ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტრეზეგე : “დიდი იუვედან მხოლოდ გულშემატკივრები დარჩნენ”

Stadio Goal – თან ინტერვიუში, ბებერი ქალბატონის ლეგენდა, დევიდ ტრეზეგე ტურინულ კარიერაზე საუბრობს…

“მონაკოდან იუვენტუში.სერიოზული რეალობა, სხვა დავალებები, გრანდი უდიდესი ისტორიით, უამრავი გულშემატკივარი.საოცარი ცვლილება იყო, ტურინში გადასვლა ზიდანმა, პლატინიმ და დეშამმა მირჩიეს.ჩემი პირველი მწვრთნელი იუვეში, კარლო ანჩელოტი იყო.მე იმ ფეხბურთელებთან ერთად ვთამაშობდი, რომლებსაც მხოლოდ ტელევიზორიდან ვიცნობდი.მივხვდი, რომ ოცნება ამისრულდა.ტურინში 2000 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ჩავფრინდი, იტალიის კარში გადამწვეტი გოლის გატანის შემდეგ.ჩემი კონკურენტები, დიდი ფეხბურთელები იყვნენ.ინძაგი, დელ პიერო, კოვაჩევიჩი, ფონსეკა და ესნაიდერი.ამ სეზონში ვერაფერი მოვიგეთ, მაგრამ მივხვდი, რომ იუვე – ჩემი სახლი იყო.”

და შემდეგ, პიროვნება – სახელად მარჩელო ლიპი

“გულშემატკივრების კუმირი, შანტილიონში გამართულ ვარჯიშებზე მივხვდი, რომ იგი უდიდესი ადამიანი იყო.გულშემატკივრები მას უფრო თბილად ხვდებოდნენ, ვიდრე ფეხბურთელებს.საოცარი, საოცარი სწრაფვა გამარჯვებისკენ.შეიცვალა სქემა, შეიცვალნენ ფეხბურთელები.ინძაგიმ მილანს მიაშურა, მე კი ძირითადი შემადგენლობის ფორვარდი გავხდი.მოვიგეთ სკუდეტო, ძალიან რთული შეხვედრები გავმართეთ, ზუსტად ისე, როგორც ბოლო ორი მოგებული სკუდეტო, კაპელოსთან ერთად.”

მოგებული სკუდეტოები

“რა თქმა უნდა, ოთხი.საოცრად სამართლიანად, მწვანე მინდორზე ბრძოლით.დანარჩენი – სხვა ისტორიაა.ისტორია ყველაფერს იტყვის.”

– კაპელო და ბოლო სკუდეტო, შემდეგ გავარდნა სერია B – ში

“მე დავრჩი, იმიტომ, რომ მსურდა კიდევ მომეგო, იგივე გუნდთან და იგივე გულით.ეს ძალიან რთული არჩევანი იყო, განსაკუთრებით ბოლო ტურის მატჩის შემდეგ, ბარის წინააღმდეგ, სკუდეტო უკვე ჩვენს ხელთ იყო.ორ თვეში კი  – საშინელი ტრაგედია.წავიდნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორიც იბრა, ვიეირა, კანავარო და ემერსონი არიან.დაბრუნდნენ ახალგაზრდები პრიმავერადან, შეიცვალა ყველაფერი, ხელმძღვანელობაც კი.საბედნიეროდ, დეშამმა ყველაფერი სწორად გააკეთა, მან გაზარდა ახალგაზრდები.აღმოაჩინა კიელინი, მარკიზიო, ჯოვინკო, გუნდში დარჩნენ კამორანეზი, დელ პიერო, ნედვედი – ეს ბევრს ნიშნავს.გუნდი საოცრად შეკრული გახდა, იმ იუვენტუსმა დაწერა ახალი ისტორია – სერია B – ს ჩემპიონები A – ში ბრუნდებიან.”

