ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსის” მთავარი სამიზნეები – ბასტოსი და მასკერანო

იტალიური გამოცემა, La Gazzetta dello Sport, ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ზაფხულში ტურინის “იუვენტუსის” მთავარი ამოცანა მიშელ ბასტოსისა და ხავიერ მასკერანოს შეძენა იქნება. მიუხედავად საშინელი სეზონისა,”ბებერი ქალბატონის” პრეზიდენტი, ანდრეა ანიელი, დარწმუნებულია ბეპე მაროტასა და მისი მარჯვენა ხელის, ფაბიო პარატიჩის შესაძლებლობებში. როგორც La Gazzetta იუწყება, ანიელი მყარად დგას იმ აზრზე, რომ მაროტას შარშან არ ჰქონდა საკმარისი დრო, დაეგეგმა გუნდის სატრანსფერო მიზნები. ასევე დიდი როლი ითამაშა მწვავე ტრავმიანობამ. ამჯერად, მაროტა შეეცდება შეთანხმებას მიაღწიოს “ლიონთან” მიშელ ბასტოსის თაობაზე, რომლის ტრანსფერზეც მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. ასევე “იუვენტუსის” ერთ–ერთი მთავარი სამიზნე ზაფხულში იქნება “ბარსელონას” საყრდენი ნახევარმცველი, ხავიერ მასკერანო, რომელიც თავის ამჟამინდელ კლუბში სათამაშო დროის ნაკლებობას განიცდის და არ იქნება წინააღმდეგი ესპანეთის დატოვებისა სეზონის ბოლოს.

წყარო: Football-Italia.Net

74 thoughts on ““იუვენტუსის” მთავარი სამიზნეები – ბასტოსი და მასკერანო

  1. მიშელ ბასტოსი ადრეც ვთქვი და ეხლაც ვიმეორებ რო მსოფლიოეს ერთ-ერთი საუკეთესო ვინგერია და ძალინ დიდი სიამოვნებით ვიხილავდი იუვეში. აი მასკერანო რამდენად გვჭირდება არ ვიცი რადგან მის პოზიციაზე მინიმუმ აკვილანი მელო და სისოკო არიან, თან თუ ახალი მწვრთნელი კლასიკურ 4-4-2 არ ითამაშებს ამდენი საყრდენი ხომ ვერ მეტყვით რად გვინდა ?

    1. ჯერ ერთი რამდენი გვყავს სხვა ნებისმიერ გუნდს შეხედე რამდენი საყრდენი ყავთ..დღეს აპორნი თუ არ გივარგა ჩათვალე რომ მესიც ვერ გიშველის…მერე კიდევ მასკერანო ყველას ჯობია მელომ როგორ ბრაზილია დაგუპა მსოფლიოზე ისე დაგვგუპავს გადამწყვეტ თამაშში…და ბოლოს როგორ ითამაშებს ახალი მწვრთენლი რა ვიცით, თანაც რამდენიმე ტაქტიკის შესაფერისი ფეხბურთელები გვჭირდება მათ შორის 4-4-2 საც

      1. მასკერონა მაგარია მარა მელოც არ არის ხელიდან გასაშვები და დაგვღუპავს თუ არა ბოლო თამაშში არც ეს იცის ვინმემ რაც შეეხება თაქტიკას თუ იქნება 4.3.3 მაშინ ასე უნდა განლაგდნეჩემი აზრით

        ბუფონი
        სორენსენი ბონუჩი ქიელინი დეჩელიე(ტრაორე)

        მასკერანო(მელო)

        მარკიზიო აკუილანი

        კრასიჩი ბასტოსი

        მატრი

        1. გასაგებია რომ არავინ იცის მაგრამ მაგის ფეტქებადი ხასიატის გადამკიდე მაგის იმედად ყოფნა არ შეიძლება…ლიჩნად მე ეგ გამოვიცანი რომ ბრაზილია ან მაგის ან ლუსიოს გამომ გავარდებოდა და ეხლაც მაგას ვიძახი ეგ ფეხბურთელი დიდი იუვეში არ გამოგვადგება ეხლანდელის დონეს კი აკმაყოფილებს

          1. ან მასკერანოს როგორ ასდარებთ საერთოდ მელოს?? ნუ სისოკოზე არ მაქვს საუბარი. ის რო დუნგასთან ძმაკაცობდა და ნაკრებში თამაშობდა ეგ იმას არ ნიშნავს რო მაგარია.. ჯერჯერობით მაგარი რაღაცეები არ გაუკეთებია – აწი ვნახოთ

    1. მგონია, მჯერა და იმედი მაქვს სხვადასხვაა..შანსი ძალიან მცირეა, მაგრამ იმედი რა თქმა უნდა მაქვს..

