ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დავიდსი : “მე იუვენტუსის ისტორიის ნაწილი ვარ – ამით ვამაყობ”

მიმდინარე სეზონში “იუვენტუსს” ნამდვილად აკლია მებრძოლი ხასიათი, რომლითაც განსაკუთრებით ბებერი ქალბატონის ყოფილი წევრები, ედგარ დავიდსი, ლუჩიანო მოჯი ან ავოკატო გამოირჩეოდნენ.ედგარი მოედანზე ნამდვილი “პიტბული” იყო, მეტოქე ფეხბურთელების დიდი მტერი.ის ნედვედის, ტრეზეგეს, ტურამისა და ზიდანის მსგავსად ნამდვილი ჩემპიონია.

“ჩვენ გამარჯვებისთვის მებრძოლი ოჯახი ვიყავით.მოედანზე, თითოეული ფეხბურთელი ერთმანეთს დიდ დახმარებას უწევდა.საუკეთესო გუნდის სახელთან, სიტყვა გამარჯვება ასოცირდება, ჩვენ კი მართლაც გამარჯვებულები ვიყავით.მილანში გატარებული წლები, იმდენად შედეგიანი არ ყოფილა, ბედნიერი ვარ, რომ ჩემი შესაძლებლობები მსოფლიოს საუკეთესო გუნდში დავამტკიცე.გულშემატკივრებმა საოცრად მიმიღეს, ისინი არ მთვლიდნენ როსონერის ყოფილ ფეხბურთელად, მაფასებდნენ იმით, როგორიც ვიყავი მოედანზე.საბედნიეროდ, ტიფოზების მოლოდინთა ნაწილი გავამართლე.ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ახალ სტადიონზე ჩემი ვარსკვლავი გაიხსნებოდა, კარიერის მანძილზე ბევრი რამ მოვიგე, მაგრამ ვარსკვლავი – ყველაზე დიდი ჯილდოა.მე იუვენტუსის ისტორიის ნაწილი ვარ – ამით ვამაყობ.დელ პიერო ? – თუ ალექსი თავს კარგად იგრძნობს, მან 40 წლამდე უნდა ითამაშოს.ალექსი – საოცარი ჩემპიონია. იმ შემთხვევაში, თუ დელ პიერო კარგ ფიზიკურ მდგომარეობაში იქნება, მას 41-42 წლის ასაკშიც კი შეეძლება მაღალ დონეზე თამაში.ფიზიკურ პრობლემებს, შესაძლოა ფსიქოლოგიური ტრავმებიც დაემატოს.ალექსი შესანიშნავ ფორმაშია და ბებერი ქალბატონის მაისურით, კიდევ დიდხანს ვუსურვებ თამაშს.”

წყარო : Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

7 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Nika Davids26
13 years ago

1995 წლიდან ამ კაცის ბალეშიკი ვარ…

Z u R a noniashvili
13 years ago

ძალიან მაგარი კაცი ტო .ერთი ესეთი კიდე და …..ჩვენ პიტბულს გაუმარჯოს :)

mamuka iosava
13 years ago

თქვენი არ ვიცი და არავითარი ვიეირა, როი კინი და ემერსონი, გინდაც კიდევ სხვაა…ბოლო 20 წლის საუკეთესო აპორნი დავიდსია უდავოდ

lasha giorgadze
13 years ago

სამაგალითო ფეხბურთელი ნამდვილად, ნამდვილად იყო ვარსკვალავის ღირსი :!:

13 years ago

ამან შემაყვარა იუვე!!! და იუვემ დელ პიერო!

13 years ago
Reply to 

da del pierom fexburTi

arseni
13 years ago

მეც როგორც ფეხბურთის გულშემატკივარს 20 წლიანი სტაჟით მეამაყება, რომ ედგარ დავიდსი იუვენტუსის რიგებში ასპარეზობდა …

| Newsphere by AF themes.
7
0
Would love your thoughts, please comment.x