მაგრამ როცა იუვეში თამაშობ, მწარე მოგონებები უნდა დაივიწყო

“მე კონტრაქტი გავახანგრძლივე იმიტომ, რომ მჯეროდა, იუვე დაიბრუნებდა იმას, რაც დავკარგეთ.შემდეგ მივხვდი, რომ გამარჯვებების დაბრუნებას დიდი დრო სჭირდებოდა.მე ვითამაშე კონტესთან, ფერარასთან, პესოტოსთან, იულიანოსთან ერთად – ადამიანები, რომლებიც სულით გამარჯვებულნი არიან.”

– ადვოკატი ანიელი და მისი ძმა, უმბერტო

“ადვოკატი, საოცარი ადამიანი.მისთვის, მიზანი მხოლოდ გამარჯვება იყო და მას სჯეროდა, რომ იუვეს მეორე ადგილი არაფერში სჭირდებოდა.მეოთხე ადგილი – უბრალოდ სასაცილოა.იუვენტუსი პირველია, სხვა აქ უმნიშვნელოა.ფეხბურთელები, რომლებიც თამაშობენ ტურინში, იციან რა არის გამარჯვება, წინააღმდეგ შემთხვევაში აქ ვერ იმეფებ.უმბერტო – უდიდესი ადამიანია, მისთვის სიტყვა წაგება არ არსებობდა, ფრე საშინლად მიუღებელი იყო.გამარჯვება და მხოლოდ გამარჯვება.ამ ყველაფრის შედეგი, დიდი იუვენტუსია.შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.”

– ახალგაზრდა, ანდრეა ანიელი

“იგი ძალიან ახალგაზრდა მახსოვს, სტადიონზე ხშირად დადიოდა, ჩვენი დიდი გულშემატკივარი.მას ნანახი აქვს დიდი იუვენტუსის გამარჯვებები.ახლა, მას შეუძლია გახდეს ის, ვინც იუვეს სჭირდება.მას უბრალოდ სჭირდება დახმარება, დახმარება იმ ადამიანებისა, რომელთაც “იუვენტუსის” ისტორია იციან.სამწუხაროდ, ახლა ასეთ პიროვნებას ვერ ვხედავ.”

– მას ნედვედი ეხმარება

“პაველს, დიდი პასუხისმგებლობა აკისრია.მას შეუძლია, ასწავლოს სწორად, ისევე როგორც დელ პიეროს.ალექსი, იმედი მაქვს ერთხელ პრეზიდენტად მოგვევლინება.მან ყველაფერი მოიგო და დღევანდელი იუვენტუსის, უდიდესი ლეგენდაა.ბევრმა ახლანდელი გუნდიდან, უბრალოდ არ იციან, სად მოხვდნენ და რა სურთ.”

შენ თქვი : “დავრჩები იუვენტუსის გულშემატკივრად”

“კიდევ ერთხელ ვადასტურებ.იუვენტუსმა მასწავლა გამარჯვება და სწორედ ამ გუნდში გავხდი, ნამდვილი ფეხბურთელი.თუ ვითამაშებდით ფრეს, ჩვენთვის ეს საშინელება იყო.ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა – დიდი ტრაგედია იყო.ჩემს გვერდით ვხედავდი ფეხბურთელებს, რომლებიც ამ მარცხების შემდეგ კვირაობით საჭმელს ვერ ეკარებოდნენ.მე მოვედი ახალგაზრდა, მაგრამ იმ ატმოსფეროში გავიზარდე.იუვენტუსმა გამარჯვებისთვის შემქმნა.შავ-თეთრი მაისური საოცრებაა – სუსტებს მისი ტარების უფლება არ აქვთ.”

გამოსამშვიდობებელი ჟესტი, სავსე ტრიბუნების წინაშე

“კლუბმა არ დააფასა, ის რომ მე დავრჩი სერია B – ში სათამაშოდ.მე მსურდა ნათელი პასუხი – როდის გავიმარჯვებთ ისევ.ეს არ იყო ფულის ფაქტორი, აქ სხვა რამ იყო მნიშვნელოვანი.შვებულებაში ვიყავი, როცა ოფისში გამომიძახეს.2 წუთის განმავლობაში ყველა ფურცელს ხელი მოვაწერე.სამწუხაროდ, 2006 წლის შემდეგ არაფერი მოგვიგია.”

– რატომ ერკულესი ?

