კობოლი ჯილი დელ ნერის აკრიტიკებს
ბიანკონერის ყოფილი პრეზიდენტი , ჯოვანი კობოლი ჯილი , კრიტიკის ქარ ცეცხლში ატარებს ტურინული კლუბის მთავარ მწვრთნელს ლუიჯი დელ ნერის . მისი აგრესია გამოიწვია , ჩეზენასთან შეხვედრაში დელ პიეროს მოედნიდან გაყვანამ : ” მოახლოებულ უიკ ენდზე აუცილებელია გუნდი დაუბრუნდეს გამარჯვებებს . მართალია ბრეშა ბოლო პერიოდში კარგ ფორმაში იმყოფება , თუმცა წარმატების გარეშე რაიმეზე ფიქრი ზედმეტია . იმედი მაქვს დელ ნერი აღარ დაუშვებს ასეთ უხეშ შეცდომებს . სიმართლე გითხრათ , საერთოდ ვერ ვხვდები რის საფუძველზე ცვლის ფეხბურთელებს . მაგალითად ჩეზენასთან , დელ პიერო მოედანზე ერთ ერთი საუკეთესო იყო , მაგრამ ლუიჯიმ იგი გუნდისთვის მძიმე მომენტში მოედნიდან გაიყვანა . როგორც გულშემატკივარი , განვიცდიდი , რომ ალეს რამენიმე კვირის განმავლობაში არ უწევდა მოედანზე გამოსვლა , ეს იყო მთავარი მწვრთნელის ტექნიკური შეცდომა . ვფიქრობ , კაპიტანს მაქსიმალურად უნდა ტვირთავდნენ “ .
წყარო : Football Italia
კაი კაცო მაგას ვინ ა აკრიტიკებს?
ძმა ხარ ,,,მართალია ალე იმ მატჩში შეუდარებელი იყოოო
ჯილი შენც კარგი “გამოშტერებული” იყავი