ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კრასიჩი : ” გუნდს ძალუძს კრიზისის დაძლევა ”

” რთული დრო უდგას გუნდს , თუმცა ერთიანობის ხარჯზე ჩვენ შევძლებთ  კრიზისის დაძლევას “ – აცხადებს ბიანკონერის სერბი გარემარბი მილოშ კრასიჩი . გასულ დღეებში , ანალოგიური განცხადება , იუვეს არაერთმა ფეხბურთემა გააკეთა : ” თანამედროვე ფეხბურთში , ასეთი რამ შესაძლოა ყველა კლუბს შეექმნას . პასუხისმგებლობა ყველას ეკისრება , თუმცა მუხლჩაუხრელად მუშაობის შემთხვევაში , დარწმუნებული ვარ ამ შავ პერიოდს ერთხელ და სამუდამოდ მოვიტოვებთ უკან . მთავარი პრობლემა , ვფიქრობ არის ფსიქოლოგიაში და სწორედ აქ არის აუცილებელი მუშაობა ერთიანი ძალებით , რომ ისევ ისე გავაგრძელოთ ასპარეზობა , როგორც სეზონის დასაწყისში “

მატჩი ჩეზენასთან …

” რთული შეხვედრა გველოდება , გავითვალისწინოთ ისიც , რომ მეტოქემ ბოლო დაპირისიპირებაში გამარჯვებას მიაღწია , თუმცა საერთო ჯამში იუვეს უკეთესი საფეხბურთო მახასიათებლები გააჩნია , რასაც გამოიყენებს გუნდთან , რომელსაც ჩვენ დიდ პატივს ვცემთ . ვაცნობიერებთ , რომ თუ დავიხარჯებით ბოლომდე,  გამარჯვებას აუცილებლად მივაღწევთ ” .

ბოლონიასთან გამართული მატჩის შემდეგ , მილოშს არასამართლიანად ექცევიან … მსაჯები ხშირად უკეთებენ მას იგნორირებას …

” ჩემი სურვილია , ის ეპიზოდი დავიწყებას მიეცეს , მესმის რომ მსაჯებისთვის რთულია მოედანზე აბსოლიტურად ყველაფრის დანახვა , მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ , არ მინდა ჩემზე ასეთ კონტექსტში საუბრობდნენ . იუვეში ბევრი ფეხბურთელია დრიბლინგის მოყვარული , ამიტომ მსაჯი ყოველთვის ვერ მოასწრებს ყველაფრის დანახვას ” .

წყარო : Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
sandro ivaneishvili
14 years ago

აუ მილოსა რა კარგ ფორმაში იყო ოთხჯერ მოხვდა ტურის გუნდში ზედიზედ რა დაემართა

14 years ago

რა გახდა ამ ფსიქოლოგის მონახვა? :-) ყველა ერთხმად აღიარებს, რომ პრობლემა ფსიქოლოგიაში გვაქვსო და თავიანთი ხარჯით მაინც აიყვანოს თითო ფეხბურთელმა თითო ფსიქოლოგი :-)

ისე ფსიქოლოგების ლიჩნად მე არ მჯერა…

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x