ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ჩეზენა – იუვენტუსი ( წინასამატჩო )

29 ტური სერია ა

თარიღი : შაბათი , 12 მარტი – 23: 45 თბილისის დროით

ადგილმდებარეობა : ” დინო მანუცი ” , ჩეზენა ( 23 860 )

ჩეზენამ ქულების დაგროვება დაიწყო

გუნდი რომელიც სერია ა-დან გავარდნის ერთ ერთი კანდიდატია , ბოლო მატჩებში ქულების დაგროვებას იწყებს . ამ ეტაპზე ჩეზენა , იმყოფება 17 ადგილზე , რომელიც გადარჩენის წინაპირობას უქმნის მოკრძალებულ კლუბს . თუმცა , ქულების მხრივ მასსა და ლეჩეს შორის , რომელიც თავის მხრივ გასავარდნ ზონაში იმყოფება , თაფარდობაა … ორივეს 28 ქულა აქვს აქტივში .

სტატისტიკას თუ გადავხედავთ , ვნახავთ რომ ჩეზენამ ბოლოს იუვენტუსი , შორეულ 1987 წლის ნოემბერში დაამარცხა . ტურინში დასრულებული დაპირისპირების შემდეგ , ტაბლოზე 0-2 დაფიქსირდა .

მასიმო ფიკადენტის შეგირდებმა , იტალიის ყოფილ ჩემპიონებთან , უკანასკნელი 6 საშინაო შეხვედრებიდან , ხუთი დაასრულა ფრედ . საინტერესო ფაქტია ასევე , ის რომ ჩეზენამ შინ , ერთ ბურთზე მეტი მხოლოდ მილანს გაუტანა … ეს შეხვედრა ჩემპიონატის პირველ წრეში გაიმართა და აუტსაიდერის გამარჯვებით , ანგარიშით 2-0 დასრულდა .

იუვენტუსი … გუნდი რომელიც კომაში იმყოფება …

საკუთარი ამაზრზენი ასპარეზობით , ბიანკონერი განაგრძობს არამარტო საკუთარი გულშემატკივარის გაკვირვებას , არამედ მთელი იტალიის . უკანასკნელი სამი დაპირისპირებიდან , ბიანკონერი უკლებლივ ყველაში დამარცხდა და ამასთან ერთად ვერ შესძლო ერთი გოლის გატანაც კი . დღეისათვის ტურინელები იმყოფებიან , მეშვიდე პოზიციაზე , დააგროვეს რა 28 შეხვედრაში  41 ქულა . მეოთხე ადგილთან სხვაობა უკვე 10 ქულამდე გაიზარდა .

ლუიჯი დელ ნერის შეგირდებმა , 14 გასვლითი მატჩიდან , მხოლოდ 5-ში მიაღწიეს გამარჯვებას . ბურთების შეფარდება კი ამ კუთხით შემდეგნაირად გამოიყურება : 17 გატანილი და 13 გაშვებული .  ბოლო 6 გასვლითი მატჩიდან კი სამში დამარცხდნენ და მხოლოდ ერთში იმარჯვეს .

იმ შემთხვევაში თუ გუნდის თამაში , ჩეზენასთან დაპირისპირებისას არ შეიცვლება , სავარაუდოდ გუნდს  ლუიჯი დელ ნერი დატოვებს . სულ უფრო და უფრო გვავიწყებს ეს იუვენტუსი , იმ გუნდს რომელიც არამარტო იტალიაში , არამედ ევროპაშიც  შიშის ზარს სცემდა ყველას .

ბოლო ურთიერთ შეხვედრების სტატისტიკა

2007 წლის 16 იანვარი  : იუვენტუსი 2-1 ჩეზენა ( სერია ბ )

2007 წლის 6 მაისი : ჩეზენა 2-2 იუვენტუსი ( სერია ბ )

2010 წლის 7 ნოემბერი : იუვენტუსი 3-1 ჩეზენა ( სერია ა )


ინფორმაციები მეტოქეთა ბანაკებიდან

” ჩეზენა ”

ფატიჩი , გორობსოვი და სამარკო ტრავმირებულნი არიან .

” იუვენტუსი ”

ბარძალი , გროსო , სალიჰამიჯიჩი , დე ჩელიე , მელო , რინაუდო , სისოკო , ტონი და კუალიარელა ტრავმირებულნი არიან .

მთავარი მოქმედი გმირები

” ჩეზენა ”

სამპდორიასთან დაპირისპირებაში , ფორვარდი ემანუელე ჯაკერინი , ერთ ერთი საუკთესო იყო ჩეზენას რიგებიდან . ამ უკანასკნელმა დუბლის შესრულება მოახერხა სამპდორიასთან მატჩში და ლომის წილი დაიდო საკუთარი გუნდის გამარჯვებაში ( 3-2 ჩეზენას სასარგებლოდ ) . იტალიელი იმედოვნებს , რომ შესძლებს იუვეს კარშიდაც გოლის გატანას .

