“იუვენტუსი” tuttosport -ს უპირისპირდება
“იუვენტუსში” შექმნილი მდგომარეობა თავისი სიმძიმით ბევრ ჩვენგანს გასულ სეზონს ახსენებს. ტურინში ისტორია მეორდება, გუნდი კი გამოსავლის ძებნის ნაცვლად ცდილობს ყურადღება გარეშე პრობლემებზე გადაიტანოს. “იუვენტუსი” tuttosport- ს უპირისპირდება…
მომხდარის მთავარი მიზეზი ტურინული გაზეთის პოზიციაა. ჟურნალისტები დიდი ხანია ხელმძღვანელობის უპასუხისმგებლობაზე აკეთებენ აქცენტს. “იუვენტუსის” რიგებში აცხადებენ, რომ tuttosport -მა მიზნად “ბებერი ქალბატონის” მწვრთნელის, ხელმძღვანელობისა და რამდენიმე ფეხბურთელის გაკრიტიკება დაისახა. ეჭვის ქვეშ გაზეთის როლიც კი დადგა, რაც მოკლედ რომ ვთქვათ, “ბიანკონერის” გულშემატკივართათვის “ცხელ-ცხელი” ინფორმაციის დროულად მიწოდებაში გამოიხატება.
შესაძლოა დირექტორატის მოთხოვნით ან თუნდაც თხოვნით შექმნილი მდგომარეობის შემამსუბუქებელი სტატიაც კი დაწერილიყო, მაგრამ იმ გამოცემაზე შეტევა, რომელიც “იუვეს” კვალდაკვალ მიჰყვება, ყველაფერს ცვლის.
tuttosport -ი მართლაც რომ ცნობილია “იუვენტუსის” წარმატება-წარუმატებლობებზე თავისი მკვეთრი რეაქციით. გაზეთის მესვეურები მუდამ ცდილობდნენ გულშემატკივარი საქმის კურსში ჰყოლოდათ. ძნელია გაიგო რეალურად რითია უკვე ოფიციალურად აღიარებული უკმაყოფილების რეალური მიზეზი. მით უმეტეს, თუ მხედველობაში “კალჩოპიოლის” საკითხზე La Gazzetta Dello Sport -ის პოზიციას მივიღებთ. tuttosport -ი იტალიელ ტიფოზებში დიდი მოწონებით სარგებლობს და მასთან ავსიტყვაობა ხელმძღვანელობისადმი კეთილი გულით არც გულშემატკივრებს მოაბრუნებს. ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ წერილს tuttosport -მა გაზეთის ფურცლებიდან უპასუხა:
” 13 მარტს “იუვენენტუსის” საიტზე ჩვენი გაზეთისათვის არასასიამოვნო ინფორმაცია განთავსდა. რამდენიმე ტაეპი სრული სიცრუე იყო. ამაზე კომენტარებისგან თავს შევიკავებთ, შეურაცხყოფა და ტყუილი ჩვენ არ გვაინტერესებს. მთავარი ისაა, რომ შეცდომაში ჩვენი მკითხველი არ შევიდეს. შეხედეთ დღევანდელ “იუვენტუსს” და ყველაფერი ნათელი გახდება: გუნდი ფეხბურთს ვერ თამაშობს, მწვრთნელმა კი არ იცის, რა ქნას. ეს საშინელი “იუვენტუსია”. კრიტიკა მხოლოდ პასუხისმგებლობის გამოძახილი როდია, არამედ ვალდებულება, რომელიც ჩვენს მკითხველთან გვაკავშირებს. სწორი იქნებოდა “იუვენტუსის” განცხადება ყველა თანამშრომელისათვის გულზე ჩამოგვეკიდა, როგორც ობიექტურობისა და პროფესიონალიზმის დასტური. “იუვენტუსში” მიმდინარე მოვლენები მუდამ ჩვენი საქმე იყო, მაგრამ ჩვენ არავის საკუთრება არ ვართ. განსხვავება ძალიან დიდი და შესამჩნევია. ჩვენი დამოკიდებულება არც მომავალში შეიცვლება, ჩვენ ხომ მხოლოდ “იუვენტუსის” აღზევება გვსურს. tuttosport -ი ერთადერთი გაზეთია, რომელიც ყურადღებით ადევნებდა თვალყურს “კალჩოპოლის” საქმეს და ეს დღემდე ასეა. ალვარო მორეტის სტატიების დახმარებით არაერთ აქამდე მიჩქმალულ ფაქტებს ავხადეთ ფარდა. ჩვენი გამოძიებები ხელმძღვანელობას დაეხმარა, სასამართლო პროცესებზე ამაყად მდგარიყვნენ, თავს ისინი ჩვენ მიერ მიწოდებული დოკუმენტებით დადასტურებული ფაქტებით იცავდნენ. კვალში მივყვებოდით კიდევ ერთ რევოლუციასაც, რომელსაც საფუძელი შარშან ზაფხულს ჩაეყარა.