  2. კრასიჩი ვაფშე წინ რო წაწიოს უფრო საკაიფო იქნება და უფრო მაგრადითამაშებს .. ძაან უკან იხევა თამშის დროს და შესაბამისად იღლება

  3. ჯობია მაშინ ჯერ უყურო ლივერპულის თამაშებს იმ წლებში ლიგა რომ მოიგო და ფინალი რომ წააგო მილნთან…და ნახავ რომ მელოზე 1000 ჯერ ზლიერია და საერთოდ ყველას ჯობია აკვილანსაც და სისიკოსაც

  4. აუ ჰალკი იყიდონ პორტოდან და სანტოსიდან ნილმარი ორივე მაგარი ბიჭია ნუ ჰალკი ჩემი აზრიტ კრისტიანოს და მესის დონის ფეღბურთელია

    1. :D იმედია ღადაობ :D ჰალკი მესის ფეხბურთელი რომ იყოს დამიჯერე პორტოში საოცრებებს იზავდა, ეგრე ნამდვილად არაა.

  5. ეხლა წავიკითხე იუვენტუსი მზად არის გონზალო იგუაინში 20 მილიონი ევრო გადაიხადოსო …. ნეტავი ტყუილი იყოს არანაირად არ მევასება ეგ თავდამსხმელი

  6. შეიძლება მე არ მინახავს მასკერანოს დასამახსოვრებელი თამაში იმიტომ რომ მართლა არ მახსოვს ეგეთი ფაქტი მაგრამ მაინც ვთვლი რომ იუვეს ნახევარდაცვის ცენტრში არ მოიძებნება მასკერანოსთვის ადგილი

  7. ვეტანხმები იმ აზრს რომ, სისოკო ალბათ წავა და აკვილანის გამოსყიდვაც სათუოა, მელოს კარგ ფულში გაყიდიდა კაცი და უფრო იაფად დაითრევდა მასკერანოს, მაგრამ ეგ მხოლოდ მოჯის შეეძლო:((((((((((

  8. მასკერანო ვისაც საუკეტესო ფორმაში უნახავს იცის რომ ის საუკეთესო აპორნია მსოფლიოში ესიენთან ერთად (არ ვგულისხმობ შემტევებს ლამპარდის და ჯერარდის სტილის, არამედ დაცვითებს), რა მელო რის მელო, მაგისნაირი არასტაბილური ფეხბურტელი არცერთ გრანდს არ სჭირდება, სხვა საკითხია ის რომ მასკერანო ახლა ფორმაში არააა. ბასტოსსს რაც შეეხება აუცილებლად უნდა ვიყიდოთ და როგორც ადრე ვტამასობდით მარცხენანახევარმცველის გარეშე ისე უნდა ვითამაშოთ ეხლაც ანუ მთEლი ფლანგი უნდა ჩავაბაროთ ბასტოსს. თუ რიბერის ვიყიდით კრასიში დაჯდება არაა პრობლემა , საერთოდაც ეგ არაა იუვეს დონის ფეხბურთEლი, ერთი ფინტი იცის სულ:))))

    1. ბრატუხა კრასიჩი რა შუაშია რიბერისთან, როცა რიბერი მარცხენა კრაიზე თამაშობს და ვაბშეტა რიბერის ტრანსფერი მაგარი არარეალურია ჩემი აზრით და არ ღირს მაგაზე ზედმეტი დროის დაკარგვა … და ბასტოსს მთელი ფლანგი რა პონტში უნდა ჩავაბაროთ დადგება მარცხენა ვინგერად და ეგაა, უკან დე ჩელიე (ან ვისაც ვიყიდით) და მოხსნილია მარცხენა გარემარბის პრობლემა … ბასტოსის მცველად დაყენება სისულელეა ჩემი აზრით …