” იუვენტუსი ”

ბიანკონერის თავკაცი ლუიჯი დელ ნერი , დიდი წნეხის ქვეშ იმყოფება . ყოველი მატჩის შემდეგ მისი დაკავებული თანამდებობიდან გადაყენება , სულ უფრო და უფრო რეალური ხდება . შესაძლოა ტაქტიკურმა ცვლილებამ , იუვენტუსს წარმატება მოუტანოს და მან შეინარჩუნოს მთავარი მწვრთნელის პოსტი . საინტერესო იქნება იმის ხილვა თუ რას მოიმოქმედებს იტალიელი სპეციალისტი .

სავარაუდო შემადგენლობები :

” ჩეზენა ” : ( 4-3-2-1 ) ანტონიოლი , სანტონი , პელეგრინო ,  ფონ ბერგენი , ლაურო , კაზერტა , კოლუჩი , პაროლო , როზინა , ხიმენესი , ბოგდანი

” იუვენტუსი ” : ( 4-4-2 ) ბუფონი , სორენსენი , ბონუჩი , კიელინი , ტრაორე , კრასიჩი , აკუილანი , მარკიზიო , პეპე , დელ პიერო , მატრი


34 thoughts on “ჩეზენა – იუვენტუსი ( წინასამატჩო )

  1. ეხა წავიკითხე მსოფლიო სპორტის საიტზე, კუალიარელას გამოსყიდვა 10.5 მილიონი ჯდებაო და მაროტა აპირებს ჯოვინკო ჩართოს ამ ტრანსფერში და არ ჯობია ჯოვინკოც დავიბრუნოთ და კუალიარელაში 11 მილიონი გადავიხადოთ !! ძაან მინდა მე ჯოვინკო რო დაბრუნდეს!სწრაფიც არი და ტექნიკურიც! პეპესაც ჯობია და მარტინესსაც ფლანგზე! და კრასიჩზე კარგი პასიც აქვს !!!

  2. ერთი საათის წინ დაიწერა ქართულ საიტზე , რომ კაკა და რობენის მილანში გადასვლა სავსებით რეალურია …. მაგრამ ამ თამაშის შემდეგ გაუშვებენ რობენს ??? რა გინდ არა ძლიერი საფეხბურო აგენტები იყვნენ ჩართული (ირაოლას ვგულისხმობ ზლატანის აგენტს)

  3. მომწონს პეპე ძირითადში,ბევრად აგრესიული და შემტევია ვიდრე მარტინესი და მარკიზიო კრაიზე,მარკიზიო ცენტრში უფრო კარგი იქნება ჩემი აზრით.იმედია დღეს ბიჭები ისე ითამაშებენ როგორც ჩვენ გაგვიხარდება!

  4. დღეს უნდა მოვიგოთ.. დელ პიერომ უნდა გაიბრწყინოს.. მერე ბრეშიას ჯერიც დადგება

  5. ჩეზენასთან უეჭველი უნდა მოვიგოთ, თორე ექვსეულიც ძალიან გაგვისწრებს და რაც შეეხება დელ ნერის იმედია ეხლა მაინც უღალატებს თავის ხუშტურებს და 4_3_3 ან 4_3_1_ 2 ათამაშებს გუნდს. ეს თამაში ისეთ გუნდთან როგორიც ჩეზენაა ნიჩიაც რო დამთავრდეს დელ ნერი უნდა წავიდეს ეგრევე. წლის ბოლოს დელ ნერი ისედაც არ იქნება მაგრამ ამ მატჩზე მასთან ერთად იუვეს ექვსეულში მოხვედრის შანსები და შემდგომი ამბიციებია დამოკიდებული., ასე რომ ეს თამაში ძალიან მნიშვნელოვანია

  6. ნეიმარი მართლა სასწრაფოდ უნდა შეიძინონ სანამ დროა თორემ ჩელსი ილესავს კბილებს …. კაკასაც უმიზნებენ და ნეიმარისთვის 30 მილიონი ევრო შესთავაზეს სანტოსს

  7. თქვენ რა გგონიათ არ ვიცი,მაგრამ მე დარწმუნებული ვარ მოვიგებთ და თან საკმაოდ ადვილად.დელ პიერო საკმაოდ მოამარაგებს მატრის და გოლებიც იქნება

  8. მელო რა შუაშია სევილიელი ლუიშ ფაბიანო … ეტყობა მაროტას დაენანა ფული ეგეც იჯარით უნდოდა …. წერეთ მინუსები და გყავდეთ წინა ხაზზე 33 წლის ტონი მარტოხელების გაშლაღა რო ეხერხება ფაბიანოსნაირი შემრულებელი იტალიაში 2-3 კაცია

    1. იუვენტუსს ეხლა არც ფაბიანო უნდა და არც ტონი.. ამ ზაფხულს ტონი უნდა გაუშვან და მილიონები გაამზადონ ნაიმარის საყიდლად..

  9. რავი ასე მგონია 1-1 დამთავრდება ეს თამაში … სან პაულუმ ლუიშ ფაბიანო დაიბევა ზაფხულში იქ გადავა არადა იანვარში უნდოდა მაროტას მისი შეძენა …. 7,6 მილიონი დაჯდა მისი ტრანსფერიო …..

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

არ გამოგრჩეთ