ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პეპე გუნდში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს

” ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ვიმყოფებით , თუმცა ამასთანავე განრისხებულნი ვართ შექმნილი მდგომარეობით . შევეცდებით გამარჯვებების დაწყებას უკვე ბრეშასთან შეხვედრაში . მართალია საკმაოდ რთული მატჩი გველოდება , რადგან მეტოქე ბოლო პერიოდში კარგ ფორმაში იმყოფება და ყველანაირად ცდილობს ,  სერია ა-ში ადგილის შენარჩუნებას . ვფიქრობ , ბრეშა მთელი ძალებით წინ არ წავა და დაცვას უყურადღებოდ არ დატოვებს .  ისინი გამაგრდებიან საკუთარ ნახევარზე , ჩვენ კი მოგვიწევს სუსტი ადგილების მოძებნა ” – საუბრობს Sky Sport – თან , ბიანკონერის ნახევარმცველი სიმონე პეპე , რომელიც მომავალი მატჩის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას …

” გულშემატკივრები განრისხებულნი არიან ? მშვენივრად მესმის მათი , ანალოგიურ სიტუაციაში ვიმყოფებით ჩვენც და იმედს ვიქონიებთ , რომ მალე დავიწყებთ გამარჯვებების მოპოვებას . სიმართლე ითქვას , სეზონის წინ ყველამ იცოდა , რომ ეს ახალი კლუბი იყო . შესაძლოა წარმატებულმა სტარტმა ზოგ ზოგიერთები შეცდომაში შეიყვანა , მათ იფიქრეს რომ ის დიდი იუვენტუსი უკვე დაბრუნდა . თუმცა , ეს წელი რეკონსტრუქციას ეთმობოდა . საერთოდ , ფეხბურთში ხშირად იცვლება აზრები , საკმარისია რამდენიმე მატჩის მაღალ დონეზე ჩატარება , რის გაკეთებასაც ვაპირებთ უახლოეს მომავალში ” .

ბევრი კითხვა ჩნდება მომავალზე … როგორი უნდა იყოს ნამდვილი იუვენტუსი ? უნდა აგროვებდეს თუ არა საწყის 18 მატჩში მაქსიმალურ ქულათა რაოდენობას , თუ ისეთი როგორსაც ბოლო მატჩებში ვხედავთ ?

” პასუხი , მათ შორის არის .  დავიწყეთ მშვენივრად და სეზონის პირველი ნახევარი მაღალ საფეხურზე დავასრულეთ , ხოლო შემდეგ სიტუაცია კონტროლიდან გამოვიდა . კრიტიკა დელ ნერის მისამართით ? საერთოდ ადვილია ერთი ადამიანის გაკიცხვა და არა 26 ფეხბურთელის . მას ძალიან დიდი გამოცდილება უმაგრებს ზურგს და კარგად ესმის , თუ რაოდენ რთულია თავიდან აიცილო კრიტიკა , თუნდაც ერთი ჩაგდებული მატჩის გამო ” .

მიმდინარე სეზონში სიმონეს , არაერთ პოზიციაზე მოუწია ასპარეზობა , კლუბის ინტერესების გამო …

” ადაპტირება გარკვეულ პოზიციებზე , ვთვლი რომ ჩემი ერთ ერთი ყველაზე დიდი პლიუსია . ტრავმების დიდი რაოდენობის გამო , იძულებული გახდა კლუბი მეასპარეზა სხვადასხვა პოზიციებზე : მარჯვენა და მარცხენა მცველად , ცენტრალურ ნახევარმცველად , თავდამსხმელად … ეს ყველაფერი მწვრთნელმა მთხოვა და მეც სიამოვნებით დავმთანხმდი , დარწმუნებული ვარ სხვასთან , რომ მისულიყო ანალოგიური თხოვნით , იგივე პასუხს მიიღებდა . ჩემი კონტრაქტის გამოსყიდვა  ? არასოდეს მიგვრძნია თავი გარიყულად , რადგან მოედანზე ყოველთვის მაქსიმალურად ვიხარჯები  , ამიტომ ამ კუთხით თავს მშვიდად ვგრძნობ ” .