      1. რიბერი ორივე ფლანგზე წარმატებიტ ტამაშობს და იმიტომ მაგის პლიუსიც ეგაა სადაც გინდა იქ გამოიყენებ…რაც შეეხება მარცხენა ფლანგს შენი ვერსია დე ჩელიეთი და ბასტოსით ერთად კარგი ვარიანტია მაგრამ მაშინ ცენთრალურ ნახევარდაცვას მოაკლდება კაცი ანუ 2 დარჩება მარტო…ისე შემადგენლობას გააჩნია დანარჩენები ვინ გვეყოლება და იმისმ იხედვით შეიძლება ან ერთი ან მეორე ტაქტიკა….გამოკვეთილი მარცხენა ნახევარმცველი ჯუვეს არასრდოს გვყოლია ბოლო 20 წელში მაგრამ უძლიერესები ვიყავით იმიტომ რომ ჯერ ტორიჩელი აკონტროლებდა მთელ ფლანგს და მერე პესოტო ამის ხარჯძე ცენტრალურ ადგილა სამი კაცი გვყავდა 2 აპორნი და ზიდანი და მარჯვნივაც ერტი კიდევ…

          1. სად თამაშობდა ჩეხეთის ნაკრებში ნედვედი და ლაძიოში? მარცხენა ნახევარმცველად? ან კიდევ Iუვემ ოდნავ მარცხნივ გაწიადა ძირითადად ცენტრში შემოდიოდა სულ…მარცხენა ნახევარმცველი გიგიზს პონტში უნდა ყოს ბეილის და ასეშემდეგ ანუ ცაცია

          2. აპორნი კი არ იყო შემტევი ნახევარცველი იყო ზუსტად ისეთი როგორც ლამპარდი, სქოულზი, სტანკოვიჩი, ზეედორფი და რა ვიცი კიდევ რამდენი ჩამოვთავლო

          3. კარგი რა…
            ეხა შენ მიხსნი სად და რომელ პოზიციაზე თამაშობდა ნედვედი?
            და ვინ გამოსცა ეგეთი კანონი რო მარცხენა ნახევარმცველი მაინცდამაინც ცაცია უნდა იყოს
            რომელ სქოულზზეა ლაპარაკი საერთოდ
            სქოულზის და ნედვედის პოზიციები ერთნაირი როგორ არის ხალხნო არ გამაგიჟოთ

          4. როგორ და ჩვეულებრივად…ჯერ ერთი რატომ გიტყდება რაღაც შენი საწინააღმდგო აზრი რომ მაქცს მეორეც მე იმიტომ გიხსნი რომ ფეხბურთის გულშემატკივრობის 25 წლის სტაჟჟი მაქვს და მესამეც სტაჟსაც რომ თავი დავანებოთ ნედვედი იყო თავდასმხმელების უკან მყოფი ნახევარმცველი, როცა გუნდს სუფთა გამთამაშებელი არ ყავს მაშინ ყიდულობენ ხოლმე ეგეთებს და თუ გახსოვს ზიდანი გაყიდეს და ნედვედი იყიდეს

          5. თუმცა მე აქ გავჩერდები და აღარ გავაგრძელებ კამათს, იმიტომ რომ ყველა ქართველი ხომ ძაან მაგრად ვერკვევით ფეხბურთში და სხვისი აზრის მოსმენა გვაღიზიანებს:)))))))))))

          6. ხო საღოლ
            საიდან დაასკვენი რო მიტყდება
            სქოულზი და ნედვედი ერთია ბაზარი არაა
            ტიპიური საყრდენი ნახევარმცველი და პაველ ნედვედი თუ ერთია არ ვიცი მაშინ
            და ეგეთ კომენტარებს მოვეშვათ რომელი ერის წარმომადგენელს როგორი ნერვული მდგომარეობა აქვს
            იტოგში რა…

          7. შენ ეტყობა ბოლო 3-4 წელი გაქვს სქოულზის თამაში ნანახი როცა ფერგიუსონი ვინუჯდენი აყენებს აპორნად იმიტომ რომ ხან კარიკი ვერ ქაჩავს და ხან ჰარგრივზი დაემტვრა და ანდერსონიც აზზე არაა….10 წელი რომ როი კინი იყო აპორნი და მის წინ ტამაშობდა სქოულზი ეგ თუ გახსოვს კარიერის საუკეთესო წლებში…ეხლა გიგზსაც ხან თავდამსხმელად შემოუშვებს ხოლმე და ხან ცენტრში მაგრამ ეგ არაფერს ნიშნავს იმიტომ რომ გიგზი კარიერის 90 % მარცხენა ნხევარმცველი იყო…და კიდევ შენ თუ თვლი რომ სასურველი არაა მარცხენა ნახევარმცველი ცაცია იყოს მაშინ არ ვიცი რაღა გითხრა…იქქენბ ვინმეს კითხო ვისიც შენ გჯერა საფეხბურთო სამყაროს წარმომადგენელს

