დელ ნერი: ” ხვალ გამარჯვებისთვის ერთად ვიბრძოლებთ “
ლუიჯი დელ ნერი წარუმატებელი სეზონის მაჟორულ ნოტაზე დასრულებას გეგმავს. იტალიელ სპეციალისტს, “ბრეშიასთან” გამარჯვების იმედი აქვს…
” გამარჯვებების გზაზე უნდა დავბრუნდეთ, ამისთვის კი გასულ შეხვედრებში დაშვებულ შეცდომებზე სწავლაა საჭირო. მაგრამ ასეა თუ ისე, “მილანთან” და “ჩეზენასთან” მატჩებში დადებითი მომენტებიც იყო. ”
ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხისას “ბებერი ქალბატონის” დამრიგებელს გულშემატკივრებზე საუბარმაც მოუწია: ” გულშემატკივრები ყოველთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. გუნდს მათი დახმარება სჭირდება, ტიფოზებს გამარჯვებისთვის ბიძგის მოცემა შეუძლიათ. ხვალ სამი ქულისთვის ერთად ვიბრძოლებთ. ”
ტრავმების ეპიდემია “ბიანკონერის” ბანაკში სეზონის სტარტიდან არ წყდება. ახლა ლაზარეთს ვინჩენცო იაკინტა შეემატა და იტალიელი ფორვარდი მწყობრში სეზონის დასრულებამდე ვეღარ ჩადგება: ” წინა ხაზის გარდა პრობლემები ცენტრშიც გვქონდა, თუნდაც სისოკოს, ფილიპე მელოსა და ჯიანდონატოს შეხედეთ. ტონი საუკეთესო ფორმაში ნამდვილად არ არის, მდგომარეობას ვარჯიშზე შევამოწმებთ და მისი ბედიც მაშინ გადაწყდება. მარტინესსა და ტრაორესაც იგივე ეხებათ. ”
საუბრის ბოლოს დელ ნერი დაცვის ხაზს შეეხო და დასძინა, რომ დაცვის ცენტრში კიელინი და ბონუჩი დადგებიან. ინტერვიუ საკუთარ მომავალზე საუბრით დაასრულა: “ ყოველი შეხვედრა ახალი გამოცდაა, მწვრთნელს მხოლოდ საერთო შედეგის მიხედვით არ უნდა აფასებდნენ. საყურადღებოა მისი დამოკიდებულება ფეხბურთელებისა და ზოგადად, თავისი სამუშაოს მიმართ. მთელი არსებით ვგრძნობ, რომ “იუვენტუსის” მწვრთნელი ვარ და კლუბის ხელმძღვანელობასთან კარგი ურთიერთობის ქონითაც ძალიან მოხარული ვარ. ეს ამ სეზონში ყველაზე სასიამოვნო რამაა. ” -აცხადებს დელ ნერი.
წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი
უი შენ შემოგეხვიოს გაბრაზებული ანაკონდა დელ ნერიიი
სავარაუდოდ შემადგენლობა ასე იქნება
———-დელ პიერო – მატრი——-
პეპე – მარკიზიო – აკუილანი – კრასიჩი
ტრაორე – კიელინი- ბონუჩი – გრიგერა
——————–ბუფონი————
კარგად ითამაშეს ჩეზენასთან დელ პიერომ და მატრიმ და მთავარში დააყენონ კაი იქნება რა და რა მოუვა ამ დელ ნერის 4-3-3 რო ითაშოს რა დებილი ტიპია რა
რა დრო დადგა. ბრეშასთან მოსაგებად ბრძოლაა საჭირო… ნწ ნწ ნწ
წადი შენი :!:
წადი რა ძმაო შეგვეშვი არიცი იუვენტუსის წყობა რა გინდა მწვრთნელი რო ხარ
დელ ნერი შენ რომ დროზე წასულიყავი, ეხლა იუვე ესეთ დღეში არ იქნებოდა….
მინუსი ვინ დაგიწერა საინტერესოა