ეს რევოლუცია ხელმძღვანელობის მეტამორფოზით დაიწყო. ცოტას თუ ახსოვს, რომ 2008 წლის შობას tuttosport -მა ანდრეა ანიელისთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც მან პირდაპირ გვითხრა, რომ მალე დირექტორატში ვიხილავდით. ანიელის გაპრეზიდენტება ამ ფაქტამდე მთელი ორი წლით ადრე ვიწინასწარმეტყველეთ. ზოგს ეხსომება რანიერის მიერ მოწყობილი პრეს-კონფერენცია, სადაც ის tuttosport -ზე რაღაც ეჭვებით საუბრობდა. მაშინ ჟურნალისტებმა მისთვის კითხვის შებრუნება ვეღარ გაბედეს. გვჯერა და დღემდე გვწამს, რომ მწვრთნელებს, რომელთაც “იუვენტუსის” სათავეში დგომის ბედნიერება აქვთ ერთი ვალდებულება აკისრიათ – გაიმარჯვონ. ჩვენ ვაკრიტიკებდით და გავაკრიტიკებთ მუშაობის დაბალ ხარისხს, მცდარ ბრალდებებს, გაუგებარ შემადგენლობას, გაურკვეველ ცვლილებებს, ფეხბურთელთა უთანხმოებასა და ცუდ მომზადებას.
და რით დამთავრდა ყველაფერი? რანიერი გაანთავისუფლეს, მაგრამ ამაში tuttosport -ის კი არა, “იუვენტუსის” ხელი ერია. ჩვენმა კრიტიკამ შედეგი გამოიღო. და რა დაემართა მას რომში? განა იგივე პრობლემები არ გაჩნდა, რაც “იუვეში”? კრიტიკაზე პასუხი არც მაშინ გაგვიცია და იმავეს არც ახლა გავაკეთებთ, ჩვენ უბრალოდ აშკარა ფაქტები მოგვყავდა არგუმენტად.
ყველას ახსოვს ჩვენ მიერ კბოლი ჯილის გაუმართლებელი პოლიტიკის ანდა ბლანის მიერ ერთროულად სამ პოსტზე ყოფნის კრიტიკა. როგორც ჩანს “იუვეს” მაღალი დონის გენერალური დირექტორის მოძებნა არ შეუძლია. წავიდა ჯილი, წავიდა სეკო (შესაძლოა ყველაზე ნაკლებად დამნაშავე), ჯილის უფლებები კი შეამცირეს. ალბათ “იუვენტუსის” მართვა ძნელია, მაგრამ ეს “იუვენტუსი” აღარაა. ალბათ ამის გამო მხოლოდ გულშემატკივრებიღა ღელავენ. მისცე პროგრესის სტიმული დინების წინააღმდეგ ცურვას არ ნიშნავს, პირიქით. რამხელა თანხა იქნა ქარს გატანილი ბოლო სეზონებში? რამდენი ტრავმირებული ფეხბურთელი აღმოჩნდა ლაზარეთში? ჩვენთან ბოლო ინტერვიუში მაროტამ განაცხადა, რომ ფეხბურთელებთან მოლაპრაკებები დასრულებული იყო, ნაყიდი იქნა 13 ფეხბურთელი , მაგრამ ბევრად მეტს დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ. არცერთ სხვა გაზეთს არ აქვს სატრანსფერო აქტივობებზე ასეთი ზუსტი ინფორმაცია. ყველა ჩვენი ახალი ამბავი შუამავლების, აგენტების ან გუნდის ხელმძღვანელებისგანაა მოპოვებული. გასულ სეზონში მოლაპარაკებები არაერთ ფეხბურთელთან მიმდინარეობდა, მაგრამ ნელ-ნელა “იუვენტუსი” ფინანსურ fair-play -ში აღმოჩნდა. დღემდე გვჯერა, რომ ბეპე მაროტასა და ანდრეა ანიელის მიერ არჩეული გეზი სწორია და რომ ამ გეგმის ბოლომდე მიყვანა ერთ სეზონში წარმოუდგენელია. არც ევროპასპორტების გაცემაში გატარებული ცვლილებები უნდა დაგვავიწყდეს, რამაც რაღაც დეტალებს შეცვალა.
ახალი “იუვე” დროში იყო შეზღუდული. ამ ზაფხულს ყველაფერი სხვაგვარად იქნება. გუნდს მინიმუმ ოთხი უმაღლესი კლასის ფეხბურთელი სჭირდება, ფეხბურთელი, რომელიც თამაშის მსვლელობაზე იქონიებს გავლენას. ამისათვის ფიქსირებული წლიური ხელფასი, რომლის ზედა ზღვარი დღეს 2.5 მილიონი ერვოა, უნდა გაიზარდოს. “იუვენტუსს” ჩვეული სახის დაბრუნება სურს და ანდრეა ანიელი ამისთვის ყველაფერს აკეთებს. მიუხედავად ასეთი სეზონისა, ვალდებულები ვართ გვჯეროდეს. სხვა გზა არ არსებობს. ისინი თვლია, რომ დელ ნერი სეზონის ბოლომდე უნდა დარჩეს. ეს მათი უფლებაა, ისევე როგორც ჩვენი – გავაკრიტიკოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები, მწვრთნელის არაპროფესიონალიზმი და შევეხოთ მეტნაკლებად პროვოკაციულ თემებს. ეს ჩვენი ვალდებულებაა, ვალდებულება tuttosport -ის მკითხველის წინაშე.
