ჩეზენა 2-2 იუვენტუსი ( ფეხბურთელების შეფასებები )
სრულიადში იხილეთ ფეხბურთელთა შეფასებები …
ბუფონი 8 – პირველ ნახევარში თავის საჯარიმოს მისადგომებთანაც იგი იცავდა კარს. რამოდენიმე დამაჯერებელი გამოსვლა, მაგრამ იგი თერთმეტმეტრიანს და ყვითელს მაინც ვერ გადაურჩა. ისეთი შთაბეჭდილება იყო, რომ იუვეს დაცვა არ ჰყავდა. 2-ჯერ ბიანკონერი სასწაულებრივად გადარჩა, პირველად ჯაკერინიმ ბურთი მაყურებელს მოარტყა არადა კარი ცარიელი იყო, ხოლო შემდეგ ჯიჯიმ პაროლოზე დაარღვია თამაშის წესები, მაგრამ ბერგონციმ იგი დაინდო და მხოლოდ ყვითელი ბარათი უჩვენა. მეორე ნახევარში 4 სუპერსეივი განახორციელა.
მოტა 5- საერთოდ უთავოდ თამაშობს. შეიძლება მსაჯი არ იყო მართალი, მაგრამ რატომ უნდა გარისკო ? ფეხით უშეცდომოა, მაგრამ თვითაც ხომ უნდა იფიქროს არა ? : ჯერ კარიდან 40 მეტრში სულელურად დაარღვია თამაშის წესი და ყვითელი მიიღო, შემდეგ სახიფათო თამაშისთვის საერთოდ გააძევეს მოედნიდან.
ბონუჩი 5– საერთოდ დაიკარგა, ცდილობს ჭაობიდან ამოვიდეს, მაგრამ უფრო ეფლობა შიგნით.
კიელინი 5 – ისეთი შეგრძნება რჩება, რომ თამაშის წესის დარღვევის ეშინია, ამიტომაც პაროლო მას ადვილად გაუძვრა. ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა.
ტრაორე 6 – კონტრაქტის გადაშლა და გადახედვაც არ სურს. ჯაკერინის ვერ შეუშალა ხელი.
კრასიჩი 5 – როგორც იქნა, მსაჯმა კრასიჩის წინააღმდეგ უხეშობისთვის დადო ჯარიმები. იგი გუნდთან ერთად კრიზისს განიცდის.
გრიგერა (’45 ) 5.5 – მხოლოდ რამდენიმე ჩაწოდება.
მარკიზიო 6.5 – როგორც ობობა ისე აქნევს თავის გრძელ ფეხებს. ცოტას ანერვიულებს ტიფოზებს, თავისი დრიბლინგებით საჯარიმოს მისადგომებთან.
აკვილანი 6.5– მართალია რეჟისორმა “ოსკარი” ვერ მიიღო, მაგრამ იუვეს მონაწილეობით ნამდვილ თეატრს იღებს და მისი მთავარი გმირი სწორედ ალბერტოა.
პეპე 6 – სურს არ დაუშვას შეცდომები, მაგრამ ერთი რამ ცხადია ტრავმის შემდეგ თავის ფორმას მალე მიუახლოვდა.
მატრი 8 – საშუალოდ 2 შეხვედრაში 1 გოლი . კალიარიში 22 მატჩში 11 გოლი გაიტანა, ხოლო იუვეში 7 მატჩში 5 გოლის შეგდება მოახერხა. პირველი გოლი – შესანიშნავი დიაგონალი, მეორე – შესანიშნავი ნახტომი.
დელ პიერო 7 – უბრალოდ საუკეთესო საუკეთესოთა შორის.
მარტინესი 5.5– ცოტა სახიფათო მომენტები…
დელ ნერი 5 …
წყარო : La Stampa
:-D megan foxi yopila sheni woli:-D
კი კაცო 2 წელია უკვე :))
ვახ ისე ჩეზენას რა ქულები დავაკარგინეთ:-D
პირდაპირ ხელიდან გამოვსტაცეთ არა ? :D
ბუფონი დელ პიერო მატრი_ს მეტი არავინ შემინიშნავს თამასში და თქვენ?

MeMBeR
megan foxsiis surati giyenia?
ჩემი ცოლის :D :D :D
MeMBeR
ნორმალურად დაარედაქტირე წყარო მიუწერე და მერე გამოაქვეყნე
+1
მადლობ რო შემახსენე დამავიწყდა :*:*
დავით დელ პიეროზე რაღაც სისულელეები იყო ახსენები და რაღაცეები და პირდაპირ ეს მივაწერე რა :| :|
ალეკო შეუდარებელი იყო