  9. ბუფონი
    ბეკი-ბონუჩი-კიელინი,ბასტოსი
    კრასიჩი-აკუილანი(მარკიზიო)-მელო-რიბერი(ელია)ან(ჯოვინკო)
    კუარიარელა-მატრი(აგუერო)

    1. და აგუეროს ზამენაში აყენებ ??? მაგას ჯობია მელო ან აუილანი ამოვაგდოთ და ვითამაშოთ 4-3-3 და სამი თავდამსხმელი კვალიარელა მატრი აგუერო

  10. ბასტოსი თუ იყიდეს არმგონია მარცხენა მცველად დააყენონ
    იმის ნახევრის ნახევარიც არაა ბასტოსი დაცვაში რაც შეტევაში
    და საერთოდაც, დუნგამ მოუგონა რაღაცა მარცხენა მცველი არა ტოლმა
    ფლანგელი ნახევარმცველი ან თავდამსხმელია ეგ
    ორივეზე წარმატებით თამაშობს

    1. არ გაგიტყდეს მაგრამ რიბერის და აგუეროს ყიდვა ცოტა ფანტასტიკის სფეროდ მიმიაჩნია მაროტას ხელში, ბოსინგვა კიდე რათ გინდა დე ჩელიე გვყავს და პლიუს მაგას სორენსენი

      1. დეჩენლიეე მარცხენა მცველია ბრატ.. დაა სორენსენი ახალგაზრდა და გამოუცდელიი ზამენაზეც მშვენივრად იქნებაა.. მე პირადად კასანი მინდა მარჯვნივ ან მაჯიო მარაა სადაა :D:D:D

  11. ბასტოსი საუკეთესო ვარიანტია მაგის ხელიდან გაშვება დიდი შეცდომა იქნება და მასკერანო მგონი ზედმეტია უბრალოდ თავიდან უნდა აიწყოს მერე ნახევარდაცვა და თან საკმაოდ უხეში ფეხბურთელია და მელო და მასკერანო ცენტრში აპასნია

  12. ბასტოსის ტრანსფერს მივესალმები ნამდვილად კაი შენაძენი იქნება
    აი მასკერანოზე რა ვთქვა არ ვიცი,მე არ მიმაჩნია ვარსკვლავად ეგ ფეხბურთელი მაგას ისევ ფორმაში მყოფი სისოკო მირჩევნია და მე თუ მკითხავენ საერთოდ მაგაში პულის გადაყრას მარჯვენა მცველი იყიდონ ვინმე სერიოზული

  13. არამგონია მასკერანო იუვენტუსში წამოვიდეს ბარსელონადან! თუ ჩემპიონთა ლიგაზე გავედით შესაძლებელია,მაგრამ ლივერპულიდან მაგის გამო წამოვიდა და ისევ ისეთ გუნდში მივა რომელიც ლიგაზე ვერ გადის და ეს მწვრთნელი თუ დატოვეს იდიოტი მწვრთნელი ეყოლება? არამგონია

  14. maskeranos azri is aris ro naxevardacvashi koncurencia ikos. sissoko midis gadawkvetilia. shexedet milans da inters ramdeni shua xazeli kavt chven su 4 naxevarmcveli gvkavs centris. da maskeranos transfers 1000% vetabxmebi

    1. მართალი ხარ ეხლა გადავხედე და ცენტრალურ ზოლში, სისოკოს წასვლის სჰემტხვევასჰი მხოლოდ სამი ალტერნატივა გვრჩებ: მარკიზიო, მელო და აკვილანი, მაგრამ ცოთა არ იყოს, არ მჯერავს მაგ ფეხბურთელის იუვეში გახსნისა

      1. აბა რამდენი კაცი გინდა ცენტრალურ ზონაში, 4 გვყავს, და სამი ფლანგუის ნახევარმცველი გვყავს, ნუ ბასტოსი მიამატე და ეგაა, 5 საყრდენი ხომ არ იქნება გუნდში:)

  15. ბასტოსი კი ბატონო მაგრამ მასკერანოს ყიდვის აზზრს ვეღარ ვხედავ მას შემდეგ რაც აკვილანის დატოვება განიზრახეს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.