პაოლო დე პაოლა, tuttosport -ის დირექტორი. ”
ინტერის და მორატის ბრალია ყველაფერი რა დღეშიც ვართ : @.... ....@: @.... ....:@.... ....:@.... ....:@.... ....:@.... ....:@.... ....::@.... ....:@.... ....@ ნერვები მეშლება მაგრად
მორატის ბრალია ორი ჩამორთმეული სკუდეტო და სერია ბ (რამაც რათქმაუნდა გუნდი დაშალა), მაგრამ მას შემდეგ რაც დავბრუნდით სერია ა-ში თუნდაც დარჩენილი და დღევანდელი შემადგენლობით მინიმუმ უნდა იბრძოლო მაინც სკუდეტოსთვის და არა მეოთხე ადგილი საოცნებო გაიხადო… გუნდს უნდა პირველ რიგში კარგი მწვრთვნელი, კარგი სამედიცინო პერსონალი (ფსიქოლოგებით), რომ ამდენი ტრავმა არ იყოს და ნელ ნელა დამატება ვარსკვლავი ფეხბურთელების… ამათი დიდი შეცდომა ისაა რომ ამბობენ სწორ გზაზე ვდგავართო, თორე ერთ სეზონში რომ გუნდი არ შენდება ეგ ყველამ ვიცით… უკვე მე-4 წელია დაპირებებია მხოლოდ…
ეგ მათხოვრები რომ არა ახლა 33 სკუდეტო და შეიძლება 4 ჩემპიონთა ლიგაც გვქონოდა
მამენტ
ინტერზე მერდა და ნაგავი გუნდი არ მეგულება, მაგრამ გუშინ რაც გამახარეს, თან ბაიერნზე მოგებით : )
ნაშა დელო პრავოე !!!
აუცილებლად უნდა ვიყიდოთ ბასტოსი, რობენი, ვან დერ ვილი, კავანი, შვაინშტაიგერი, სერხიო რამოსი ან კოენტრაო, კოუტინიო, ფაბიო დასილვა. ხოლო გუნდიდან უნდა გაუშვან გრიგერა, ტონი, სალიჰამიჯიჩი,
მოტა, იაკუინტა, მარტინესი, პეპე, ტრაორე, ბარცალი. ერთი შანსი მივცეთ კიდევ კრასიჩს, აკვილანის, მატრის.
კოუტინოში რა ნახეთ ასეთი?? : ) მაგ კოუტინიოს ჩვენი პიაზონი უკვე ჯობია :-D
გამარჯობათ ბიჩებო აქ ყველას თავისი აზრი აქვს ამა თუ იმ საკითხში ყველას გვინდა იუვეს აღორძინება მაგრამ მაროტა ჯერ ვერ გარკვეულა იუვენტუსში არის თუ ისევ სამპდორიას პრეზიდენტია მას ეტყობა ჯერ იუვეს მუზეუმი და ლეგენდების თამაშები არ უნახავს როდის იყო მარტინესებით გრიგერებით და ასეთი ფეხბურთელებით სერია ა მოგვეგოს გუნდს ესაჭიროება 7-8 უმაღლესი კლასის ფეხბურთელები ისეთები როგორებიც იყვნენ ტურამი, კანავარო, ტრეზეგე, დავიდსი და 2-3 ახალგაზრდა პერსპექტიული მოთამაშეები მე ამაში ვხედავ გამოსავალს იყიდონ ის ვინც გუნდს გამოადგება და ეყვარება ისე როგორც ნედვედს უყვარდა და არა ისეთი როგორიც ამაური და პოულსენი
დამიკომენტარეთ და სენიშვნებსაც მივიღებ ღია გულით.
7-8 უმაღლესი კლასის ფეხბურთელის მყიდველები არ ვართ ჩვენ! და ვერავის მოთხოვ გიყვარდეს კლუბი რომელიც 2 წელია ლიგაზე ვერ ხვდება… ერთადერთ მაღალი ხელფასით თუ დავაინტერესებთ ვარსკვლავებს, ასეთ მოყვანილ ვარსკვლავს მე ისევ ერთგული საშუალო კლასის ფეხბურთელი მირჩევნია… ტრენერი გვინდა ! გაიხსენეთ მაურინიოს პორტო, ან თუნდაც საბერძნეთის ევროპის ჩემპიონობა, თუნდაც თავ დასაბანი რუსეთის ნაკრები… ესეა! ტრენერი გუნდის ხერხემალია!!!
