რამპულა : ” დელ ნერის გაშვებით სიტუაცია არ გამოსწორდება ”
ტურინის იუვენტუსის ყოფილი მეკარე , მიქელანჟელო რამპულა თვლის , რომ ლუიჯი დელ ნერის გუნდიდან გაშვება სეზონის დასრულებამდე , შეცდომა იქნება : ” ამ ეტაპზე ახალი მწვრთნელის მოყვანით სიტუაცია არ გამოსწორდება . რაღაცით ეს ყველაფერი შარშანდელ დროს მახსენებს , როდესაც ჩირო ფერარა იქნა გადაყენებული მთავარი მწვრთნელის პოსტიდან . ყველას კარგად გახსოვთ , რომ ამან არანაირი შედეგი არ მოუტანა გუნდს . ახალ თავკაცს , უბრალოდ დროც კი არ ეყოფა სიტუაციის გასაკონტროლებლად “ .
წყარო : Goal.com
მეც მაგას არ ვამბობ : ))))))
მართალია ეს კაცი მარტო დელ ნერი რო არაა დამნაშავე რაზეა ბაზარი უფრო დიდი დამნაშავე მაროტაა რომელმაც მოტების და ტრაორების იმედზე გადაწყვიტა ლიგაზე გასვლა
მაროტა რათქმაუნდა არ ვარგა ზოგადად, მაგრამ იმ ფულით რაც მაგ კაცს მიცეს კიდე ნორმალურად იმუშავა… ტრანსფერებს რაც შეეხება, ეგ მწვრთნელთან შეთანხმებით ხდება… დელნერი რომ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, დიეგოს ვერ ვსვამ ტაქტიკაშიო, რა ექნა მაროტას, ადგა და გაყიდა… მწვრთნელმა უნდა უთხრას ვინ უნდა და ვინ არა… მეგა ტრანსფერები კი არ ხორციელდება უფულოდ ან იჯარით… ზოგადად კი მაროტა რათქმაუნდა იუვეს დონის არ არის…
ვეთანხმები მიქელანჯელოს… მაგრამ თუ ახალს მოიყვანენ, უნდა მოიყვანონ ისეთი, რომელიც დელნერიზე უკეთესი იქნება და რომელსაც დატოვებენ შემდეგ სეზონშიც და სატრანსფერო ფანჯარამდე უკვე ეცოდინება ვინ რისი მაქნისია და ვინ სჭირდება დასატოვებლად გუნდში და გასაშვებად… დელნერიზე უფრო მეტად არავის არ უნდა ეხლა ლიგაზე გასვლა ჩემი აზრით… და წინასწარ იმის გაბაზრება რომ დელნერი სეზონის ბოლოს აუცილებლად დატოვებს იუვესო, გუნდს მხოლოდ და მხოლოდ ცუდად წაადგება. თვითონაც დაიკიდებს… ძალიან სუსტი მმართველია ანდრეა ანიელი… თუ ულტიმატუმი მართლა წაუყენა მილანთან წაგების შემთხვევაში გავუშვებო (ეგეთი ულტიმატუმიც არასწორი იყო ზოგადად ჩემი აზრით), მაშინ უნდა გაეშვა ყველა ვარიანტში…მიუხედავად იმისა წაადგება თუ არა გუნდს ეხლა დელნერის გაშვება… მის სიტყვას ფასი უნდა… Read more »