ძოფი : ” ბუფონი თუ ფორმაშია, იგი უდაოდ საუკეთესოა “
დინო ძოფი, თავის იტალიელ მეგობრებთან ერთად, იტალიის ჩრიდილოეთ და სამხრეთ ნაწილის გაერთიანების 150 წლის თავს აღნიშნავს. მან Radio Sportiva-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. იუვენტუსის ლეგენდის სიტყვები კი შემდეგია : მსოფლიო ჩემპიონატი …
” მსოფლიოზე მოგებამ, იტალიიას ძალიან დიდი წარმატება მოუტანა. მან კიდევ უფრო გააერთიანა იტალიური ფეხბურთი. ეს ენით აუღწერელი ემოციები იყო. “
პერტინი ...
” კარგი დრო იყო. მისი აღნიშვნა იტალიას და იტალიელებს არასოდეს არ დაავიწყდება. ”
საუკეთესო ” სეივი ” ...
” 1982 წლის მუნდიალი ჩვეულებრივი მატჩი. პირველი თამაშიდან ძალიან ბევრს ვშრომობდით, შემდეგ ვიპოვეთ ჩვენი თავი და ძალიან ბევრი გოლის გატანა მოვახერხეთ. ეს საუკეთესო თასი იქნება. საუკეთესო სეივი ბრაზილიასთან იყო, რომელიც ბოლო წუთებზე განვახორციელე, ბურთი კარის ხაზიდან გამოვიტანე. ძალიან დაძაბული მატჩი იყო. ვშიშობდი – მასჯმა ვერ შენიშნა, რომ მე ბურთი კარის ხაზზე დავიჭირე. “
1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატი …
“ კიდევ ერთი საუკეთესო ჩემპიონატი. სწორედ ამ მსოფლიოს ნახევარფინალი, რომელიც გერმანიასთან გვქონდა ისტორიაში შევიდა. იმ დროს ბრაზილია უნიკალური იყო, ამ ანსამბლს პელე ხელმძღვანელობდა . ”
იტალია – გერმანია
” შეიძლება ეს საუკუნის საუკეთესო მატჩი არ იყო, მაგრამ დამატებითი დრო იყო რაღაც საოცრება. საქმის მომთავრება პირველ 90 წუთში არ გამოგვივიდა”
ჩეზარე პრანდელი …
“ კატასტროფული ჩემპიონატის შემდეგ, მან ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოს. ვიმედოვნებ, რომ იგი გუნდს განკურნავს. ლეგიონერების ჩამოსვლა ყველაფერს აფუჭებს, მაგრამ იტალია თავის ტალანტებს და ვარსკვლავებს უნდა ენდოს და მისი იმედი ქონდეს “
მსოფლიო ჩემპიონატი …
“როდესაც მე ის თასი მომაწოდეს, მეშვიდე ცაზე ვიყავი. “
და ბოლოს ჯანლუიჯი ბუფონი …
” როდესაც იგი ფორმაშია, მას ბადალი არ ჰყავს “
ლეგენდარულმა მეკარემ ახალბედა ლეგენდარული მეკარე აღიარა
ბუფონი ისედაც საუკეთესოა
აუ თუ ვინმე ადმინი აქ ხართ ეხლა სტატიას გამოვაქვეყნებ და წაშალეთ თუ რამე არ მოგეწონათ რაა
აუ ძლივს რაღაც სტატია დავწერე და შემახსენეთ ვინმემ რაა წყაროს დამატება როგორ უნდაა
ვოტ ეტატ მუჟიკ ! :X
ძაან მაგარი კაცია : ))