მაცარი : ” ჩემი კლუბის გარდა არაფერზე ვფიქრობ ”
ნაპოლის მთავარი მწვრთნელის , ვალტერ მაცარის განცხადებით , ის არ აქცევს არანაირ ყურადღებას ჭორებს , რომელიც მის გარშემო ტრიალებს ბოლო პერიოდში . შეგახსენებთ , რომ იტალიურ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია , თითქოს მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე მაცარი დატოვებდა მის ამჟამინდელ თანამდებობას და სამუშაოს ტურინულ გრანდში გააგრძელებდა . თუმცა , როგორც ჩანს სამპდორიას ექს მწვრთნელი არ აპირებს ნეაპოლიტანური კლუბის დატოვებას : ” საკმაოდ გამოცდილი ვარ ამ სფეროში და არ ვაპირებ , რომელიმე ჭორისადმი ყურადღების გამახვილებას . რაც შეეხება კლუბებს , რომლებიც დაინტერესდნენ ჩემით , ეს რათქმაუნდა სასიამოვნოა , როგორც ჩანს საკუთარ საქმეს კარგად ვასრულებ , რაც დე ლაურენტისმაც დაადასტურა . ბოლო პერიოდში , ჩვენ დიდ წარმატებებს მივაღწიეთ და აუცილებელია ამ კურსის შენარჩუნება და პოციზიების კიდევ უფრო გამტკიცება . სხვა თემებზე კი საერთოდ არ ვფიქრობ , მე მხოლოდ ჩემი კლუბის მომავლით ვარ დაინტერესებული , აუცილებელია სეზონის კარგად დასრულება “ .
წყარო : Football Italia
მაგ ნეაპოლიდან გამოგაბუნძულებენ შემდეგ სეზონში მაცარი ხარ თუ ბაცანი -მაგასაც ვნახავთ ჩვენ.
ეს კლოუნი არ გვჭირდება იუვეში;
ჩემი საწონი ამ კუთხით იხრება 2 მწვრთნელისკენ:
სპალეტი და ვან გაალი….
მარად და ყველგან ფორცა იუვეე!!
logikuricaa napolis garda sxva gundze ro ar piqrobs jer kidev mag gundis mwvrtnelia :)
egre chukchukebdnen marotac da del neric mara movidnen :D
me piradad deshami minda iuveshi ro movides ! ro shestavazon ara mgonia uari tqvas
რა მაცარი რის მაცარი ტოო .. მაროტა ანიელი და ელკანი “საშუალოს” გარდა არც მწვრთნელს ცნობენ და არც ფეხბურთელს, მაგათი იდიოტური მენეჯმენტის წყალობით არის იუვენტუსი უდინეზეს, სამპდორიას და პალერმოს დონის გუნდად რა გადაიქცაა იუვეს ჭირდება დღეს მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელიც და მსოფლიოს საუკეთესო რამოდენიმე ფეხბურთელი მაშინ დაბრუნდება ჩემპიონი იუვენტუსი. აბა დელ ნერი და მაცარის გაჩემპიონებული გუნდი ვის გაუგია.
დეშამი გვინდა რაა
ვერ გავიგე ეს რა ჯანდაბათ გვინდა? იუვე კი არა საცდელი პოლიგონია უკვე რა
არ გვინდა მაცარი და ერთი სეზონის მწვრთნელები…
მოაშორონ ეს დასტინ ჰოფმანი რა, ვისკაჩკა ესა
მაცარი სადაც ხარ ისევ მანდ დარჩი რა…იუვენტუსზე ცდებს ატარებენ თუ რაა ვეღარ გაიგებს კაცი…