კაცი რომელიც დელპიეროს მილიონზე ედავება ის კაცი 4 უმაღლესი კლასის ფეხბურთელს ვერ იყიდის და იუვეში რო კრასიჩი და მატრი იქნება მთავარი ვარსკვლავები ის იუვე ვერასდროს ვერ გახდება ჩემპიონი ჩვენთან უკვე ლუბოი ფეხბურთელზე შეიძლება ითქვას რო იუვეს დონისაა რადგან იუვე ჩემპიონობისთვის არ იბრძვის არამედ მე4 ადგილისთვის ხოლო მე -4 ადგილისთვის მებრძოლი გუნდისთვის ჩვენ შესაფერისი გუნდი გვყავს სამწუხაროდ იქაც ვერ გავდივართ. ამიტომ მოდით ვთქვათ სანამ ბილ გეიცი ან მაგდაგვარი მილიარდერი არ გვიყიდის იუვეს არ ეშველება არაფერი ვერ ხედავთ პაცინი და კასანო იუვემ გაუშვა და ინტერმა და მილანმა იყიდა უფრო იაფად მაროტამ საერთოდ ის თქვა კასანო არ გვაინტერესებსო . დელნერიზე აღარ მაქ საუბარი… Read more »
სანამ ცოტა ფულს არ დახარჯავენ და 3-4 მსოფლიო დონის ვარსკვლავს არ იყიდიან ჩვენი საშველი არ ჩანს…მოკლედ აქ დიდი კამათია რომელი ჯობია და ვინ უკეთესია, მაგრამ ბრუციანი მაროტას რას იზავს ეგაა ყველაზე მთავარი…არადა დიდი შანსია ამ ზაფხულსაც ისეთი საშინელი ტრანსფერები გააკეთოს რომ მომავალი სეზონიც კოშმარული იყოს…მოკლედ აღარ ვიცი რა ვიფიქრო…იმედია ყველაფერი კარგად იქნება…
ეს ხელმძღვანეობაც რა ბავშვებივით იქცევიან – გაზეთია მა როგორ უნდათ ხან გააკრიტიკებენ ხან შეაქებენ.. წლევანდელი საშინელი შედეგებისთვის გასაკრიტიკებელი კი არა დასაბრედები არიან და მადლობა თქვან რო მხოლოდ კრიტიკით შემოიფარგლნენ :evil:
peroti sadauri chempionia ver gavige?
me kvelaze magrad sanchesi da bastosi da glen jonsoni minda
ეჰ უშნო მოცეკვავეს უშლიდაო ამატ საქმე ესეა რაუნდა სამარტლიანად აკრიტიკებენ
სამარტლიანად აკრიტიკებს მერე რა არ არიან გასაკრიტიკლებლები?
ბასტოსი დაიმტვრა მართლა , ოპერაცია სჭირდება და არავინ იცის როდის დაბრუნდება
ეხლა ბეკის დამტვრევას ელოდებიან კიდე დღე დღეზე
ის არ კმარა ვინც ჩვენთან არის რომ იმტვრევა , ეხლა ვის ყიდვასაც ვაპირებთ ისინიც კვდებიან
მაგარია რა
ისე დამტვრეული რომ ვიყიდოთ ნახევარ ფასში არ მოგვცემენ?:) დაშლილი რომ ვიყიდოთ, მანქანის პონტში რა:) მერე კარგად გავარემონტოთ თეთრად შევღებოთ და დანიელი იქნება რა ფაქტიურად:)))))))))))
კი როგორ არ შეიძლება … დავირქვათ ” ელიავა ” და ვიყიდოთ დაშლილები , მოდერნიზების პრესპექტივით
ფულის მარაგი იდმენი არის რომ მინიმუმ სამი მაინც ისეთი ვიყიდოთ რო დაყრდნობა შეიზლებოდეს. უდინეზეს თამაშებს ორი კაცი იგებს, გვიდოლინი სხვა გუნდში სერია აში დასარჩენად იბრძოლებდა. ჩემპიონების მოყვანაა საჭირო თუნდაც ფსიქოლოგიური კუთხით, ხალხი რომელიც კიევოსთან 10 კაცით დაცვაში არ ჩადგება და თავმოყვარეობა არ მისცემს უფლება რო ბრეშასთან თამაშის ჩაკეტვაზე იფიქროს. მომავალი სეზონი ბოო გაბრძოლებაა რა, ზაფხულში ფინანსები ამოგვეწურება და მომავალ სეზონსაც თუ ჩავაგდებთ გვეწევა ნელ-ნელა ტორინოს ბედი. თან სამი ადგილი ჩემ ლიგაში, თან გაძლიერებული ნაპოლი (უდინეზე მოკვდება უეჭველი)…
როდესაც ვიძახით რომ 3 მსოფლიო დონის ვარსკვლავს დავიმატებთო თქვენ წერთ რომ აბა რაო, აი პასტორეო, ბასტოსიო, ვანდერვეილიო, დრენტეო, სანჩესიო და რავიცი რა და გავიწყდებათ რომ მსოფლიო დონის ვარსკვლავი არის პირლო და არა ეს პატარა ბიჭები, რომლებსაც თითო-თითო სეზონი აქვთ მაღალ (და არა უმაღლეს) დონეზე ჩატარებული. ამ ლოგიკით კი დღევანდელ იუვეში მსოფლიო დონის ვარსკვლავები არიან: ბუფონი, დელპიერო, კიელინი, გროსო და კვალიარელა. აქედან დელპო დაბერდა, გროსო მოკვდა, კიელინის კრიტიკული დღეები ვაქს კუალია კიდე დამტვრეულია. ამაშია საქმე!
