ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იაკინტასთვის სეზონი დასრულებულია

ცუდი ინფორმაცია გავრცელდა დღეს ვინჩენცო იაკინტასთვის : ფეხბურთელი გუშინდელ ვარჯიშზე დაშავდა , მან კუნთის არეში დისკომფორტი იგრძნო , დღევანდელმა გამოკვლევებმა კი სერიოზული დაზიანება აღმოაჩინეს მარცხენა ბარძაყზე . ზემოთხსენებული ტრავმა არ მისცემს საშუალებას იაკინტას , მოედანზე გამოვიდეს მინიმუმ სამი თვე . ეს კი ბუნებრივია ნიშნავს იმას , რომ ფორვარდისთვის სეზონი დასრულებულია . სამედიცინო შტაბიდან კარგი ამბებიც ვრცელდება : ტრაორე , ტონი და მარტინესი , რომლებიც რამდენიმე დღის განმავლობაში განცალკევებით ვარჯიშობდნენ , უკვე ხვალიდან შეეძლებათ მთლიან ჯგუფთან ერთად მუშაობა . რაც შეეხება მელოს , მისი დაბრუნება ბრეშასთან შეხვედრაში სამწუხაროდ არ მოხდება . ჯერ ჯერობით მას ფიზიკური ფორმა  არ აღუდგენია სრულად . 

წყარო : ტურინის იუვენტუსის ოფიციალური ვებ გვერდი

31 thoughts on “იაკინტასთვის სეზონი დასრულებულია

  1. ეს არამგონია სამწუხარო იყოს იმიტომ რომ მაგის საცოდავობის ყურებას მირჩევნია ტონის დელ პიეროს და მატრის კლასს ვუყუო :twisted: :oops: :lol:

  2. აუ რა ცუდია არ შემიძლია ვერ ვუყურე ვერც ლიგის კენჭისყრას ვერც ვერაფერს.. არ შემიძლია ასეთი კენჭისყრის ყურება სადაც იუვე არ არის : ( ვერც ლიგის თამაშებს ვუყურებ ემოციით. უგუნებოდ ვზივარ ხოლმე ეკრანთან. ვერ წარმომიდგენია კიდევ ერთი წელი რა უნდა ვქნა რა მეშველება : ( აუ ერთი მიმიშვა ჩემი ხელით დავახრჩობდი ხელმძღვანელობას და ზოგ ფეხბურთელს – ნუ ექვს თვიან ფეხბურთელებს არ მოეკითხებათ – მაგათ სულ ერთ ადგილზე ანაღვლებთ იუვე გავა თუ არა ლიგაზე

  3. აუ ინტერი შალკეს ხვდება კაია რა ორ გერმანულ გუნდს ამოაგდებს ერტი იტალიური აჩვენებს ყველას რომ გერმანიიის სოფელი ჩემპიონატი არაფერია ლეგენდა სერია ასთან

  4. მაინც არ არის სასიამოვნო იაკინტას ტრავმა.. ნუ თამაშებში ამის იმედი მაინც არ მქონდა მაგრამ მაინც. დიდი იმედი მაქვს რომ ეს მისი ბოლო სეზონია იუვენტუსში

    1. ისევ უდინეში დაბრუნდეს – და სანჩესზე გავცვალოთ.. თან ფულიც დავუმატოთ. აი ეს არის იდეალური გარიგება. იმედია მაროტა მოტვინავს.

        1. ერთი მაგათ თუ შევტენით კვინტას – მაგ გუნდში მაინც ლიდერად ახსოვთ და რამეე :-)

  5. იმედია ეს იაკინტას იუვენტუსში ბოლო ტრავმაა, ორი სეზონის კაცი არ თამაშობს და ტრავმებს იღებს..გაგიჟდები კაცი რაა..

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.