენას შეეცდება.ნახევარდაცვაში კაპელო სიამოვნებით იხილავდა ჯეკ ვილშერს, “არსენალის” ახალგაზრდა ტალანტს, ფლანგის შემტევ მოთამაშედ კი “ტოტენჰემის” გარემარბი, აარონ ლენონი სახელდება.

წყარო : Football Italia

26 thoughts on “კაპელომ “იუვენტუსს” პრემიერ – ლიგის ფეხბურთელები შეურჩია

  1. გაეთრიონ ეს ინგლისელები, რომელს გაუქაჩია, იუვეში ან თუნდაც იტალიაში, ჯობია საფრანგეთში ეძებონ

    1. ესე საქმისთვის შეხედვა ცუდია, რა აზრი აქ ვინ იყო ადრე ვინ ქაჩავდა და ვინ ვერა. იქნებ ეხა გაქაჩონ. მომკალით და ამ წყევლების და ტრადიციები ვითომ ის იქ ვერ თამაშობს არ მჯერა.თუ ფეხბურთელია ყევლგან გაქაჩავს ;)

  2. ცუდი რჩევა არაა,მაგრამ კაპელო როგორც ჩანს თავის პირად საქმეს უფრო უყურებს და ინგლისის ნაკრებისთვის შეთამაშებული ფეხბურთელები უნდა იუვეს ხარჯზე…
    აუ მე არ მინდა რა ინტერივით იუვენტუსი, რომ არცერთი იტალიელი არ იყოს… სკუადრა აძურაში ძირითადი ბირთვი უნდა იყოს ტურინული ტრადიციულად…

  3. ტოტენჰემი მომავალ სეზონში ლიგაზე ვერ გავა და შესაბამისად ასე მგონია დაიშლება ეგ გუნდი.

  4. უილშერი მაგრად მევასება მაგრამ არც ვენგერია მაგის ჩიტი ასე იოლად დაგვითმოს, ეს ბაიენის თამაში არ მაქვს ნაყურები წესიერად და ჯონსონი ალბათ ყველაზე რეალურია.

  5. რედნაპს დიდი გეგმები აქვს და ტოტენჰემიდან არავის არ გაუშვებს, არ უნდა ვესტ ჰემის მაგალითი გაიმეოროს, ძალიან დიდი ამბიციები აქვთ და წამყვან ფეხბურთელებს არ გაუშვებენ.

  6. ჯეკი უილშირს რომ არსენალი არ დათმობს ეს ცხადია //// ის ევერტონელი არ ვიცი და პირველად მესმის //// აი გლენ ჯონსონი დონეა მართლა / აარონ ლენონის რატომ ვერ ითამაშებს სერია ა-ში ???? კაპელო წილში ხომ არ უჯდება ამ ტრანსფერების გაჩარხის შემთხვევაში?

  7. ლენონი მოაშორონ !!! ეგ იტალიაში არაფრის გამკეთებელი არაა

    ტოტენჰემიდან ვისრუვებდი მხოლოდ მოდრიჩს და ბეილს რათქმაუნდა 8)

    1. ბეილს? 120 მილიონს აფასებენ ამ ფასში კი მთელ ტოტენჰემს ვიყიდით :mrgreen: მერე მეორე მე იმდენად არ მევასება ბეილი დიდი ვერაფერი
      ჩვეულებრივი ფეხბურთელია აქ კაი მარცხენა და დრიბლინგი და ცოტა
      ფინტის გაკეტებაც შეუძლია მაგრამ მაგაში 120 მილიონის გადახდას რონალდუს ვიყიდი :mrgreen:

  8. უილშირი მაგრად მევასება

    რაც შეეხება ინგლისელებს ..

    მემგონი კაპელო ინგლისის ნაკრებზე უფრო ფიქრობს ვიდრე იუვეზე :mrgreen:

  9. უილშერი არსენალს შეაკვდება.
    ეგ დაბადებიდან მანდ არის. არც თვითონ მოუნდება სადმე წასვლა და არც არსენალი გაუშვებს.
    ლენონი კიდე მოჟნა მარრა არ ვიცი გაუშვებენ თუ არა.

    აი რაც შეეხება ფლანგის მცველებს, ეგენი რეალურია

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.