ფულის მარაგი იდმენი არის რომ მინიმუმ სამი მაინც ისეთი ვიყიდოთ რო დაყრდნობა შეიზლებოდეს. უდინეზეს თამაშებს ორი კაცი იგებს, გვიდოლინი სხვა გუნდში სერია აში დასარჩენად იბრძოლებდა. ჩემპიონების მოყვანაა საჭირო თუნდაც ფსიქოლოგიური კუთხით, ხალხი რომელიც კიევოსთან 10 კაცით დაცვაში არ ჩადგება და თავმოყვარეობა არ მისცემს უფლება რო ბრეშასთან თამაშის ჩაკეტვაზე იფიქროს. მომავალი სეზონი ბოო გაბრძოლებაა რა, ზაფხულში ფინანსები ამოგვეწურება და მომავალ სეზონსაც თუ ჩავაგდებთ გვეწევა ნელ-ნელა ტორინოს ბედი. თან სამი ადგილი ჩემ ლიგაში, თან გაძლიერებული ნაპოლი (უდინეზე მოკვდება უეჭველი)…
უფ ნაპოლის ელის სამპდორიას ბედი. მხოლოდ 2 ფეხბურთელი კავანი და ლავესი, რომელიმე მათგანს, კავანის უფრო აუცილებლად აახევენ და დამთავრდება. და მგონია რომ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო რაუნდს ვერ გადალახავს ნაპოლი
22 წლის პეროტისგან რა უნდა მოითხოვო იუვეში ? რა გამოცდილება აქვს მაგას ? არსენალის დონის გუნდი უნდა ავაშენოთ ? თქვენი მე ვერ გამიგია რა
აქ საზომად ჯიოვინკო არ გამოდგება … ეგრე შეიძლება ვიღაც ინლერი აკუილანიზე ოდნავ უკეთეს თამაშს აჩვენებს წელს , მერე მაგითი რა ? ეგ ჩემპიონია და უნდა გადმოვიყვანოთ ?
რეალურად შევხედოთ სიტუაციას … შეიძლება ეგ პეროტიც ან მ’ვილაც კარგი იგროკები არიან , მაგრამ ექსპერიმენტების დრო მორჩა …
რა უნდა მოეთხოვათ 23 წლის ტრეზეგესგან ? მაგრამ სულით ჩემპიონი ფეხბურთელი იყო და უფრო ჩემპიონი ჩამოაყალიბეს იუვეში.
არ ვადარებ მე პეროტის არც ტრეზეგეს და არც არავის მაგრამ ბიჭს ეტყობა რომ სასწაული ფეხბურთელია და ეხლა დიდი ნაბიჯი სჭირდება რომ უფრო სერიოზულ ფეხბურთელად ჩამოყალიბდეს.
ეგრე ექსპერიმენტებზე რომ იფიქრო ბაშტოშზე რა დარწმუნებული ხარ რომ ითამაშებს მაღალ დონეს?
ამ ცოცხალი მაგალითი – მოიყვანეს კრასიჩი მაგრამ იმის მაგივრად პროგრესი განიცადა – დღითიდღე რეგრესს განიცდის ფეხბურტელი. ანუ მთლიანად შესაცვლელია იუვეში სიტუაცია ამის თქმა მინდა და ამას მაროტა ვერ აკეთებს ვერანაირად.
შენ პეროტი უნდა გიყიდო ლიჩნად მე რა:)))
r.baggio: 100%. მეც მაგას ვამბობ სულ რომ კვალიარელას და ბონუჩის (ვერა და ვერ განვითარდა ეს ბიჭი რა) და ა.შ ფეხბურთელებით იუვენტუსი ტიულებს კი არა ტიტულსაც ვერ მოიგებს. მაროტას არც ერთი გაკეთებულ იხოდი მომეწონა მე ოიუვეში – კრასიჩმა თავი გაიგიჟა, ძალიან უნდოდა იუვეში და ყველაფერი ქნა ამისთვის – ხოლო აი დიეგოს გაყიდვა იყო სუფთა სიგოიმე – სატრანსფერო ფანჯრის ბოლოდღეს გაყიდეს და შემცვლელიც კი ვერ იშოვნეს – 18 მილიონად კი შესაძლებელი იყო მშვენიერი ფეხბურთელის პოვნა. ერთი სიტყვით მაროტა აშენებს საშუალო დონი სგუნდს რა. და რომ ამბობთ ჯიოვინკომ მაქსიმუმ გაქაჩოს უდინეზეში და პლაერმოშიო, მიპასუხეთ – იუვე ეხლა ამ ორ გუნდზე ძლიერია ? –… Read more »
დღეს იუვე პალერმოზე და იუვენტუსზე სუსტია, თუმცა ეს იუვენტუსია და უნდა ვიაზროვნოთ და ვიმსჯელოთ ჩვენი ტრადიციებიდან გამომინარე და არა დღეს რომელ ადგილზე ვართ. მსოფლმხედველობასთან გვაქვს ეხლა საქმე, ჯოვინკო რომ მარტინესს ჯობია არ ნიშნავს იმას რომ ჯოვინკო მაგარია
რა მომენტია იცი