წყარო : Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

9 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
dito chanturia
13 years ago

pepe unda gamoisyidon aucileblad tu tamashi wauvida is hseucherebelia ai sampastan tamashi gavixsneot magalitad pirvel wrehsi ra qna yvelam vnaxet da kide bevri tamashi iyo tan mgoni arasdros igleba standartebsac asrulebs da meti ra qnas am kacmac pepea tore ronaldo xo araaa bolo bolo zamenistvis kargi variantia da zogjer dziritadshic itamashebs..me mirchevnia markjvena mcvela es idges vidre mota da grigera ertad daayeno raa..

Gio Darja
13 years ago

შეცვლაზე მართლა არ არის ცუდი, ბოლომდე იხარჯება ყველა თამაშში, მაგრამ მთავარია თამაში გამოუვიდეს, თუ არ მისდის საშინელებაა..

მარტინესთან შედარებაც არ შეიძლება, ბოლო ბოლო იტალიელი მაინცაა..ვემხრობი ამის გამოსყიდვას..

merke
13 years ago
Reply to  Gio Darja

კი სწორი ხარ, მაგრამ მაინც საშინელებაა როგორც მარტინესი ისე პეპე…მოკლედ ახალი გუნდია გასაკეთებელი….ორი კაი მცველი, ორი კაი ნახევარმცველი და 1 სუპერ ფორვარდი გვინდა…და თავდასხმიდან მატრის, დელპოს და კვალიარელას გარდა ყველა უნდა გაუშვან…4 ნორმალური თავდასხმელით კიდევ მთელი სეზონი გავქაჩავთ

levan beglarishvili
13 years ago

და რაც მთავარია უნდა იუვეში თამაში, იუვენტინოა რა, მარტინესისგან განსხვავებით

levan beglarishvili
13 years ago

გეთანხმებით შეცვლებზე ძალიან კარგია პეპე

აკაკი მეტრეველი

სიმართლე გითხრათ პეპეს კონტრაქტის გამოსყიდვის მომხრე ვარ
სათადარიგოზე ზის უპრობლემოდ და როცა შემოყავთ თვალებში ცეცხლანთებული თამაშობს სულ
ეს დიდი რამაა

arseni
13 years ago

ატლეტიკოს ჰქონდა ადრე პრობლემური მარცხენა ფლანგი იმიტომაც უნდოდა შარსან ზახფულში ფაბიო გროსო , დაუთმონ ეგ მარტინესი ატლეტიკოს და მისცენ ტიაგო მენდეში, მაინც იქ არის არენდით და ….. დაუმატონ ფული და გადმოიყვანონ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი სერხიო კუნ აგუერო

arseni
13 years ago

სიმონე პეპე ენერგიული და მოძრავი ფეხბურთელია, აამასთან შეუძლია როგორც მარჯვენა ისე მარცხენა ფლანგზე თამაში, თან სტანდარტულ სიტუაციებსაც ასრულებს და გოლის გატანის უნარიც აქვს…. ამიტომ უნდა გამოისყიდონ მისი კონტრაქტი ,,, უდინეზეს კი უნდა დაუბრუნონ მარკო მოტა და სადაც უნდა იქ გაასაღონ მერე … ხორხე მარტინესის გაყიდვა ესპანეთში შეიძლება მით უფრო რომ მისი შეძენა ვილიარელას სდომებია და იქ უფრო მოახდენს მარტინესი თავისი შესაძლებლობების რეალიზაციას …

sandro ivaneishvili
13 years ago

ეს კაცი უნდა გამოისყიდონ ზამენაზე
მე ეპეს ყოფნა მირჩევნია სათადარიგოზე მარტინესის ყოლას

| Newsphere by AF themes.
9
0
Would love your thoughts, please comment.x