“იუვენტუსმა ჩემს მომავალზე არ იზრუნა.მათ მითხრეს, ჩვენ ახალგაზრდები გვჭირდება, განსაკუთრებით იტალიელები.10 წლიანი ტურინული კარიერის შემდეგ, ამ სიტყვების გაგონებაც კი ვერ შევძელი.ბარგი ჩავალაგე და იქაურობა დავტოვე.ალიკანტეს ვარიანტმა მომხიბლა, მითუმეტეს ჩემი ცოლი წარმოშობით ამ ქალაქიდანაა.ბოლო დროს ვარჯიშებზე გადავიღალე, მაგრამ თავს გუნდისთვის მნიშვნელოვან მოთამაშედ თვლი.რა თქმა უნდა, აქ ვერაფერს მოვიგებ, მაგრამ ვგრძნობ, რომ ისევ ტრეზეგე ვარ.იანვარში შემეძლო, უფრო ძლიერ გუნდში გადავსულიყავი, მაგრამ მე ისეთი არ ვარ, ფული სიყვარულზე გავცვალო.შემდეგი სეზონი ? – არ ვიცი, ჯერ არ გადამიწყვეტია.კიდევ მინდა მოვიგო, შეიძლება არგენტინაში.”

– ყოველი ტურის შემდეგ, ტურინში საუბრობენ : “ტრეზე რომ გვყოლოდა…” – ისმის სიმღერებიც…

“ვიცი სიმღერების შესახებ და ბედნიერი ვარ.ეს იმას ნიშნავს, რომ ტიფოზების გულში სიყვარული მოვიპოვე, ამით ვამაყობ.დავბრუნდები ტურინში, რათა ჩემს გულშემატკივრებს მოვესიყვარულო და მადლობა გადავუხადო.წასვლა დაუგეგმავად მომიხდა, მაგრამ ეს მაისური, ჩემთვის ბევრს ნიშნავს.ვხვდები ვიალის, ალექსს, ისინი მეუბნებიან : “შენ გულშემატკივრების გულში ხარ”, ეს იმას ნიშნავს, რომ ცხოვრებაში რაღაცას მივაღწიე.მე იუვეს საუკეთესო უცხოელი ფეხბურთელი გავხდი, მე ამას მივაღწიე.კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გულშემატკივრებს.მე დავბრუნდები, მომავალ შეხვედრამდე.

წყარო : Stadio Goal


0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

34 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
13 years ago

მართლაც რო ლეგენდაა

misha kereselidze
13 years ago

ის ნამდვილი იუვენტუსელი იყო და დარჩება კიდეც,ვინც იუვედან მიდის ცუდი მოგონებებით ნაკლებად ვინმე ცავიდეს.ტრეზეგე ლეგენდაა

KAXA XARAZISHVILI
13 years ago

აუ მართლა უმაგლესი დონის ფეხბურთელია რა ტრეზეგე და დელ პიეროს ვინმე ჯობია? რა კომბინაციები და რა გოლები გაჰქონდათ მომენატრა ძველი დრო რა ნამდვილი იუვენტინოა ტრეზეგე რომა რ გაეშვათ სულ ჩვენთან იქნებოდა :roll: მაგრამ …. :evil:

mamuka iosava
13 years ago

სტატისტიკურადაც დელ პიერო-ტრეზეგე სერია ა-ს ყველა დროის საუეთესო წყვილია შედეგიანობით

sandro gogadze
13 years ago

აუ ეს სტატია რატო დადეთ ცრემლები წამომივიდა და სადღაც ფიქრებში და ოცნებებში ჩავევეშვი,ვგიჯდები ამ კაცზე\ფორზაა დევიდ,
როგორ გაუშვეს პროსტა 10თავით ჯობია ყველას მე თუ მკითხავთ არც მაურო უნდა გაეშვათ არც ძებინა..ტრეზეეე ტრეზეეე გვიყვარხარ

tato chakhnashvili
13 years ago

trezege magari rom iyo vicodi… magram naxe rogor yvarebia juve! juve aucileblad daibrunebs didebas! es namdvilad vici!!!!!!!!!!