რეალურად რომ გადავხედოთ სიტუაციას , ეხლა არავინ არ მოვა ამ გუნდში და ხელმძღვანელობა მაქსიმალურად ცდილობს რომ მიმდინარე შედეგი როგორმე გამოასწოროს . … იქნებ დაიკავონ უფრო მაღალი ადგილი … ყველამ კარგად ვიცით , რომ დელ ნერი წავა , მაგრამ ეხლა რაღაც უნდა გააკეთოს ყველამ , რომ უკეთესი შედეგი დადონ ნებისმიერ ფასად
არ არის აუცილებელი ამ გაზეთებიდან ლანძღვა გინება , რას უშველის ეხლა ეს გუნდს ? რაიმე შეიცვლება ? ყველა წავა და ახალი 11 გლადიოტორი მოვა , გიჟ მწვრთნელთან ერთად ? დაიცადონ ცოტახანი , დამთავრდეს სეზონი , ან ბოლო ტურამდე მაინც მივიდნენ
შენ რაღა მოგივიდა კაცო:) აიღე და დახურე ბარემ ტუტოსპორტი:)) რამეზე ხომ უნდა წერონ:)))))))))))
და შენი აზრით იქნებ გამოსცორების დროა? კი კარგია კვარიარელა მაგრამ ჯოვინკო თუ ჩართეს მაგ ტრანსფერში რავი მაგაზე ცუდი არაფერი მოხდება, ან 11 გლადიატორი რაშუაშია ტო? უბრალოდ ახალგაზრდებზე უნდა გაკეტთდეს აქცენტი და არა ბებრებზე ესენ მაინც აგებენ თამაშებს და მაინც
რაც შეეხება ტუტოსპორტს, მანდ უკვე მოჯის სუნი დგას რა. ვააა რა კაცი იყო ეს მოჯი ყველაფერს აკონტროლებდა რა:) ეს რა კაცი დაგვაკარგინეს მორატის დედა….
პირლოს დათრევის შემთხვევაში აკუილანი მესამე ხარისხოვანი ტრანსფერი იქნება … თუმცა არ არის გამორიცხული მაგ შემთხვევაშიც დაიტოვონ … იქნებ ისწავლოს როგორ უნდა თამაშობდეს მსოფლიო დონის ნახევარმცველი … პირლო ასწავლის
თუნდაც, პირლოს გადმოსვლა მეც მინდა. და შეცვლაზე აკვილანი
ცოტა ძვირი სიამოვნება კი იქნება , მაგრამ ნამდვილად ღირს … პირლოს სეზონის ბოლოს უმთავრდება კონტრაქტი , მაგრამ პატარა ხელფასს ნაღდად არ დათანხმდება , რაც ალბათ კომპენსაცია იქნება რომ უსასყიდლოდ დაიმატებენ … ლივერპულმა კიდე უნდა დაწიოს მოშნად ალბერტოს ფასი … ძაან ცუდად თამაშობს ბოლო პერიოდში აკუილანი
პირლო მინიმუმ 4.5 მილიონს მოითხოვს, თუმცა უფასოდ რომ გადმოვიდეს და 2 წლიანი კონტრაქტი გავაფორმოთ 9 მილიონი გამოვა რა ხელფასებზე და 9 მილიონი აღარ ღირს პირლო? როცა მარტინესი 12 ღირს თურმე??:)
თავისთავად ღირს
კუალიარელა ულაპარაკოდ უნდა გადმოიყვანონ, ასევე ვთვლი რომ აკვილანიც, იმიტომ რომ მაგ კაცს შეუძლია ზამენიდან შემოვიდეს და 1 პასით გააკეთოს თამაში, თუმცა აკვილანის პოზიციაზე აუცილებლდ გვჭირდება ვარსკვლავი
ტრანსფერებს თუ განვიხილავთ კალჩოპოლის შემდეგ 2-3-მა ფეხბურთელმა თუ გაამართლა. ალბათ სისოკო, კრასიჩი, ბონუჩი. დღემდე ვერ ვხვდები რატო გაუშვეს მელბერგი. მარჯვენა მცველის პოზიციაზე დღევანდელ გუნდში ყველას აჯობებდა. გრიგერასთან და მოტასთან შედარებით გაცილებით სტაბილური იყო. სორენსენზე არაფერს ვამბობ-გამოუცდელია ჯერ მაინც და…
სორენსენის დატოვება ღირს , არ არის ეგ ხელიდან გასაშვები , მაგრამ რამდენად გამოგვადგება მარჯვენა ფლანგზე ეგ სხვა საკითხია … საინტერესოა ახალი მწვრთნელის ხელში რა ფუნქცია დაეკისრება მას … ვნახოთ
ახალი მწვრთნელი თუ მაღალი კლასის იქნა, სორენსენს ად პრიმავერაში გაუშვებს ან სხვა კლუბში არენდით. რა სორენსენი კაცო გაიხსენეთ იუვენტუსის დაცვები
მე თუ მკითხავ არც მოლინარო არ უნდა გაეშვათ, დავიჯერო ეხლა პესოტო დონის ფეხბურთელი ად დადგება???
მოლინარო რო მოგვენატრება
არადა მართლა რა გავაკეთეთ . და უფრო ადრე კიდე ბარალეტის გაშვება იყო დიდი სისულელე !!!
