ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

აკუილანი:”საჭირო სამი ქულა”

“ჩვენ სამი ქულა ჰაერივით გვჭირდებოდა, რადგანაც მიმე პერიოდს განვიცდით, რომლის მიზეზი არ მოიძებნა და ახსნა განმარტებას არ დაექვემდებარება. აწი გავაგრძელებთ ჩვენი ფეხბურთის თამაშს. მომავალი თამაში დედაქალაქელების წინააღმდეგ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან აქ მე ავიდგი ფეხი დიდი ფეხბურთისაკენ. მაგრამ ჩემი მთავარი მიზანი “იუვენტუსია” და ჩემს თანაგუნდელებთან ერთად შევეცდები საუკეთესო თამაში ვაჩვენო.” – განაცხადა იტალიელმა თამაშის შემდეგ.
წყარო:ტურინის იუვენტუსის ოფიციალური ვებ-გვერდი

6 thoughts on “აკუილანი:”საჭირო სამი ქულა”

  1. ახალი დიზაინი მომეწონა, მართლა კარგია,რაც შეეხება ალბერტოს, თუ პირლო წამოვიდა ჩვენთან ეს მშვენიერი სათადარიგო იქნება

  2. არანაირი გამართლება ამ მკვდარს არ აქვს

    თუ დარცენა უნდა პირიქით უნდა ქაჩავდეს და სხვების ფონზე გამოირჩეოდეს

    და არა პირიქით უარესზე უარესი იყოს

  3. შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს, მაგრამ ვფიქრობ რომ აკილანი უნდა გამოვისყიდოთ. ნიჭიერი ბიჭია უბრალოდ ტრამვებმა შეუშალეს ხელი. თან ფსიქოლოგიურად უჭირს რადგან არენდით თამაშობს. საერთოდ გუნდის ცუდი მორალური მომზადება დელ ნერისთან ერთად შეგვიძლია მაროტასაც და ანიელისაც დავაბრალოთ. ნახევარი გუნდი არენდითაა. ასეთი მიდგომა გაუმართლებელია. სანამ კარგად ვთამაშობდით ინდომებდნენ, მაგრამ როცა კრიზისი დაიწყო ყველას გაუჩნდა გრძნობა, რომ მის კონტრაქტს აღარ გამოისყიდიან და ვეღარ განეწყვენ. დელ ნერიმაც ვერ შეძლო მათი მორალურად მომზადება და აი შედეგიც. ჩემი აზრით თუ ალბერტოს კონტრაქტს გავუფორმებთ უკეთესად ათამაშდება. იგივეს ვფიქრობ პეპეზეც.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.