13 years ago

Darja კარგი სტატიაა…

იუვეს ეხლანდელი ხელმძღვანელობა აღარ აფასებს ლეგენდებს…

ოქრო ჩხიკვაძე

ყველას გაუმარჯოს
მაგარი დიზაინია
საგოლ დათკა
და ისევ ის რასაც სულ ვიძახი: ვითამაშოთ ფეხბურთი

shota xucishvili
13 years ago

საგორ ტრეზეგეე იუვეს ლეგენდაა არადა მარტლა არ უნდოდა ცასვლა და მაგარი ტრეზეგოლი იყო

Alex
13 years ago

trezeguet gvenatrebiiiiiiiii :cry: :cry: :cry: :cry:

mishka berianidze
13 years ago

ძნელია ასეთი რამ წაიკითხო და გულზე ხინჯად არ მოგედოს რადგან მადლობაც კი არ უთხრეს ისე გაუშვეს გუნდიდან ტრეზეგოლი ამას არ იმსახურებდა მან იუვესთვის ყველაფერი გააკეთა რაც კი მის ძალ ღონეს აღემატებოდა ეხლა კი მისი შემცვლელის ძებნა კი გუნდს სერიოზულად გაუჭირდება.

13 years ago

rogor texavs am kacis gareshe. ra keni amis nacvami 17 nomeri upasod vigac mona traores chaacvit es xo sircxvilia. sitkvebi ar mak mikvarxar david trezeguet rogor momnatrebixar

giorgi sidiani
13 years ago

xo am statias ar exeba magram axali dizaini dzaan momwons,sachiroa cvlilebebi xandaxan

Dutch
ადმინისტრატორი
13 years ago
Reply to  giorgi sidiani

გაიხარე ; ) თუმცა ზოგ ზოგიერთებს არ მოეწონათ :mrgreen:

მე პირადად კი ძალიან მომწონს ჩემი ნამუშევარი :mrgreen: 8)

Dutch
ადმინისტრატორი
13 years ago

საღოლ გიო , მადლობა სტატიისთვის

lasha giorgadze
13 years ago

ტრეზეგე რომელიც უსიტყვოდ უგებდა კაპიტანს, ტრეზეგე შენ ლეგენდა ხარ და ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრები. იმედი მაქვ პაველი ალექსი და დევიდი იუვეს ყოველ თამაშზე საპატიო ლოჟაში იჯდებიან გუნდის მმართველების ამპლუაშიი

13 years ago

როგორ მენატრება ტრეზეგეს გოლები, ნედვედიც საშინლად მენატრება.. გაჩეჩილი კამორანეზიც კი ძალიან მენატრება : :-( :-(

valeri tokhadze
13 years ago

ეჰ აბა მართალს ამბობს

giorgi sidiani
13 years ago

შავ-თეთრი მაისური საოცრებაა – სუსტებს მისი ტარების უფლება არ აქვთ shen genacvale trezegeeeee,dzaan miyvars es fexburteli

vako-10
13 years ago

აუ როგორ მევასება ეს ფეღბურთელი

zura
13 years ago

სჰენ უნდა იყო ჰერკულესში და ეს თავდასაბანები იუვეში?! :( :( :(

gocha khalvashi
13 years ago

დახმარება იმ ადამიანებისა, რომელთაც “იუვენტუსის” ისტორია იციან.სამწუხაროდ, ახლა ასეთ პიროვნებას ვერ ვხედავ.”
ამ სიტყვებში არის ჩვენი ყვე უბედურების თავი

gocha khalvashi
13 years ago

ფურთხის ღირსი ხარ შენ მაროტა!!!
რეალის მთავრობას დავცინი და მაგათზე რა მაქვს დასაცინი ჩემებმა რა გააკეთეს…

eric jagaryan
13 years ago

ეეეეეეეეხხხხხხხხხხხხხხ

Vaxooo
13 years ago

ძაან მიყვარს ტრეზეგოლი და მაროტამ შემაძულა თავი ამის გაშვებით.
ტრეზეგე : “დიდი იუვედან მხოლოდ გულშემატკივრები დარჩნენ” ეს მწარე რეალობაა :|

| Newsphere by AF themes.
34
0
Would love your thoughts, please comment.x