სორენსენი , ტიპიური ცივ სისხლიანი ვიკინგია , კარგი მწვრთნელის ხელში მაგარი მცველი გვეყოლება
ხო ბარცალეტი, და კიდევ ნოჩერინო დამენანა, დილივიო იყო მეორე, ეგ ხალხი სათარაგოთა სკამზე გამოგვადგებოდაააა. სორენსენი არის ტიპიური ცენტრალური მცველი და არავითარი ფლანგი. აი როცა გუნდს უჭირს და დაცვა უნდა ითამაშოს მაშინ რომ უნდა ათამაშო, ამასთან ერთად ძალიან გამოუცდელია, ამიტომ არენდა ყველაზე კარგი ვარიანტია
28 წლის კუალიარელას რა შეატყე სიბერისკენ მიდრეკილების ?
მაროტას ბებრები ნამდვილად არ მოუყვანია გუნდში თუ არ ჩავთვლით სრულიად უფასოდ გამოდყვანილ ტონის , რომელიც იძულებით უფრო მოხდა
გარეკლამირებული იცი ვინ არის ? ჯიოვინკო ! რა მოგწონთ ამ ფეხბურთელში მე არ მესმის … 1-2 თამაშს ითამაშებს და შემდეგ რას აკეთებს ვერავინ მიხვდება …
ჯოვინკოზე 100%-იანი ხარ. მაგის ასაკში დელპიერო ვიალიზე მაგარ ფეხბურთელად ითვლებოდა:) როდის უნდა გაიხსნას ჯოვინკო, როის როის:) ეგ ითამაშებს პალერმოში:)
გეთანხმები , ეგ პალერმოში ან მაქსიმუმი პატალოკი იქნება ნაპოლი … წლების მერე მეორე დი ნატალე იქნება , შეყრის მოშნად გოლებს მესამე ეშელონის გუნდში
23 წლის არის ტიპი და ამომავალ ვარსკვლავად ითვლება … ეს ყველაფერზე მეტყველებს
კვალიარელა საუკეთესო ფორვარდია იუვეში. დელ პიეროს გარდა ერთადერთი ,რომელსაც ფანტაზია აქვს. თან სწრაფია, თავითაც მშვენივრად თამაშობს. არენდით აყვანილთაგან ალბათ ეგ უნდა გამოვისყიდოთ მარტო. აკვილანიმაც ვერ გაამართლა ბოლომდე, უკეთესი იქნება გავუშვათ. მარკიზიო დადგება ცენტრში მელოსთან ერთად. რაც შეეხება ჯოვინკოს, ვერავინ დამაჯერებს, რომ სება მარტინესზე ან პეპეზე ცუდი ფეხბურთელია.
არა კვარიარელა მაგარია მაგრამ ნახავ მაგ სიმაგრეში რა ფულსაც აიხევს იუვე ნაპოლისგან,როგორც წესი 28 წლის ფეღბურთელებში მაგხელა თანხებს არიხდიან მე სადღაც მგონია რომ 20-25 მილიონს მოითხოვენ რაც ძალიან ბევრია ჩემი აზრით
ჯიოვინკოს ჩართვის გარეშე კუალიარელას ფასი 15 მილიონს შეადგენს
და 15 მილიონი რო მიცეს იუვემ გაუშვებს ანუ ნაპოლი?
20 მილიონს ვერ მოითხოვენ, არენდაში 16 მილიონი დევს, ანუ 16-ად შეუძლიათ ულაპარაკოდ გადმოიყვანონ, ამას დაუმატე 10 მილიონად ან 12-ად გაუქვითონ მარად ვარსკვლავი ჯოვინკო და გამოვა 4-5 მილიონად კვალიარელა რომელიც ტოპ კლასის ფორვარდია დღევანდელ იტალიურ რეალობაში
ჯოვინკო კარგი ფეღბურთელია თან ძალიან კარგი და არაერთხელ დამტკიცებს ამას
კი კარგი ფეხბურთელია, ისევე როგორც მიკოლი, ისევე როგორც იგივე დინატალე, იგივე დივაიო, თუმცა დივაიოს და დინატალეს დონემდეც ვერაა, ვერაფერს ვერ დაამტკიცებს ფეხბურთელი რომელიც 45 კილოა ტო
ნუ ეგ შენ გონია მასე რომ ვერ დამტკიცებს ტორე იგივე პარმაში ფეღბურთელები ტყვლა გუნდის ლიდერები ვერ ხდებიან ანუ ხედავენ რაგაცას ამ ფეღბურთელსში მასე წონას თუ უყურებ ბარსაში მაგალი და მძიმე ცონიანები მგონი არავინ არის,ბარსას ფეღბურთელებს არვადარებ ჯოვინკოს მაგრამ არც იტალიის ნაკრებში იცვევენ თყვილა ფეღბურთელებს ამხანაგურზე გერმანიასთან საკმაოდ ნორმალურად შემოვიდა ზამენაზე
მე კი არ მგონია რეალობაა ასეთი, იგივე ფაქტიურად გავარდნილი პარმას ლიდერები რომ არიან ყოფილი იუვენტინოები, პალადინო, ჯიოვინკო ამაური, იმიტომაც მიდის მაგათი საქმე კარგად! სულით ჩემპიონი დი ნატალეს უდიზნეზე ხედავ სადაც არის. არაა ეგ კაცი ევროპის დონის ვარსკვლავიც კი, შეიძლება პოტენციალი აქვს მაგრამ ვერ გაიხსნა ვერანაირად. ეხლა იტყვი დრო არ ჰქონდა სათამაშოო და მე გიპასუხებ ხოდა ეხლა აქვს პარამში დრო და გადაარჩინოს პარმა! დელპიერომ პირველივე თამაშში შეაგდო
ჯოვნკო მართალია დელ პიერომდე ვერ მიაღწია მაგრამ მარრტინესს პეპეს და კრასიჩს მირჩევნია ; )
გეთანხმები Nachke. იუვეს იტალიელ ქომაგებს ტუტოსპორტი ძალიან უყვართ და არამგონია ამ გაზეთის კრიტიკა ხელმძღვანელობას წაადგეს რამეში. სამწუხაროა , რომ გუნდში კვლავ არიან არაპროფესიონალები და ისეთი ადამიანები, რომლებიც იუვეს დონეს არ შეესაბამებიან. განსაკუთრებით სამედიცინო შტაბზე მაქვს ეჭვი. ვინ არიან, რა ხალხი? არ შეიძლება გუნდში ყოველთვის იყოს 10 ტრამვირებული ფეხბურთელი.
