რას წერენ იტალიურ პრესაში…
სრულიადში იხილეთ პრესტიჟული იტალიური საფეხბურთო გაზეთების დღევანდელი გამოშვებების მიმოხილვა…
La Gazzetta dello Sport:
მოგზაურობა “ბარსელონას” საფეხბურთო სკოლის აკადემიაში: აქ იბადებიან ისეთი ტალანტები, როგორიც მესია, ჩვენ მათგან უნდა ვისწავლოთ ყველაფერი
ლეონარდო:” ბრეშასთან დაპირისპირებისას იგივე მოტივაცია გვაქვს, როგორიც ბაიერნთან”
იბრასთვის ევროპული საღამოები შეწყდა
დე ლაურენტისი:” ხელები შორს მაცარისგან”
“იუვენტუსი” ნეაპოლური კლუბის მთავარი მწვრთნელის დაყოლიებას ცდილობს
Corriere dello Sport:
ბიანკონერის ვარჯიშს ანიელი და ელკანი ესწრებოდნენ:” შავი დღეები დასრულდა, ახლა ყველა ერთიანია და გუნდი ეცდება სეზონი დადებით ნოტაზე დაასრულოს”
ზაფხულში “იუვენტუსის” პირველი შენაძენი მიშელ ბასტოსი იქნება
ვან ბომელი მიზნად ისახავს, რომ რობენი “მილანში” გადმოსვლაზე დაითანხმოს
ინტერი მეორე შეტევას ამზადებს
დე ლაურენტისი:” მაცარი ნაპოლიში კიდევ დიდი ხნის მანძილზე დარჩება”
Tuttosport:
“იუვენტუსი” ვალტერ მაცარის მოყვანას გეგმავს, მაგრამ დე ლაურენტისს ამ თემაზე სხვა აზრი აქვს
ეტო’ო არ ხუმრობს:” ინტერი ყველაფერს მოიგებს”
“მილანი” მონტოლივოთი დაინტერესდა
“რომა” ჭაობში ეფლობა, გუნდში ბორიელოს სახით დიდი პრობლემაა წარმოქმნილი (როგორც იცით, ამ უკანასკნელს ფრანჩესკო ტოტისთან აქვს დაძაბული ურთიერთობა)
თუ ერთი პურისჭამა შავ დღეებს დაასრულებდა, ვერ იქეიფეს აქამდე? მე ეგ რაღაც არ მჯერა იმიტომ რომ ჯერ აქამდე ვერ თამაშობდნენ და ნაპახმელიარი ითამაშებენ?
1. “იუვენტუსი” ვალტერ მაცარის მოყვანას გეგმავს..
2. შავი დღეები დასრულდა…
აი ეს ორი წინადადება ერთმანეთს გამორიცხავს… გამომდინარე იქედან, რომ მაცარი ვერ დაასრულებს იუვეს შავ დღეებს…
მაცარის მოყვანას ზაფხულში აპირებენ
ახლა დელ ნერის არავინ გაუშვებს რაღაცა სასწაული თუ არ ჩაიდინა
თუმცა მაცარის იუვეში მოსვლის ალბათობა 1%-ად მიმაჩნია მაქსიმუმ და დიდად არც მინდა
ოოო ბასტოსი და მაცარი კაია მარა მაცარის ვინმე სერიოზული ტრენერი ჯობია კაპლეო ან ლიპი ჰიდინკი კიდე უკეტესია
ნაპოლი არც გაუშვებს მაგას