რაც შეეხება ტრანსფერებს, როგორც ვნახეთ არ ამართლებს 25 საშუალო დონის ფეხბურთელი გუნდში. არ გამოდის თანდათანობით გუნდის შენება, ევოლუცია არ გამოდის, მაშინ საჭიროა რევოლუცია. 5 მსოფლიო დონის ვარსკვლავი ჭირდება გუნდს და მსოფლიოს დონის მწვრთნელი. კარგია ბასტოსის ამბავი თუ მართალი აღმოჩნდა. ამის გარდა აუცილებელია 2 ძლიერი ფლანგის მცველი. 1 თავდამსხმელიც.
r.baggio გეთანხმები, რომ მაროტა არაა იუვეს დონის მენეჯერი ზოგადად… მაგრამ ამანაც რა ქნას, უფულოდ და არენდით არავინ მოგცემს ახალგაზრდა მოქმედ ვარსკვლავს… გარდა ამისა, ტრანსფერები ძირითადად მწვრთნელთან თანხმდება, ვინ უნდა და რა პოზიციაზე და დიეგო არ მინდაო ქვა ააგდო და თავი შეუშვირა დელნერიმ, არ ჯდება 4-4-2-შიო და ადგა და გაყიდა მაროტამაც… ნუ მარტინესი ნამდვილად ტყუილად გადაყრილი ფული გამოდგა ჯერ ჯერობით ყოველშემთხვევაში… მატრის რაც შეეხება, მგონია რომ “გაქაჩავს” თუ არ იზარმაცებს და თავში არ აუვარდება იუვენტუსელობა… აი ზაფხულში რომ გამოყოფენ 220 მილიონს (ნუ თუ მართლა გაიმეტებენ და არ “გვაბოლებენ” გასული ზაფხულებივით) და ისევ უხარისხო ფეხბურთელებს მოიყვანს, მაშინ რათქმაუნდა გამართლება აღარ ექნება მაროტას…… Read more »
ძაან მაგარი სტატიააა, უბრალოდ ერთ რამეში არვეთანხმები რომ მაროტა არუნდა დატოვონ იუვეში ამ კაცმა ვერ გაამართლა ნუ კარგი მენეჯერია მთლიანობაში მაგრამ იუვეს დონეს ვერ ქაჩავს თუნდაც იმიტომ რომ სულ ბებერ ფეღბურთელებზე აქვს აქცენტი გადატანილი ერთი ვარსკვლავი ხო შეიძლებოდა ვინმე ახალგაზრდა მოეყვნა 22 ან 23 წლის რომელიც ეგრევე ძირითადში დაიმკვიდრებდა ადგილს და შეუცვლელი წევრი გახდებოდა,ნუ მარტინესში გადაყრილი ფული ჩემი აზრით ყველაზე დიდი შეცდომა იყო,ჯოვინკოს გაშვება მითუმეტეს,პეპეს და მოტას არენდა ხო საერთოდ გაურკვეველია ამ ფეღბურტელების მოქმედება იუვეში განსაკუთრებით მოტაა, ძალიან კარგი იყო კვრაიარელა მაგრამ ასაკს თუ შევხედავთ ამ ფეღბურთელის ნუ აშკარად უკვე სიბერისკენ არის თან ნაპოლი მაგრად დაგვაგოიმებს ამ ფეღბურთელში და ღმერთმა… Read more »
თან კრასიჩი ძალით გადმოვიდა ტო:)) თავისით იჩალიჩა:) სორენსენზე აბა რა გითხრა 5 წელი უნდა რომ ჩამოყალიბდეს სტაბილურ მცველად, თან აუცილებლად ცენტრალურად